Carnival Legend

Carnival Cruise Lines-ის საკრუიზო გემი

Carnival LegendSpirit-კლასის საკრუიზო გემი. უმრავლესი დობილი გემების მსგავსად, შედის Carnival Corporation & plc-ის მფლობელობაში და ოპერირებს კომპანია Carnival Cruise Line-ის მიერ. აგებულია ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, ჰელსინკის ახალ გემთსაშენში, STX Finland-ის მიერ; მშენებლობა 2001 წლის 17 დეკემბერს დასრულდა. 2002 წლის 21 აგვისტოს, ინგლისში, გემი მსახიობმა ჯუდი დენჩმა მონათლა.[1] მისი პირველი მოგზაურობა, რომელიც ამავე დროს Carnival-ის პირველი კრუიზი იყო ევროპაში, იყო სამდღიანი ტურნე ინგლისის ქალაქ ჰარვიჩიდან ამსტერდამისაკენ და უკან დაბრუნება.[2]

კარნივალ ლეჯენდი
Carnival Legend
Carnival Legend მექსიკის ქალაქ კოსუმელთან, 2008.
ძირითადი ინფორმაცია
ტიპი საკრუიზო გემი
სახელმწიფო დროშა პანამის დროშა პანამა
კუთვნილება Carnival Cruise Lines
ნავსადგური ფინეთის დროშა ფინეთი, ჰელსინკის ახალი გემთსაშენი, STX Finland
წყალში ჩაეშვა 2001
ექსპლუატაციაში შევიდა 2001- დღემდე
პარამეტრები
წყალწვა 88 500
სიგრძე 294 მ
სიგანე 31 მ
დაძირვა 7,8 მ
შეჯავშნა 32,2 მ
ტექნიკური მაჩვენებლები
ძალისმიერი დანადგარი Diesel-electric; 2 ცალი ABB Azipod (თითოეული 17.6 MW)
სიჩქარე 22 კვანძი (41 კმ/სთ)
ეკიპაჟი 2 124 მგზავრი,
930 ეკიპაჟის წევრი
შეიარაღება
Carnival Legend-ი ტოვებს ტალინს, 23 ივლისი, 2013

Carnival Legend-ის კაიუტების 80%-ს აქვს ხედი ზღვაზე და მათგან 80%-ს კი საკუთარი აივანი.[3] იგი კარნივალის პირველი გემი იყო, რომელსაც ჰქონდა ალტერნატიული კვების შესაძლებლობა და საქორწინო სამლოცველო.[4]

ნავსადგურები

რედაქტირება

2013 წლის აპრილიდან ნოემბრამდე Carnival Legend-ი ასრულებდა კრუიზებს ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვებში. შემდეგ გადაინაცვლა ფლორიდის ქალაქ ტამპაში, საიდანაც დასავლეთ კარიბების 7-დღიანი კრუიზების შესრულება დაიწყო.

2014 წლის თებერვალში გემს განახლებითი სამუშაოები ჩაუტარდა და შემდეგ ავსტრალიაში გადავიდა. 2015 წლის აპრილამდე ასრულებდა 8-12-დღიან კრუიზებს სიდნეიდან წყნარი ოკეანის კუნძულების მიმართულებით.[5]

ამჟამად, Carnival Legend-ი ავსტრალიის კრუიზებს ასრულებს ზამთარში, ზაფხულში კი ალასკისას.

ინციდენტები

რედაქტირება

ბოთლის გახსნა

რედაქტირება

2002 წლის 21 აგვისტოს, გემის გახსნის ცერემონიაზე, მსახიობმა ჯუდი დენჩმა მხოლოდ მესამე ცდაზე შესძლო შამპანურის ბოთლის გახსნა. „მყავს 13 ნათლული, ახლა კი ამ დიდებული გემის ნათლიაც გავხდი“, — აღნიშნა მსახიობმა.[6][7]

ძრავის ოთახის გადახურება

რედაქტირება

2005 წლის 3 აგვისტოს, გემის ქვედა დონეებიდან მძიმე კვამლმა დაიწყო ამოსვლა. რამდენიმე წუთში, სპეციალურმა განცხადებამ ყველას მოუწოდა გემის ზედა ნაწილზე ასვლა. კრუიზის ხელმძღვანელის განცხადებით, პრობლემა ძრავის ოთახის გადახურებით იყო გამოწვეული. რამდენიმე საათში ყველაფერი მოგვარდა, თუმცა არ დაკონკრეტებულა ინციდენტის ზუსტი მიზეზი.

მგზავრის სიკვდილი

რედაქტირება

2006 წლის 27 მაისს, ცოლთან შეკამათების შემდეგ, კაიუტის აივნიდან ზღვაში გადახტა 35 წლის პენსილვანიელი მამაკაცი. გემმა 11 საათს დაჰყო გაჩერებულმა. გამოიძახეს სანაპირო დაცვა, თუმცა მამაკაცის ცხედარი ვერ იპოვეს.[8]

შეჯახება Enchantment of the Seas-თან

რედაქტირება

2009 წლის 30 სექტემბერს, როდესაც Carnival Legend-ი მექსიკის ქალაქ კოსუმელს ტოვებდა, ძლიერმა ქარმა იგი კომპანია Royal Caribbean Cruise Lines-ის გემ Enchantment of the Seas-ს შეაჯახა. დაზიანდა Carnival Legend-ის ღია გემბანი, ასევე ჩამისხვრა მინები, თუმცა გემმა კრუიზის გაგრძელება შესძლო.[9]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Davies, Hugh (August 22, 2002). „Dame Judi Drench . . “. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: June 3, 2015.
  2. Kalosh, Anne (September 29, 2002). „What Becomes A Legend Most?“. Sun Sentinel. Broward County, Florida. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: June 3, 2015.
  3. „Carnival Legend Moves to Ft. Lauderdale“. About.com. 2002-05-16. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-02. ციტირების თარიღი: 2008-07-21.
  4. Carnival Legend Review. CruiseCritic. ციტირების თარიღი: 2013-09-30.
  5. „Carnival Cruise Lines to bring second ship to Australia to meet demand. The Carnival Legend, is estimated to arrive (according to GPS tracking) on the 27th of October into Sydney for its first time“. News Limited Network. 2013-05-09. ციტირების თარიღი: 2013-05-09.
  6. „Bubbly soaking as Dench names ship“. BBC News. 2002-08-21. ციტირების თარიღი: 2008-07-21.
  7. Norton Masek, Theresa (August 30, 2002). „Dame Judi Drenched“. TravelAge West. Northstar Travel Media. ციტირების თარიღი: June 3, 2015.
  8. Events at Sea 2006. Cruise Junkie (2006). ციტირების თარიღი: 2008-07-21.
  9. Sloan, Gene (2009). „Carnival and Royal Caribbean cruise ships collide in Cozumel“. USA Today. ციტირების თარიღი: 2009-09-30.