Sad but True
„Sad but True“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა და მეხუთე სინგლი მათივე მეხუთე სტუდიური ალბომიდან Metallica.
„Sad but True“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — მეტალიკა | ||||
ალბომიდან Metallica | ||||
B-მხარე |
Harvester of Sorrow (საკონცერტო)/So What? Nothing Else Matters (ლიფტის ვერსია)/Creeping Death (საკონცერტო)/Sad but True (დემო) | |||
გამოსვლის თარიღი | 8 თებერვალი, 1993[1] | |||
ჩაიწერა |
1990 –1991, სტუდიაში One on One ლოს-ანჯელესი, კალიფორნია | |||
ჟანრი | მძიმე მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 5:24 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Elektra | |||
ავტორ(ებ)ი |
ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი | |||
პროდიუსერი | ბობ როკი | |||
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
აუდიომაგალითი | ||||
yes |
შთაგონება
რედაქტირებაჯეიმზ ჰეტფილდს ამ სიმღერის შექმნის ბიძგი მისცა ფილმმა „მაგია“, ენტონი ჰოპკინზის მონაწილეობით. ამ ფილმის იდეა არის პიროვნების გაორება, რაც გადმოცემულია ჰოპკინზისა და მისი ხელის თოჯინის ურთიერთობით.[2][3]
მუსიკა
რედაქტირებამუსიკა დაწერილია ჯეიმზ ჰეტფილდისა და ლარს ულრიხის მიერ.[4] ამ სიმღერისთვის ჯგუფმა გიტარები მომართა მთელი საფეხურით ქვემოთ, D ტიუნინგით, ხოლო ბას-გიტარა — A ტიუნინგით, რომელიც გიტარის D ტიუნინგს შეესაბამება.[3]
2004 წელს Guitar Player-მა მოათავსა ჯეიმზ ჰეტფილდის ტონი ამ სიმღერიდან სიაში ყველა დროის 50 საუკეთესო ტონი[5]
ტექსტი
რედაქტირებასიმღერის ტექსტის ინტერპრეტაცია რამდენიმენაირად არის შესაძლებელი. გავრცელებული მოსაზრებით, იგი ადამიანის ბოროტ ნაწილზეა, რომელიც ცდილობს გააკონტროლოს დანარჩენი ნაწილიც.[2] სხვა ვერსიებით, იგი რელიგიისადმი ბრმა რწმენაზეა.[3]
მუსიკალური ვიდეო
რედაქტირებასიმღერაზე გადაღებული იქნა მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორიცაა უეინ იშემი. ვიდეო გადაღებულია 1992 წლის იანვარში ჯგუფის კონცერტზე სან-დიეგოში, კალიფორნია, და, ფაქტობრივად, ასახავს ჯგუფის შესრულებას ამ კონცერტზე. მისი პრემიერა გაიმართა იმავე წლის 5 ოქტომბერს.[6]
საკონცერტო შესრულება
რედაქტირებაSad but True პირველად ცოცხლად შესრულდა 1991 წლის 1 აგვისტოს პეტალუმაში, კალიფორნია.[4] გამოსვლის დღიდან სიმღერა მეტალიკის კონცერტების განუყრელ შემადგენელ ნაწილად იქცა.[2] იგი მეტალიკის იმ რამდენიმე სიმღერის შორისაა, რომლებიც ათაზე მეტჯერ იქნა შესრულებული ცოცხლად.[4]
სიმღერა შეტანილია ასევე მეტალიკისა და სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის (მაიკლ კემენის დირიჟორობით) ერთობრივ ნამუშევარში S&M.
ჩარტები
რედაქტირებაჩარტი | უმაღლესი პოზიცია |
ხანგრძლივობა ჩარტში(კვირებში) |
---|---|---|
ნიდერლანდების სინგლების ჩარტი | 10[7] | 18 |
შვედეთის სინგლების ჩარტი | 31[8] | 3 |
ნორვეგიის სინგლების ჩარტი | 5[9] | 13 |
ავსტრალიის სინგლების ჩარტი | 48[10] | 1 |
ახალი ზელანდიის სინგლების ჩარტი | 42[11] | 2 |
ბრიტანეთის სინგლების ჩარტი | 20[12] | 3 |
აშშ-ის ბილბორდის ცხელი ასეული | 74[13] | 10 |
სხვადასხვა
რედაქტირებაფორმატები და სიმღერების სია
რედაქტირებააშშ-ის სინგლი
რედაქტირება- Sad but True (ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი) - 5:27
- So What (ნიკ „ენიმალ“ კალმერი, კრის „მაგუ“ ექსალი, კლაივ „უინსტონ“ ბლეიკი) - 3:09
საერთაშორისო სინგლი, ნაწილი I
რედაქტირება- Sad but True (ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი) - 5:27
- So What (ნიკ „ენიმალ“ კალმერი, კრის „მაგუ“ ექსალი, კლაივ „უინსტონ“ ბლეიკი) - 3:09
- Harvester of Sorrow (საკონცერტო) (ჰეტფილდი, ულრიხი) - 6:43
- სიმღერის Harvester of Sorrow საკონცერტო ვერსია ჩაწერილი იქნა 1991 წლის 28 სექტემბერს, ტუშინოს აეროდრომზე, მოსკოვი, რუსეთი.
საერთაშორისო სინგლი, ნაწილი II
რედაქტირება- Sad but True (ჰეტფილდი, ულრიხი) - 5:27
- Nothing Else Matters (ლიფტის ვერსია) (ჰეტფილდი, ულრიხი) - 6:31
- Creeping Death (საკონცერტო) (კირკ ჰემეტი, ჰეტფილდი, კლიფ ბარტონი, ულრიხი) - 8:01
- Sad but True (დემო) (ჰეტფილდი, ულრიხი) - 4:53
- სიმღერის Creeping Death საკონცერტო ვერსია ჩაწერილი იქნა 1991 წლის 28 სექტემბერს, ტუშინოს აეროდრომზე, მოსკოვი, რუსეთი.
საერთაშორისო სინგლი, 7 დიუმიანი გრამფირფიტა
რედაქტირება- Sad but True (ჰეტფილდი, ულრიხი)
- Nothing Else Matters (საკონცერტო) (ჰეტფილდი, ულრიხი)
- Sad but True (საკონცერტო) (ჰეტფილდი, ულრიხი)
- სიმღერის Nothing Else Matters საკონცერტო ვერსია ჩაწერილი იქნა 1992 წლის 27 აგვისტოს ლას-კრუსესში, ნიუ-მექსიკო.
- სიმღერის Sad but True საკონცერტო ვერსია ჩაწერილი იქნა 1991 წლის 28 სექტემბერს, ტუშინოს აეროდრომზე, მოსკოვი, რუსეთი.
პერსონალი
რედაქტირებამეტალიკა
რედაქტირება- ჯეიმზ ჰეტფილდი – წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა, ბას-გიტარა;
- კირკ ჰემეტი – წამყვანი გიტარა;
- ჯეისონ ნიუსტედი – ბას-გიტარა, დამატებითი ვოკალი;
- ლარს ულრიხი – დასარტყმელი საკრავები.
- მიწვეული მუსიკოსი
- ჯონ მარშალი – გიტარა Nothing Else Matters-ის საკონცერტო ვერსიაში.
- სტუდიური პერსონალი
- პროდიუსერი – ბობ როკი ჰეტფილდთან და ულრიხთან ერთად;
- ინჟინერი – რენდი სტაუბი;
- მიქსი – რენდი სტაუბი;
- ფოტოგრაფი – მარკ სელიგერი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სინგლი Sad but True. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-10. ციტირების თარიღი: 2011-08-17.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Sad but True. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-16. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Sad but True. Songfacts.com. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
- ↑ 4.0 4.1 4.2 სიმღერა Sad but True. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-12. ციტირების თარიღი: 2011-08-17.
- ↑ მეტ ბლეკეტი (ოქტომბერი, 2004). „ყველა დროის 50 საუკეთესო ტონი“. Guitar Player. pp. 44–66. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=
-ში (დახმარება);|access-date=
საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე|url=
(დახმარება) - ↑ მეტალიკის მუსიკალური ვიდეოები -> Sad but True. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
- ↑ Sad but True ჩარტებში. DutchCharts.com. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
- ↑ Sad but True ჩარტებში. SwedishCharts.com. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
- ↑ Sad but True ჩარტებში. NorwegianCharts.com. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
- ↑ Sad but True ჩარტებში. Australian-Charts.com. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
- ↑ Sad but True ჩარტებში. Charts.org.nz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-13. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
- ↑ მეტალიკა ბრიტანეთის სინგლების ჩარტში. TheOfficialCharts.com. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
- ↑ Sad but True ბილბორდის ჩარტებში. Billboard.com. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
- ↑ 14.0 14.1 Sad but True. Metlists.com. ციტირების თარიღი: 2011-08-18.