Carnival Ecstasy
Carnival Ecstasy — Fantasy class-ის საკრუიზო გემი, რომელიც 1991 წლიდან კომპანია Carnival Cruise Lines-ისთვის ოპერირებს. იგი გამოირჩევა აუზით, ოთხი მორევით, რესტორნების, ღამის კლუბების, კაზინოებისა და დაუბეგრავი მაღაზიების ფართო არჩევანით. ამჟამად იგი დაცურავს ოთხ-ხუთ-დღიან კრუზიებში ფლორიდის ნავსადგურ პორტ-კანავერალიდან,[1] აღმოსავლეთ კარიბების მიმართულებით. იგივე მარშრუტით დაცურავს მისი ორი დობილი გემი — Carnival Sensation და Carnival Dream. ოთხდღიანი კრუიზი ყოველ ხუთშაბათს იწყება და მისი ბოლო გაჩერებაა ბაჰამის კუნძულების ქალაქი ნასაუ, კუნძული პატარა სან-სალვადორი ან ფრიპორტი. ხუთდღიანი კრუიზი ყოველ ორშაბათს ან შაბათს იწყება და მისი გაჩერებებია ნასაუ, ფრიპორტი და კუნძული პატარა სან-სალვადორი ან კოკო-კეი. 2014 წლის დასაწყისიდან, Carnival Ecstasy მაიამიში გადაინაცვლებს და ჩაანაცვლებს გემ Carnival Imagination-ს.[2]
კარნივალ ეკსტაზი | ||
---|---|---|
Carnival Ecstasy | ||
ძირითადი ინფორმაცია | ||
ტიპი | საკრუიზო გემი | |
სახელმწიფო დროშა | პანამა | |
პორტი | პორტ-კანავერალი | |
კუთვნილება | Carnival Cruise Lines | |
ნავსადგური | ფინეთი, ჰელსინკის ახალი გემთსაშენი | |
წყალში ჩაეშვა | 1991 | |
ექსპლუატაციაში შევიდა | 1991- დღემდე | |
პარამეტრები | ||
სიგრძე | 261 მ | |
სიგანე | 31 მ | |
ტექნიკური მაჩვენებლები | ||
ძალისმიერი დანადგარი | 2 × Sulzer-Wärtsilä 8ZAV40S diesels
4 × Sulzer-Wärtsilä 12ZAV40S diesels 42240 kW | |
სიჩქარე | 21 კვანძი (38,89 კმ/სთ) | |
ეკიპაჟი | 920 | |
შეიარაღება |
ისტორია
რედაქტირებაქარიშხალ კატრინას შემდეგ, გემმა ექვსი თვე ახალ ორლეანში გაატარა, სადაც ის ევაკუირებულთა და მუშათა საცხოვრებლად გამოიყენებოდა. აიგო 1991 წელს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში.
სუიციდი
რედაქტირება2007 წლის 1 ივლისს, ამერიკელი დეივიდ რიტჩესონი Carnival Ecstasy-ის გემბანიდან გადახტა და თავი მოიკლა.[3]
ხანძარი
რედაქტირება1998 წლის 20 ივლისს, გემი 2 565 მგზავრითა და ეკიპაჟის 916 წევრით მაიამიდან კი-ვესტის მიმართულებით მიდიოდა, როდესაც მთავარ სამრეცხაოში ხანძარი გაჩნდა, დაახლოებით 17:00 საათზე. სავენტილაციო სისტემის საშუალებით ცეცხლმა გემბანისკენ გადაინაცვლა, სადაც საშინელი სიცხე და კვამლი დატრიალდა. როდესაც გემი მაიამისკენ, ღუზის ჩასაშვებად გაემართა, მოძრაობის უნარი დაკარგა და დრეიფი დაიწყო. სპეციალისტებმა რადიოსიგნალის საშუალებით აშშ-ის სანაპირო დაცვის დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ხანძრის ჩაქრობასა და გემის გადაყვანას 8 საბუქსირო გემი დასჭირდა. ცეცხლი საბოლოოდ 21:09 საათზე დაამარცხეს. მცირე დაზიანებები მიიღო ეკიპაჟის თოთხმეტმა წევრმა და რვა მგზავრმა.
გალერეა
რედაქტირება-
Carnival Ecstasy 2010 წელს
-
Carnival Ecstasy ახალი ორლეანის პორტში
-
Carnival Ecstasy „Evolutions of Fun“-ის წინ
-
Carnival Ecstasy 2004 წლის აპრილში
-
Carnival Ecstasy კოსუმელთან, მექსიკა
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Carnival Ecstasy Cruises | Ecstasy Cruise Ship | Carnival Cruise Line. Carnival.com (2012-01-06). ციტირების თარიღი: 2013-02-15.
- ↑ Carnival Cruise Lines Expands West Coast Short Cruise Program - Cruise Industry News | Cruise News. Cruise Industry News. ციტირების თარიღი: 2013-02-15.
- ↑ Cruise tragedy: Teen jumps ship დაარქივებული 2008-02-14 საიტზე Wayback Machine. . KHOU.com. July 1, 2007