მუხისძირა
მუხისძირა (ლათ. Suillellus luridus, ადრე Boletus luridus) — ბოლეტუსისებრთა ოჯახის სოკო სუილელუსის გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპასა და აზიას.
მუხისძირა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Suillelus luridus (Schaeff.) Murrill (1909) | |||||||||||||||
|
კარგი ხარისხის პირობითად საჭმელი სოკოა. საკვებად გამოიყენება წინასწარი გათუთქვის შემდეგ. ალკოჰოლთან ერთად მომწამვლელია,[1] რაც გამოწვეულია კოპრინის ნაერთით. თუმცა ლაბორატორიული კვლევებით მუხისძირაში კოპრინის შემცველობა არ დასტურდება.
იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეეებში კირიან ნიადაგზე, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად, ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Boletus luridus.[2] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა ამერიკელმა მიკოლოგმა უილიამ ალფონსო მერილმა 1909 წელს.[3]
სამეცნიერო სინონიმები:
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი 5-20 სმ-მდე აღწევს, ნახევარსფეროსებრი ან ამოზნექილია, იშვიათად გაშლილი, ზეთისხილისფერ-ყავისფერი. ნორჩობაში ზედაპირი ხავერდოვანია, ნალექიან ამინდში ლორწოვანი. შეხებისას ქუდი იფარება მუქი ლაქებით.
რბილობი — მოყვითალო, მკვრივი, ფეხის ძირში წითელი ან მოწითალო, გაჭრისას ლურჯდება, შემგდომ მურა ფერს იღებს, განსაკუთრებული სუნის გარეშე.
ჰიმენოფორი — თავისუფალი, ყვითელი, მოგვიანებით მომწვანო ან ზეთისხილისფერი; ფორები მომრგვალო, ვიწრო, მოწითალო, ხელის დაჭერით ლურჯდება. ქუდის რბილობს და ჰიმენოფორს შორის გააჩნია წითელი პიგმენტური შრე, რომელიც გაჭრისას შეიმჩნევა.
ფეხის სიგრძე — 6-15 სმ, სისქე — 3-6 სმ, გურზისებრი, ბოლქვისებური გასქელებით, ყვითელ-ნარინჯისფერი, ძირისკენ წითელ-მურა, ახასიათებს მოწითალო, მოგრძო ყულფებიანი ბადე.
სპორების ფხვნილი — მურა, ზეთისხილისფერ-მურა ან ხეთისხილისფერი. სპორები — 11-16×5,5-6,5 მკმ, გლუვი, თითისტარისებრი.
ცვალებადობა
რედაქტირებაქუდის ფერი ძლიერ ვარირებს: ღია მომურო-ყვითელი მუქ-ყავისფრამდე, ზოგჯერ მოწითალო-ყვითელი კიდეებით. ასაკთან ერთად ქუდი მუქდება. ფეხის შუა ნაწილში შესაძლოა ქონდეს წითელი ფერის ლაქები, ხოლო ძირისკენ მომწვანო ლაქები.
ეკოლოგია და გავრცელება
რედაქტირებამიკორიზას ქმნის მუხასთან, წიფელთან, იშვიათად არყთან და სხვა სახეობის ხეებთან. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, კირიან ნიადაგზე,[4][5][6] უპირატესად ნათელ, მზისგან კარგად გამთბარ ადგილებში.
ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, აღმოსავლეთსა და შავი ზღვის რეგიონებში, თურქეთში,[7][8] სამხრეთით — ისრაელში.[9]
მსგავსი სახეობები
რედაქტირებაკვებითი ღირებულება
რედაქტირებაგანსაკუთრებით ფასობს საფრანგეთში.[10][4] აგრეთვე მიირთმევენ იტალიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში.[11]
კარგი ხარისხის პირობითად საჭმელი სოკოა. საკვებად გამოიყენება ახალი წინასწარი 15-20 წუთიანი გათუთქვის შემდეგ (ნახარში წყალი უნდა გადაიღვაროს),[12] აგრეთვე გამხმარი და დამარინადებეული. შესაძლებელია გაყინვაც.
ზოგიერთი სახელმძღვანელო ურჩევს გამოუცდელ მესოკოვეებს თავი შეიკავონ მისი შეგროვებისაგან, რადგანაც ის მეტად წააგავს რამდენიმე შხამიან სახეობას.
ტოქსიკურობა
რედაქტირებაუმი ან არასაკმარისად დამუშავებული მუხისძირა იწვევს მოწამვლას, რაც გრძელდება 30 წუთიდან 2 საათამდე. სიმპტომები მოიცავს გულისრევას, ღებინებას, მუცლის კრუნჩხვასა და დიარეას. სრული გამოჯანმრთელება ხდება 24-48 საათის განმავლობაში, თუ ორგანიზმში სითხის დანაკარგი აღდგება.[13] ალკოჰოლთან ერთად მომწამვლელია. მკვლევარები ულრიხ კივიტი და ჰარტმუტ ლაატში ეძებდნენ ანტაბუსის მაგვარ კოპრინუსის შემცველობას მუხისძირასა და მის მსგავს სახეობებში, თუმცა ვერცერთ აქამდე ცნობილ სახეობაში ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ მიაგნეს მის ინდიკატორს იშვიათ სახეობა Imerator torosus-ში. დღემდე დაუდგენელია ზუსტად რა იწვევს მუხისძირაში ალკოჰოლთან დაკავშირებულ რეაქციას.[14]
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მუხისძირა“ ვიკისაწყობში.
- მუხისძირა MycoBank-ზე (ინგლისური)
- მუხისძირა Index Fungorum-ზე (ინგლისური)
- მუხისძირა დაარქივებული 2022-10-21 საიტზე Wayback Machine. — საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Грюнерт Г. Грибы : пер. с нем. — М. : Астрель ; АСТ, 2001. — С. 210. — (Путеводитель по природе). — ISBN 5-17-006175-7.
- ↑ Schaeffer JC. (1774). Fungorum qui in Bavaria et Palatinatu circa Ratisbonam nascuntur Icones (la, de). Erlangen: Apud J.J. Palmium, გვ. 78; plate 107.
- ↑ Murrill WA. (1909). „The Boletaceae of North America – 1“. Mycologia. 1 (1): 4–18 (see p. 17). doi:10.2307/3753167. JSTOR 3753167.
- ↑ 4.0 4.1 Haas H. (1969). The Young Specialist Looks at Fungi. Burke, გვ. 126. ISBN 0-222-79409-7.
- ↑ Vizzini A, Simonini G, Ercole E, Voyron S (2014). „Boletus mendax, a new species of Boletus sect. Luridi from Italy and insights on the B. luridus complex“. Mycol. Prog. 13 (1): 95–109. doi:10.1007/s11557-013-0896-4. hdl:2318/132875. S2CID 14628017.
- ↑ Loizides M, Bellanger JM, Assyov B, Moreau PA, Richard F (2019). „Present status and future of boletoid fungi (Boletaceae) on the island of Cyprus: cryptic and threatened diversity unraveled by 10-year study“. Fungal Ecology. 41 (13): 65–81. doi:10.1016/j.funeco.2019.03.008. S2CID 181958289.
- ↑ Demirel K, Uzun Y, Kaya A (2004). „Some poisonous fungi of East Anatolia“ (PDF). Turkish Journal of Botany. 28 (1/2): 215–19. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2005-05-05.
- ↑ Sesli E. (2007). „Preliminary checklist of macromycetes of the East and Middle Black Sea Regions of Turkey“ (PDF). Mycotaxon. 99: 71–74.
- ↑ Avizohar-Hershenzon Z, Binyamini N (1972). „Boletaceae of Israel: I. Boletus sect. Luridi“. Transactions of the British Mycological Society. 59 (1): 25–30. doi:10.1016/s0007-1536(72)80037-8.
- ↑ (2005) The Great Encyclopedia of Mushrooms. Cologne: Könemann, გვ. 31. ISBN 3-8331-1239-5.
- ↑ Rubel W, Arora D (2008). „A study of cultural bias in field guide determinations of mushroom edibility using the iconic mushroom, Amanita muscaria, as an example“. Economic Botany. 63 (3): 223–43. doi:10.1007/s12231-008-9040-9. S2CID 19585416.
- ↑ Suillellus luridus (Schaeff.) Murrill = Boletus luridus Schaeff.. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-21. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო, 2022.
- ↑ Tomalak M, Rossi E, Ferrini F, Moro PA (2011). "Negative aspects and hazardous effects of forest environment on human health". In Nilsson K, et al. (eds.). Forests, Trees and Human Health. New York: Springer. pp. 77–124 (see p. 101). ISBN 978-90-481-9805-4.
- ↑ Kiwitt U, Laatsch H (1994). „Coprin in Boletus torosus: Beruht die angebliche Alkoholunverträglichkeit durch den Verzehr des Netzstieligen Hexenröhrlings (Boletus luridus) auf einer Verwechslung?“ [Coprine in Boletus torosus: Is the alleged alcohol hypersensitivity by ingestion of B. luridus caused by a mistake?] (PDF). Zeitschrift für Mykologie (გერმანული). 60 (2): 423–30.