The God That Failed
„The God That Failed“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა და მეათე სიმღერა მათი მეხუთე სტუდიური ალბომიდან Metallica. სიმღერა არასოდეს გამოსულა სინგლის სახით, მაგრამ იგი იყო პირველი სიმღერა ალბომიდან, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა. იგი იყო ასევე ერთ-ერთი პირველი მეტალიკის ჩანაწერებიდან, რომელიც შესრულებული იყო ნახევარი საფეხურით დაბლა აწყობილი გიტარებით.
„The God That Failed“ | |
---|---|
სიმღერა — მეტალიკა | |
ალბომიდან Metallica | |
გამოსვლის თარიღი | 13 აგვისტო, 1991[1] |
ჩაიწერა | ოქტომბერი, 1990–ივნისი, 1991, სტუდია One On One, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია |
ჟანრი | მძიმე მეტალი |
ხანგრძლივობა | 5:05 |
ხმისჩამწერი ლეიბლი | Elektra, Vertigo |
ავტორ(ებ)ი |
ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი |
პროდიუსერი |
ბობ როკი, ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი |
აუდიომაგალითი | |
კომპოზიცია და ჩაწერა
რედაქტირებატექსტის ავტორმა, მთავარმა ვოკალისტმა და რიტმულმა გიტარისტმა ჯეიმზ ჰეტფილდმა სიმღერა დაახასიათა როგორც „ძალიან ლამაზი... ნელი, მძიმე და მახინჯი.“[2] მთავარი გიტარისტი კირკ ჰემეტი იხსენებს მისი სოლოს სიმღერაში ჩასმის პროცესს:
ჰემეტის ნათქვამის მიხედვით, იგი და მუსიკალური პროდიუსერი ბობ როკი მუშაობდნენ ჰემეტის სოლოზე სიმღერაში. ერთად მათ შექმნეს მელოდია, რომლისთვისაც ჰემეტს სურდა, დაემატებინა ჰარმონია. პროდიუსერმა გამოთქვა აზრი, რომ ეს სოლო სიმღერის ჟღერადობას მეტისმეტად „მშვენიერს“ გახდიდა და შესთავაზა დაეკრათ იგი ერთი ოქტავით მაღლა. საბოლოოდ სოლო ჩაიწერა ჰემეტის მიერ მისი მრავალჯერ შესრულების შემდეგ ალბომის ჩაწერისას. ჰემეტი შედეგს მის ერთ-ერთ ფავორიტ სოლოებს შორის ასახელებს ალბომიდან.[3]
მნიშვნელობა
რედაქტირებასიმღერის მთავარი თემაა რელიგია, ადამიანის დამოკიდებულება მასზე და დაუჯილდოებელი რწმენა ღვთისა, რომელსაც არ ძალუძს განკურნება. ტექსტი დაწერილია იმ ტანჯვის შთაგონებით, რომელიც განიცადა ჰეტფილდმა დედის გარდაცვალების შედეგად და გარდაცვალების გარემოებათა გამო. ჯეიმზის დედა წამლებზე უარს ამბობდა და მხოლოდ ღვთის რწმენის იმედად იყო, როცა სიმსივნე ტანჯავდა. მას სჯეროდა, რომ ღმერთი განკურნავდა.[4] ჯეიმზმა იგრძნო, რომ არ მიჰყოლოდა დედამისი საკუთარ ქრისტიანულ რწმენას, შესაძლოა გადარჩენილიყო.[5]
ბეილორის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი რელიგიის საკითხებში პოლ მარტენსი აღნიშნავს, რომ სიმღერა აღფრთოვანებით იქნა მიღებული ზოგიერთი ისეთი ანტი-რელიგიური და ათეისტური დაჯგუფებების მიერ, როგორებიცაა ვებ-საიტები Alabama Atheist და The Secular Web,[6] მიუხედავად იმისა, რომ ჰეტფილდი სიმღერაში კი არ ზეიმობს ღმერთის ამ მარცხს, არამედ ადანაშაულებს მას, დედამისის რწმენისა და სიკვდილის გამო, უაზრო ცხოვრების შექმნის გამო.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ალბომი: Metallica. Metallica.com (1991-08-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-08. ციტირების თარიღი: 2009-12-31.
- ↑ ჰეტფილდი, ჯეიმზ (1997). რედ. ჯეფ კიტზი; ბრედ ტოლინსკი; ჰაროლდ სტეინბლატი: Guitar World წარადგენს მეტალიკას. უაინი, ნიუ-ჯერსი: Music Content Developers, გვ. 18–19. ISBN 0-7935-8079-X.
- ↑ 3.0 3.1 ჰემეტი, კირკ (1997). რედ. ჯეფ კიტზი; ბრედ ტოლინსკი; ჰაროლდ სტეინბლატი: Guitar World წარადგენს მეტალიკას. უაინი, ნიუ-ჯერსი: Music Content Developers, გვ. 18. ISBN 0-7935-8079-X.
- ↑ სიმღერის ინფო - The God That Failed დაარქივებული 2008-07-04 საიტზე Wayback Machine. , Encyclopedia Metallica.
- ↑ ინგჰამ კრისი (2003). მეტალიკა: Nothing Else Matters: ისტორიები უდიდესი სიმღერების უკან. ნიუ-იორკი: Thunder's Mouth Press, გვ. 108. ISBN 1-5602-5536-6.
- ↑ პოლ მარტენსი (2005). „მეტალიკა და ღმერთი, რომელიც დამარცხდა: დაუმთავრებელი ტრაგედია სამ მოქმედებად“, რედ. მაიკლ გილმორი: მიხმე, მაძიებელო: რელიგია პოპულარულ მუსიკაში. ნიუ-იორკი: Continuum, გვ. 98. ISBN 0-8264-1713-2.
- ↑ მარტენსი (2005), გვ. 103.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მეტალიკის The God That Failed საიტზე Encycmet.com დაარქივებული 2008-07-04 საიტზე Wayback Machine.
კითხვის გასაგრძელებლად
რედაქტირება- პოლ მარტენსი (2005). „მეტალიკა და ღმერთი, რომელიც დამარცხდა: დაუმთავრებელი ტრაგედია სამ მოქმედებად“, რედ. მაიკლ გილმორი: მიხმე, მაძიებელო: რელიგია პოპულარულ მუსიკაში. ნიუ-იორკი: Continuum, გვ. 95–114. ISBN 0-8264-1713-2.