Metallica (ალბომი)

(გადამისამართდა გვერდიდან Holier Than Thou)

Metallica (ცნობილი როგორც „შავი ალბომი“) — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის დაუსათაურებელი რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი, რომელიც 1991 წელს გამოვიდა გაყიდვაში ლეიბლზე Elektra Records და დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება ჯგუფის ისტორიაში. ამ ალბომში შესულია ჯგუფის ყველაზე ცნობილი კომპოზიციები, მათ შორის The Unforgiven, Nothing Else Matters, Enter Sandman, Wherever I May Roam და Sad but True.

Metallica
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 13 აგვისტო, 1991[1]
ჩაიწერა ოქტომბერი, 1990–ივნისი, 1991, სტუდია One On One, ლოს-ანჯელესი, სტუდია Little Mountain Sound Studios, და სტუდია Vancouver, ბრიტანეთის კოლუმბია
ჟანრი მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 62:31
ლეიბლი Elektra, Vertigo, Universal
პროდიუსერი ბობ როკი,
ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი
მეტალიკა — ქრონოლოგია
The Good, the Bad & the Live
(1990)
Metallica
(1991)
Load
(1996)
მეტალიკის სტუდიური ალბომების — ქრონოლოგია
...And Justice for All
(1988)
Metallica
(1991)
Load
(1996)
სინგლები ალბომიდან Metallica
  1. „Enter Sandman“
    გამოცემის თარიღი: 29 ივლისი, 1991.[2]
  2. „The Unforgiven“
    გამოცემის თარიღი: 28 ოქტომბერი, 1991.[3]
  3. „Nothing Else Matters“
    გამოცემის თარიღი: 20 აპრილი, 1992.[4]
  4. „Wherever I May Roam“
    გამოცემის თარიღი: 19 ოქტომბერი, 1992.[5]
  5. „Sad but True“
    გამოცემის თარიღი: 8 თებერვალი, 1993.[6]
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic4.5/5 stars[7]
Chicago Tribune3.5/4 stars[8]
Encyclopedia of Popular Music4/5 stars[9]
Entertainment WeeklyB+[10]
Los Angeles Times3.5/5 stars[11]
MusicHound Rock5/5[12]
Q3/5 stars[13]
Rolling Stone4/5 stars[14]
Select4/5[15]
Sputnikmusic3.5/5[16]

პროდიუსირება დახვეწილია წინა ალბომებთან შედარებით. გამოკვეთილია ბას-გიტარის ხმაც. რიტმი შენელებულია და უფრო მეტი ყურადღება მელოდიურობას ეთმობა. შესულია მსოფლიოს კლასიკურ ალბომთა რიცხვში. გადაღებულია დოკუმენტური ფილმიც „Classic Albums“ სერიაში.

ალბომის გაფორმება მოიცავს შავ ფონზე ჯგუფის ნაცრისფერ ლოგოს ზედა მარცხენა კუთხეში და ასევე ნაცრისფერ დახვეულ გველს ქვედა მარჯვენა კუთხეში. გველი აღებულია ძველი ამერიკული დროშიდან, ხოლო დევიზი ამ დროშაზე Don't Tread on Me სიმღერის სახელწოდებაცაა, რომელიც ამავე ალბომშია შესული. ასეთი გაფორმება ჯეიმზმა იმით ახსნა, რომ ხალხი მუსიკით უნდა დაინტერესდეს და არა მისი გარეგნული გაფორმებით; კირკ ჰემეტის შეფასებით, ეს ალბომი არის მათი Dark Side of the Moon.

ალბომი ოთხი კვირა არ თმობდა პირველ ადგილს ბილბორდ 200-ში, მაჩვენებლით იგი მეექვსეა ჩარტის ისტორიაში (პირველი — პინკ ფლოიდის The Dark Side of the Moon). „შავი ალბომი“ მეტალიკის საუკეთესოდ გაყიდვადი ალბომია: 16 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა აშშ-ში,[17] 22 მილიონი კი მის ფარგლებს გარეთ.[18] 2004 წელს გამოშვებული იქნა ალბომი DVD-Audio ფორმატში Elektra Records-ის მიერ.

2012 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით, ალბომი 16-ჯერაა შეფასებული პლატინად RIAA-ს მიერ.[19]

ალბომი კარგად იქნა მიღებული კრიტიკოსების მიერ და კომერციულად წარმატებული გამოდგა. ალბომი წარმოადგენს რადიოსადგურებისათვის უფრო მისაღებ და კომერციულად უფრო წვდომად მეტალიკას, განსაკუთრებით კი ბალადა Nothing Else Matters. ამის გარდა, მუსიკალური ვიდეოს წარმატების შემდეგ სინგლზე One, ხუთი ვიდეო იქნა გადაღებული შავი ალბომიდან: Enter Sandman, Nothing Else Matters, Sad but True, Wherever I May Roam და The Unforgiven.

ალბომის ტექსტები დაწერილი იქნა ჯეიმზ ჰეტფილდის მიერ. შედარებით წინა ოთხ ალბომთან, ლირიკა უფრო მეტად პირადული იყო. მაგალითად: სიმღერის The God That Failed ტექსტი ჰეტფილდის დედის სიმსივნეთი გარადცვალებაზე და მისივე ქრისტიანულ რწმენაზეა, რომლის იმედად წამლებზე უარს ამბობდა. კიდევ ერთი კარგი მაგალითია Nothing Else Matters, რომელიც ასახავს ჰეტფილდის გრძნობებს მისი შეყვარებულის მიმართ. ალბომმა დაასრულა მეტალიკის ტრადიცია, ყოველ ალბომში გრძელი ინსტრუმენტალის ჩაწერისა, სანამ არ გამოვიდა ალბომი Death Magnetic.

შავი ალბომს პროდიუსირებას უწევდა ბობ როკი . მეტალიკა არ გეგმავდა ბობის დაქირავებას მანამ, სანამ მისი მუშაობით ჯგუფ Mötley Crüe-სთან მოხილული არ დარჩნენ.[20] ალბომის ხმა და ჟღერადობა ნამდვილად განსხვავდებოდა წინა ალბომებისგან, განსაკუთრებით კი პროდიუსირების მხრივ გაკრიტიკებულ წინა ალბოთან ...And Justice for All შედარებით.

ბობმა ჯგუფის მუშაობა ისეთ გეგმიურ და რუტინულ პროცესად აქცია, ჩაწერის დამთავრების შემდეგ ლარსმა განაცხადა, რომ აღარ სურდა მისი დანახვა.[21] მუშაობის ეს დაძაბული პროცესი, რომელმაც შედეგად მიგვიყვანა შავ ალბომამდე, ასახულია ორ დოკუმენტურ ფილმში: A Year and a Half in the Life of Metallica და Classic Albums: The Black Album. მიუხედავად დავებისა ჯგუფსა და ბობ როკს შორის, ბობმა განაგრძო მუშაობა მეტალიკასთან 2003 წლის ალბომის St. Anger ჩათვლით.

ტურნეები

რედაქტირება

ალბომის მომდევნო ტურნეებმა, Wherever We May Roam და მოგვიანებით Nowhere Else To Roam, მეტალიკა სამი წლით დააშორა სტუდიას. ტურნეების ცალკეული ფრაგმენტები ასახულია დოკუმენტურ ფილმში A Year and a Half in the Life of Metallica და Live Shit: Binge & Purge ვიდეო ვერსიაში. ამ წლებში ჯეიმზის ხმა იწყებს ნელ-ნელა გაუარესებას გამუდმებული ტურნეების შედეგად. ზოგიერთი სიმღერა, როგორებიცაა Enter Sandman, Nothing Else Matters და Sad but True გახდა მუდმივი შემადგენელი ამ და მომდევნო ტურნეებისა. ზოგიერთი სხვა სიმღერა კი, როგორებიცაა Holier Than Thou, The God That Failed და Through The Never, 1995 წლის შემდეგ ცოცხლად აღარ შესრულებულა წლების განმავლობაში, მანამ, სანამ ჯგუფმა ბასისტ რობერტ ტრუჰილოსთან ერთად არ დაიწყო ძველი სიმღერების კატალოგის უფრო ფართოდ შესრულება.

სიმღერების სია

რედაქტირება
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Enter Sandman“5:31
2.„Sad but True“
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
5:23
3.„Holier Than Thou“
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
3:48
4.„The Unforgiven“
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
  • ჰემეტი
6:26
5.„Wherever I May Roam“
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
6:45
6.„Don't Tread on Me“
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
4:01
7.„Through the Never“
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
  • ჰემეტი
4:03
8.„Nothing Else Matters“
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
6:29
9.„Of Wolf and Man“
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
  • ჰემეტი
4:17
10.„The God That Failed“
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
5:05
11.„My Friend of Misery“
6:51
12.„The Struggle Within“
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
3:53

პერსონალი

რედაქტირება

ინფორმაცია პერსონალის შესახებ ეფუძნება ალბომის ანოტაციებს.[22]

მეტალიკა
დამატებითი მუსიკოსები
სტუდიური პერსონალი
  • ბობ როკი, ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი – პროდიუსერები
  • რენდი სტოუბი, მაიკ ტაჩი – ხმის ინჟინრები
  • ჯორჯ მარინო – მასტერინგი
  • მეტალიკა, პიტერ მენში – გარეკანის კონცეფცია
  • ბონ ბროტიგემი – ილუსტრირება
  • როს ჰალფინი, რიკ ლიკონგი, რობ ელისი – ფოტოგრაფია

სერტიფიცირებები

რედაქტირება
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
არგენტინა (CAPIF)[50] 5× პლატინა 300 000x
ავსტრალია (ARIA)[51] 12× პლატინა 840 000^
ავსტრია (IFPI Austria)[52] 2× პლატინა 100 000x
კანადა (Music Canada)[53] ალმასი 1 000 000^
საფრანგეთი (SNEP)[55] პლატინა 461,500[54]
ფინეთი (Musiikkituottajat)[56] 2× პლატინა 202,866[56]
გერმანია (BVMI)[57] პლატინა 500 000^
იაპონია (RIAJ)[58] 2× პლატინა 400,000^
იტალია (FIMI)[59] პლატინა 100 000*
მექსიკა (AMPROFON)[61] თარგი:Certification Table Entry/MexicanAward 250,000[60]^
ნიდერლანდები (NVPI)[62] პლატინა 100 000^
ახალი ზელანდია (RMNZ)[63] 10× პლატინა 150 000^
ნორვეგია (IFPI Norway)[64] 3× პლატინა 150 000*
პოლონეთი (ZPAV)[65] პლატინა 100 000*
შვედეთი (GLF)[66] 2× პლატინა 200 000^
შვეიცარია (IFPI Switzerland)[67] 3× პლატინა 150 000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[69] 2× Platinum 600.000[68]
აშშ (RIAA)[71] 16× პლატინა 16,594,000[70]

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

  1. ალბომი: Metallica. Metallica.com (1991-08-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-08. ციტირების თარიღი: 2009-12-31.
  2. Enter Sandman. Metallica.com. ციტირების თარიღი: სექტემბერი 7, 2016.
  3. The Unforgiven. Metallica.com. ციტირების თარიღი: სექტემბერი 7, 2016.
  4. Nothing Else Matters. Metallica.com. ციტირების თარიღი: სექტემბერი 7, 2016.
  5. Wherever I May Roam. Metallica.com. ციტირების თარიღი: სექტემბერი 7, 2016.
  6. Sad but True. Metallica.com. ციტირების თარიღი: სექტემბერი 7, 2016.
  7. Huey, Steve. Metallica: Metallica. AllMusic. ციტირების თარიღი: დეკემბერი 5, 2007.
  8. კოტი, გრეგ (დეკემბერი 1, 1991). „A Guide to Metallica's Recordings“. Chicago Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-27. ციტირების თარიღი: ივლისი 28, 2013.
  9. ლარკინი, კოლინ (2006). Encyclopedia of Popular Music, 4th, Oxford University Press, გვ. 725. ISBN 0-19-531373-9. 
  10. ბრაუნი, დევიდ. (აგვისტო 16, 1991) Metallica Review. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-22. ციტირების თარიღი: მაისი 26, 2012.
  11. ოქრო, Jonathan (აგვისტო 11, 1991). „Advisory to Metallica Fans: It's a Pop Band Now“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: ივნისი 8, 2016.
  12. (1996) „Metallica“, MusicHound Rock: The Essential Album Guide. Detroit: Visible Ink Press. ISBN 0787610372. 
  13. Q, ოქტომბერი 1991
  14. Palmer, რობერტ (აგვისტო 12, 1991). „Metallica Album Review“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: ივნისი 8, 2016.
  15. Select, სექტემბერი 1991
  16. Butler, ნიკ. (თებერვალი 22, 2007) Metallica - Metallica User Opinions. Sputnikmusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-28. ციტირების თარიღი: იანვარი 28, 2014.
  17. Keith Caulfield. (28 მაისი, 2014) Metallica's 'Black Album' Hits 16 Million in Sales. Billboard.com. ციტირების თარიღი: 29.05.2014.
  18. Nonpoint Singer: I'm Ready to Rock. Vindy.com (1 ნოემბერი 2007). ციტირების თარიღი: 2010-02-03.
  19. http://www.riaa.com/goldandplatinumdata.php?artist=%22Metallica%22. RIAA.[მკვდარი ბმული]
  20. ქრეიგ როზენი, The Billboard Book of Number One Albums. ბილბორდის წიგნები, 1996 ISBN 0-8230-7586-9
  21. დოკუმენტური ფილმი Classic Albums: The Black Album
  22. (1991) Metallica liner notes. Elektra Records. 
  23. "Metallica – Metallica". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი აგვისტო 27, 2013.
  24. "Metallica - Metallica" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი აგვისტო 27, 2013.
  25. "Metallica – Metallica" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი აგვისტო 27, 2013.
  26. „Metallica ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Canadian Albums)“. Billboard. წაკითხვის თარიღი აგვისტო 27, 2013.
  27. "Metallica – Metallica". Danishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი აგვისტო 27, 2013.
  28. "Metallica: Metallica" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი აგვისტო 27, 2013.
  29. "Metallica – Metallica". Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი აგვისტო 27, 2013.
  30. "Longplay-Chartverfolgung at Musicline" (გერმანულად). Musicline.de. Media Control. წაკითხვის თარიღი აგვისტო 27, 2013.
  31. "GFK Chart-Track". Chart-Track.co.uk. GFK Chart-Track. IRMA. წაკითხვის თარიღი აგვისტო 27, 2013.
  32. Oricon Chart Database. Oricon. ციტირების თარიღი: აპრილი 8, 2011.
  33. "Metallica – Metallica". Mexicancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი აგვისტო 27, 2013.
  34. „Dutchcharts.nl – Metallica – Metallica“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი აგვისტო 27, 2013.
  35. "Metallica – Metallica". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი აგვისტო 27, 2013.
  36. "Metallica – Metallica". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი აგვისტო 27, 2013.
  37. "Metallica – Metallica". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი აგვისტო 27, 2013.
  38. "Metallica – Metallica". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი აგვისტო 27, 2013.
  39. "Metallica – Metallica". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი აგვისტო 27, 2013.
  40. "Metallica | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი აგვისტო 27, 2013.
  41. „Metallica ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი აგვისტო 27, 2013.
  42. „Year-End top-selling albums across all genres, ranked by sales data as compiled by Nielsen SoundScan“. Billboard. Prometheus Global Media. 1991. ციტირების თარიღი: აგვისტო 3, 2015.
  43. „Year-End top-selling albums across all genres, ranked by sales data as compiled by Nielsen SoundScan“. Billboard. Prometheus Global Media. 1992. ციტირების თარიღი: აგვისტო 27, 2013.
  44. „Year-End top-selling albums across all genres, ranked by sales data as compiled by Nielsen SoundScan“. Billboard. Prometheus Global Media. 1993. ციტირების თარიღი: აგვისტო 3, 2015.
  45. „Year-End top-selling albums across all genres, ranked by sales data as compiled by Nielsen SoundScan“. Billboard. Prometheus Global Media. 1994. ციტირების თარიღი: აგვისტო 3, 2015.
  46. „Year-End top-selling albums across all genres, ranked by sales data as compiled by Nielsen SoundScan“. Billboard. Prometheus Global Media. 1995. ციტირების თარიღი: აგვისტო 3, 2015.
  47. „Year-End top-selling albums across all genres, ranked by sales data as compiled by Nielsen SoundScan“. Billboard. Prometheus Global Media. 1996. ციტირების თარიღი: აგვისტო 3, 2015.
  48. Top Billboard 200 Albums – Year-End 2016. Billboard. ციტირების თარიღი: იანვარი 14, 2017.
  49. მეიფილდი, ჯეფ (დეკემბერი 25, 1999). 1999 The Year in Music Totally '90s: Diary of a Decade – The listing of Top Pop Albums of the '90s & Hot 100 Singles of the '90s. ციტირების თარიღი: აგვისტო 27, 2013. 
  50. Discos de oro y platino Spanish. Cámara Argentina de Productores de Fonogramas y Videogramas. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 6, 2011. ციტირების თარიღი: სექტემბერი 16, 2013.
  51. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2015 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  52. Austrian album certifications – Metallica – Metallica გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Metallica ველში Interpret. შეიყვანეთ Metallica ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  53. Canadian album certifications – Metallica – Metallica. Music Canada.
  54. Les Meilleures Ventes de CD / Albums "Tout Temps". Infodisc.fr. ციტირების თარიღი: თებერვალი 19, 2017.
  55. French album certifications – Metallica – Metallica ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  56. 56.0 56.1 Finnish album certifications – Metallica – Metallica ფინურად. Musiikkituottajat – IFPI Finland.
  57. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Metallica; 'Metallica') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  58. Japanese album certifications – Metallica – Metallica იაპონურად. იაპონიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  59. Italian album certifications – Metallica – METALLICA იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
  60. Billboard 200“. Billboard: 76. ნოემბერი 26, 1994.
  61. Mexican album certifications – Metallica – Metallica ესპანურად. მექსიკის ფონოგრამების და ვიდეოგრამების პროდიუსერების ასოციაცია.
  62. Dutch album certifications – Metallica – Metallica ჰოლანდიურად. ჰოლანდიის გამოსახულების და მუსიკალური მატარებლების პროდიუსერების და იმპორტიორების ასოციაცია.
  63. THE FIELD id (chart number) MUST BE PROVIDED for NEW ZEALAND CERTIFICATION.
  64. Norwegian album certifications – Metallica – Metallica ნორვეგიულად. IFPI ნორვეგია.
  65. Polish album certifications – Metallica – Metallica პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV).
  66. ოქროს და პლატინის სერტიფიცირება - 2013 შვედურად (PDF). IFPI შვედეთი.
  67. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Metallica; 'Metallica'). Hung Medien.
  68. ჯოუნსი, Alan (ნოემბერი 25, 2016). „Official Charts Analysis: Little Mix top albums chart with Glory Days“. Music Week. Intent Media. ციტირების თარიღი: ნოემბერი 25, 2016.
  69. British album certifications – Metallica – Metallica. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Metallica ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  70. გრინი, პოლ. (19 ივნისი 2017) Chart Watch: Katy Perry's Disappointing Debut. Yahoo!. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
  71. American album certifications – Metallica – Metallica. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH