Carnival Cruise Lines
Carnival Cruise Lines — ბრიტანულ-ამერიკული საკრუიზო ხაზების კომპანია, რომელიც აშშ-ში, მაიამის გარეუბან ქალაქ დორალშია განთავსებული. თავდაპირველად, იგი როგორც დამოუკიდებელი კომპანია 1972 წელს ტედ ერისონმა დააარსა, დღეს კი ის ერთ-ერთია იმ ათი საკრუიზო კომპანიიდან, რომელსაც კონცერნი Carnival Corporation & plc ფლობს. კომპანიას აქვს უდიდესი ფლოტი მთელს ჯგუფში — 24 გემი, რომელიც მსოფლიო ბაზრის 21,1%-ს იკავებს.[2] კომპანიაზე აღმასრულებელ კონტროლს ახორციელებს „კარნივალ კორპორაციის“ ჩრდილოეთამერიკული დანაყოფი, რომლის სათავო ოფისიც ქალაქ დორალში მდებარეობს.[3][4]
ტიპი | ფილიალური |
---|---|
დარგი | მოგზაურობა&ტურიზმი (საკრუიზო ინდუსტრია) |
დაფუძნდა | 1972 წელს |
დამაარსებელი | ტედ ერისონი |
სათავო ოფისი | დორალი, ფლორიდა, აშშ |
მმართველი |
ჯერი კეიჰილი (პრეზიდენტი); ჯონ ჰილდი (კრუიზების დირექტორი) |
პროდუქცია | კრუიზები |
შემოსავალი | 10,9 მილიარდი აშშ დოლარი (2011 წელს) |
მთლიანი შემოსავალი | 2,3 მილიარდი აშშ დოლარი (2011 წელს) |
თანამშრომელი |
3 800 - სანაპიროებზე[1] 33 500 გემებზე[1] |
საიტი | www.carnival.com |
კარნივალი პიონერი იყო მოკლე, დაბალფასიანი კრუიზების სეგმენტში. მისი გემები ცნობილია ლას-ვეგასის სტილის დეკორაციებითა და გართობით. კომპანია თავის გემებს „მხიარულ გემებს“ (The Fun Ships) უწოდებს და მართლაც, გემზე საქმიანობათა მრავალფეროვანი არჩევანია. მისი სავაჭრო ნიშანია გემის საკვამური, რომელიც წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი და ვეშაპის კუდის ფორმა აქვს. „კარნივალის“ თილისმაა „Fun Ship Freddy“ — პერსონაჟი კომპანიისათვის დამახასიათებელი საკვამურის ფორმით.
1996 წელს 101 000 ტონაჟიანი (GT) გემი Carnival Destiny იმ დროის მსოფლიოში უდიდესი სამგზავრო გემი იყო. 2004 წელს კორპორაცია კარნივალმა წამოიწყო ახალი გემების განვითარების პროგრამა, რომელსაც გეგმა Pinnacle ეწოდა. გეგმის მიხედვით, უნდა შექმნილიყო 200 000 ტონაჟიანი პროტოტიპი,[5] რომელიც მსოფლიოში უდიდესი საკრუიზო გემი იქნებოდა. 2009 წლისთვის, კარნივალის ფლოტში ბოლო და უდიდესი იყო 128 000 ტონაჟიანი გემი Carnival Dream. იგი ექსპლუატაციაში 2009 წლის 21 სექტემბერს შევიდა. ხმელთაშუა ზღვაში რამდენიმე მგზავრობის შემდეგ, 2009 წლის 5 დეკემბრიდან მას განესაზღვრა 1 კვირიანი კრუიზები კარიბის ზღვაში, ფლორიდის ქალაქ პორტ-კანავერალიდან. 2011 წლის 1 მაისს შედგა მისი დობილი გემის Carnival Magic-ის დებიუტი. 2009 წლის 1 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ კარნივალი ამზადებდა Dream-class-ის მესამე გემს.[6] მომსახურებაში ის 2012 წლის ივნისში შევიდა და მისი მშობლიური პორტი მაიამია..[7] 2010 წლის 10 მაისს Dream-class-ის მესამე გემს კარნივალმა სახელი შეურჩია — Carnival Breeze.[8] 2012 წლის 26 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ კარნივალი გემის ახალ ბრენდზე მუშაობს. გემს კვლავ იტალიური კომპანია Fincantieri ააგებს და უდიდესი იქნება მათ შორის, რაც კი ოდესმე მას აუგია. ის ასევე პირველი იქნება ახალი კლასის გემის ბრენდებს შორის, რომლის ტევადობაც 4 000 მგზავრი იქნება, ტონაჟი კი 135 000. დაგეგმილია, რომ მისი მშენებლობა 2016 წლის ზამთარში დასრულდება, Carnival Breeze-ის მომსახურებაში შესვლიდან დაახლოებით ოთხი წლის თავზე.[9]
ამჟამინდელი გემები
რედაქტირებაგემი | აგების წელი |
კარნივალისთვის დაცურავს |
ტონაჟი | მშობლიური პორტი | დროშა | შენიშვნა | სურათი |
---|---|---|---|---|---|---|---|
Carnival Fantasy | 1990 | 1990–დღემდე | 70 367 | ჩარლსტონი | პანამა | თავდაპირველად Fantasy | |
Carnival Ecstasy | 1991 | 1991–დღემდე | 70 367 |
|
პანამა | თავდაპირველად Ecstasy | |
Carnival Sensation | 1993 | 1993–დღემდე | 70 367 | პორტ-კანავერალი, ფლორიდა |
ბაჰამის კუნძულები | თავდაპირველად Sensation | |
Carnival Fascination | 1994 | 1994–დღემდე | 70 367 | ჯექსონვილი (JAXPORT) | ბაჰამის კუნძულები | თავდაპირველად Fascination | |
Carnival Imagination | 1995 | 1995–დღემდე | 70 367 |
|
ბაჰამის კუნძულები | თავდაპირველად Imagination | |
Carnival Inspiration | 1996 | 1996–დღემდე | 70 367 | ლონგ-ბიჩი, კალიფორნია | ბაჰამის კუნძულები | თავდაპირველად Inspiration | |
Carnival Elation | 1998 | 1998–დღემდე | 70 367 | ახალი ორლეანი, ლუიზიანა | პანამა | *ყოფილი Elation | |
Carnival Paradise | 1998 | 1998–დღემდე | 70 367 | ტამპა, ფლორიდა | პანამა | თავდაპირველად Paradise |
გემი | აგების წელი |
კარნივალისთვის დაცურავს |
ტონაჟი | მშობლიური პორტი | დროშა | შენიშვნა | სურათი |
---|---|---|---|---|---|---|---|
Carnival Destiny | 1996 | 1996–დღემდე | 101 353 | ბაჰამის კუნძულები | მსოფლიოში უდიდესი სამგზავრო გემი (ტონაჟით) აგების დროისათვის. პირველი საკრუიზო გემი, რომლის ტონაჟმაც 100 000-ს გადააჭარბა. შეკეთებული და სახელშეცვილი იქნება როგორც Carnival Sunshine 2013 წელს |
გემი | აგების წელი |
კარნივალისთვის დაცურავს |
ტონაჟი | მშობლიური პორტი | დროშა | შენიშვნა | სურათი |
---|---|---|---|---|---|---|---|
Carnival Triumph | 1999 | 1999–დღემდე | 101 509 | გალვესტონი, ტეხასი | ბაჰამის კუნძულები | Carnival Destiny-ის მსგავსი, მაგრამ აქვს დამატებითი გემბანი. | |
Carnival Victory | 2000 | 2000–დღემდე | 101 509 | მაიამი | პანამა | Carnival Triumph-ის იდენტური. |
გემი | აგების წელი |
კარნივალისთვის დაცურავს |
ტონაჟი | მშობლიური პორტი | დროშა | შენიშვნა | სურათი |
---|---|---|---|---|---|---|---|
Carnival Spirit | 2001 | 2001–დღემდე | 88 500 | მალტა | აიგო პანამაქსის პრინციპზე | ||
Carnival Pride | 2001 | 2001–დღემდე | 88 500 | ბალტიმორი მერილენდი | პანამა | აიგო პანამაქსის პრინციპზე, კარნივალის ყოფილი ფლაგმანი გემი | |
Carnival Legend | 2002 | 2002–დღემდე | 88 500 |
|
პანამა | აიგო პანამაქსის პრინციპზე | |
Carnival Miracle | 2004 | 2004–დღემდე | 88 500 |
|
პანამა | აიგო პანამაქსის პრინციპზე |
გემი | აგების წელი |
კარნივალისთვის დაცურავს |
ტონაჟი | მშობლიური პორტი | დროშა | შენიშვნა | სურათი |
---|---|---|---|---|---|---|---|
Carnival Conquest | 2002 | 2002–დღემდე | 110 000 |
|
პანამა | ||
Carnival Glory | 2003 | 2003–დღემდე | 110 000 | პანამა | |||
Carnival Valor | 2004 | 2004–დღემდე | 110 000 | პანამა | |||
Carnival Liberty | 2005 | 2005–დღემდე | 110 000 | მაიამი | პანამა | ||
Carnival Freedom | 2007 | 2007–დღემდე | 110 000 | პორტ-ევერგლეიდსი (ფორტ-ლოდერდეილი), ფლორიდა | პანამა |
გემი | აგების წელი |
კარნივალისთვის დაცურავს |
ტონაჟი | მშობლიური პორტი | დროშა | შენიშვნა | სურათი |
---|---|---|---|---|---|---|---|
Carnival Splendor | 2008 | 2008–დღემდე | 113 300 |
|
პანამა | Referred as a Splendor-class ship. |
გემი | აგების წელი |
კარნივალისთვის დაცურავს |
ტონაჟი | მშობლიური პორტი | დროშა | შენიშვნა | სურათი |
---|---|---|---|---|---|---|---|
Carnival Dream | 2009 | 2009–დღემდე | 128 000 | პორტ-კანავერალი, ფლორიდა | პანამა | უდიდესი გემი, რომელიც კომპანია Fincantieri-ს აუგია, სანამ ის Carnival Magic-ს ააგებდა | |
Carnival Magic | 2011 | 2011–დღემდე | 128 000 | გალვესტონი, ტეხასი | პანამა | უდიდესი გემი, რომელიც კომპანია Fincantieri-ს აუგია აუგია, სანამ ის Carnival Breeze-ს ააგებდა | |
Carnival Breeze | 2012 | 2012–დღემდე | 128 000 | პანამა | Carnival Cruise Lines-ის უდიდესი გემი ამჟამად |
სამომავლო გემები
რედაქტირებაგემი | აგების წელი |
ტონაჟი | მშობლიური პორტი | სავარაუდო დროშა | შენიშვნა |
---|---|---|---|---|---|
TBA | 2016 წლის ზამთარი | 135 000 | პანამა | უდიდესი გემი, რომელიც კარნივალისთვის აიგება.[15] |
ყოფილი გემები
რედაქტირებაგემი | კლასი | აგების წელი |
კარნივალისთვის დაცურავდა |
ტონაჟი | დროშა | შენიშვნა | სურათი |
---|---|---|---|---|---|---|---|
Mardi Gras | ყოფილი საოკეანეო ლაინერი | 1961 | 1972–1993 | 27 284 | პანამა | ასევე ცნობილია სახელებით Empress of Canada, Olympic, Star of Texas, Lucky Star, Apollo და Apollon. გაიყიდა 2003 წელს. | |
Carnivale | ყოფილი საოკეანეო ლაინერი | 1956 | 1975–1994 | 31 500 | პანამა | ასევე ცნობილია სახელებით Empress of Britain, Queen Anna Maria, Fiesta Marina, Olympic და The Topaz. გაიყიდა 2008 წელს. | |
Festivale | ყოფილი საოკეანეო ლაინერი | 1962 | 1977–1996 | 32 697 | პანამა | ასევე ცნობილია სახელებით Transvaal Castle, S.A. Vaal, Island Breeze და Big Red Boat III. გაიყიდა 2003. | |
Tropicale | Tropicale | 1982 | 1982–2001 | 36 674 | ლიბერია | იყო კარნივალისთვის აგებული პირველი გემი. ასევე ცნობილია სახელებით Costa Tropicale და Pacific Star. ახლა როგორც Ocean Dream 2008 წლის მაისში. | |
Jubilee | Holiday class | 1986 | 1986–2004 | 47 262 | ლიბერია | 2004 წელს გახდა P&O Cruises Australia-ს Pacific Sun. | |
Celebration | Holiday class | 1987 | 1987–2008 | 47 262 | მადეირა, პორტუგალია | ახლა დაცურავს Iberocruceros-ისთვის სახელით Grand Celebration | |
Holiday | Holiday class | 1985 | 1985–2009 | 46 051 | მადეირა, პორტუგალია | ახლა დაცურავს Iberocruceros-ისთვის სახელით Grand Holiday |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Carnival Cruise Lines Fact Sheet. Carnival Cruise Lines. Retrieved 31 May 2010
- ↑ 2012 World Wide Market Share. Cruise Market Watch (2011-11-20).
- ↑ "Corporate Address." Carnival Cruise Lines. Retrieved on January 9, 2010.
- ↑ "Map of the City of Doral დაარქივებული 2011-08-09 საიტზე Wayback Machine. ." City of Doral. Retrieved on January 9, 2010
- ↑ Fincantieri signs a five ship, 2.6 billion dollar agreement with Carnival Group. Press Release. Fincantiei. 23 September 2004. Retrieved 10 May 2010
- ↑ wartsila.com
- ↑ New 128,000-ton Cruise Ship Ordered for Carnival Corporation & plc's Carnival Cruise Line Unit. ციტირების თარიღი: 2009-12-01.
- ↑ [https://web.archive.org/web/20220820054522/https://www.cruiseindustrynews.com/cruise-news/3990-51010-carnival-cruise-lines-new-128000-ton-ship-to-be-named-carnival-breeze.html დაარქივებული 2022-08-20 საიტზე Wayback Machine. Carnival Cruise Lines' new 128,000-ton ship to be named Carnival Breeze]. Cruise Industry News. 10 May 2010. Retrieved 11 May 2010
- ↑ [1]
- ↑ 10.0 10.1 http://www.cruiseindustrynews.com/cruise-news/8427-carnival-cruise-lines-expands-west-coast-short-cruise-program.html
- ↑ Casiano Communications. (2012-02-16) Carnival shifting bigger ship to PR. caribbeanbusiness.pr. ციტირების თარიღი: 2012-03-05.[მკვდარი ბმული]
- ↑ http://www.nola.com/business/index.ssf/2012/03/carnival_cruise_lines_will_bri.html
- ↑ 13.0 13.1 13.2 with Gene Sloan. (2012-02-09) Carnival Cruise Lines to expand capacity in New York - USATODAY.com. Travel.usatoday.com. ციტირების თარიღი: 2012-03-05.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-09. ციტირების თარიღი: 2013-02-15.
- ↑ http://www.cruiseindustrynews.com/cruise-news/8145-carnival-cruise-lines-and-holland-america-line-order-new-ships.html