პორტ-კანავერალი (ინგლ. Port Canaveral) — საკრუიზო, სატვირთო და სამხედრო-საზღვაო პორტი აშშ-ში, ფლორიდის შტატის ბრევერდის ოლქში. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საკრუიზო პორტს მთელ მსოფლიოში. 2010 წელს მან დაახლოებით 2,8 მილიონი მრავალდღიანი კრუიზის მგზავრი მიიღო. როგორც ღრმაწყლიან სატვირთო პორტს, მას გადაზიდვების ძალზედ მაღალი მაჩვენებელი აქვს; ყოველწლიურად ატარებს 2 700 000 ტონაზე მეტ ტვირთს. მათ შორისაა ცემენტი, ნავთობი და აგრეგატები. პორტს გააჩნია საქონლისათვის განკუთვნილი კონვეიერები და ვაგონები, ასევე სატვირთო კონტეინერები. არხის სიღრმე დაახლოებით 13 მეტრია.[1]

პორტ-კანავერალი
Carnival Ecstasy პორტ-კანავერალში
ადგილმდებარეობა
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ადგილმდებარეობა ბრევერდის ოლქი, ფლორიდა,
კოორდინატები კოორდინატები: 28°25′N 80°37′W / 28.41° ჩ. გ. 80.61° დ. გ. / 28.41; -80.61
ინფორმაცია
გაიხსნა 4 ნოემბერი, 1953
სტატისტიკა
ყოველწლიური ტვირთის ტონაჟი 3,2 მლნ (2010 წ)
მგზავრთბრუნვა 2,8 (2010 წ)

პორტ-კანავერალის სატვირთო გადაზიდვების არეალის ფართობი 70 000 მ²-ია. 2004 წელს მან გაატარა 3 600 000 ტონა ტვირთი. პორტიდან ექსპორტზე გადის ცოცხალი ხილი; გაყინული ციტრუსების წვენი ინახება შტატის ერთ-ერთ უდიდეს საყინულე საწყობებში; ექსპორტზე იგზავნება ასევე ცემენტი და სამშენებლო მასალები. პორტში იმპორტის სახით შემოდის ხე-ტყე, წყლის დამარბილებელი მარილი, ავტომობილები, ფოლადის ფურცლები და ჯავშნები. კანავერალიდან ტვირთების გადაზიდვა ხდება ხმელეთით, ზღვითა თუ საჰაერო ტრანსპორტით. პორტ-კანავერალის საგარეო ვაჭრობის ზონა აშშ-ის უმსხვილეს თავისუფალ სავაჭრო ზონებს შორისაა და მისი ფართობი 13 კმ²-ია. პორტს ბრევერდის ეკონომიკაში ყოველწლიურად ნახევარი მილიარდი დოლარი შეაქვს.

2007 წლის აპრილში, პორტში ნაოსნობა 25,6%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით,[2] რამაც თვეში 268 495 ტონის კლება გამოიწვია. გემები პორტში ყოველდღიურად შედიან.[3]

მმართველობა რედაქტირება

პორტ-კანავერალის მმართველობა 1953 წელს დაარსდა შტატის კანონმდებლობით და შედგება რწმუნებულთა საბჭოსა და აღმასრულებელი მენეჯმენტის გუნდისგან. საბჭო ახორციელებს ფისკალურ, სარეგულაციო და საოპერაციო პოლიტიკას, აღმასრულებელი გუნდი კი პასუხისმგებელია ადმინისტრაციულ და საექსპლოატაციო საკითხებში.

საბჭოს ხუთი წევრის არჩევა მიმდებარე მოსახლეობის მიერ საყოველთაო არჩევნების გზით ხდება. ისინი უნდა ცხოვრობდნენ სპეციალურ არეალებში, თუმცა ირჩევს ხუთივე რაიონის მოსახლეობა.

ისტორია რედაქტირება

ამ ადგილას პორტის განვითარების იდეა პირველად 1880-იან წლებში გაჩნდა, თუმცა ფსკერსაღრმავებელი სამუშაოების განხორციელება 1951-1955 წლებში მოხდა.[1] ოფიციალურად პორტი 1953 წლის 4 ნოემბერს გაიხსნა. ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საზღვაო გამანადგურებელმა USS McClelland (DE-750)-მა.

1964 წელს პორტში გაჩნდა საკრუიზო გადაყვანის სერვისი. ეს იყო გემი SS Yarmouth Castle, რომელსაც კომპანია Yarmouth Cruise Lines ფლობდა. გემი ამერიკის საკუთრება იყო, თუმცა რეგისტრაცია პანამაში ჰქონდა. 1965 წელს იგი მაიამიდან ნასაუსკენ მიმავალ გზაზე დაიწვა, რის შედეგადაც პორტ-კანავერალში საკრუიზო გადაყვანები 1980-იან წლებამდე შეიზღუდა.

საკრუიზო გადაყვანები რედაქტირება

 
საკრუიზო გემები პორტ-კანავერალში. მარცხნიდან მარჯვნივ: Carnival-ის, Disney-ისა და Royal Caribbean-ის გემები.

პორტ-კანავერალის ექვს საკრუიზო ტერმინალს ფლობენ საკრუიზო კომპანიები: Carnival, Disney, Norwegian Cruise Line და Royal Caribbean International. 2008 წლის ოქტომბერში პორტმა უმასპინძლა 109 175 მრავალდღიან კრუიზის მგზავრს. 2009 წლის აპრილში ეს რიცხვი 307 005-მდე გაიზარდა, თუმცა სეზონის შესაბამისად ოქტომბერში 221 557-მდე შემცირდა. ერთდღიანი აზარტული თამაშების გემებით კრუიზების მოხსნის შემდეგ, პორტის მმართველობა მგზავრთა ზრდას არ ვარაუდობს.[4] 2010 წელს მათმა რაოდენობამ 2,8 მილიონი შეადგინა.[5]

1980-იანი წლების დასაწყისში, პორტის ახალმა დირექტორმა ჩარლს როულანდმა მთელი ფოკუსირება კანავერალის, როგორც საკრუიზო პორტად გარდაქმნისაკენ მოახდინა. 1982 წელს, პორტის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 2 000 მ² ფართობის საყინულე საწყობი გადაკეთდა საკრუიზო ტერმინალ 1-ად. პირველი საკრუიზო გემი, რომლისთვისაც კანავერალი მშობლიური პორტი გახდა იყო 10 427 ტონიანი SS Scandinavian Sea. დასაწყისისათვის კრუიზები ერთდღიანი იყო და მხოლოდ ოკეანეში გასვლას და უკან დაბრუნებას გულისხმობდა. ამის შემდეგ, 1983 წელს პორტმა ნასასგან შეიძინა ორასწლოვანი საგამოვენო დარბაზები, რომლებიც მე-2 და მე-3 ტერმინალებად გადაიქცნენ. მომდევნო წელს პორტში ბინა დაიდო კომპანია Premier Cruise Line-ის კუთვნილმა გემმა SS Royale. დაიწყო მთელი წლის განმავლობაში შესრულებადი 3-4 დღიანი კრუიზები ბაჰამის კუნძულების მიმართულებით. 1986 წელს აშენდა მეოთხე საკრუიზო ტერმინალი. დასავლეთით გაფართოების ხარჯზე დაიწყო მეხუთე ტერმინალის მშენებლობა. ამ პერიოდიდან აქედან ცურვა დაიწყო Carnival Fantasy-მ, რომელიც იმ დროისთვის პირველი მეგა-გემი იყო, რომლის მშობლიური პორტიც პორტ-კანავერალი გახდა.

პორტ-კანავერალში ბაზირებული გემები რედაქტირება

2012 წლის მარტის მონაცემებით, პორტ-კანავერალი მშობლიური პორტია შემდეგი გემებისთვის:
Carnival Sensation (Carnival Cruise Lines) დაცურავს სამშაბათობით და კვირაობით.
Carnival Ecstasy (Carnival Cruise Lines) დაცურავს ყოველ მეორე ორშაბათს, სამშაბათსა და შაბათს.
Carnival Dream (Carnival Cruise Lines) დაცურავს შაბათობით.
Norwegian Sun (Norwegian Cruise Lines) დაცურავს შაბათობით.
Disney Dream (Disney Cruise Lines) დაცურავს შაბათობით, სამშაბათობით და პარასკევობით.
Disney Fantasy (Disney Cruise Lines) დაცურავს შაბათობით.
Monarch of the Seas (Royal Caribbean) დაცურავს პარასკევობით და ორშაბათობით (2013 წლამდე)
Freedom of the Seas (Royal Caribbean) დაცურავს კვირაობით
Enchantment of the Seas (Royal Caribbean) 2013 წლიდან, Monarch-ის წასვლის შემდეგ, დაცურავს პარასკევობით და ორშაბათობით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Waymer, Jim (5 April 2010). „Transfer replenishes Brevard's beaches“. Melbourne, Florida: Florida Today. pp. 1A.
  2. (April 16, 2007) Cargo Data. Florida Today. 
  3. Peterson, Patrick (1 March 2010). „Harbor pilots steer clear of rule change“. Melbourne, Florida: Florida Today. pp. 14A.
  4. Price, Wayne T. (30 May 2010). „Competition heats up for port“. Melbourne, Florida: Florida Today. pp. 1E.
  5. Price, Wayne T. (9 January 2011). „Disney, port linked in success“. Melbourne, Florida: Florida Today. pp. 1E.