Carnival Fascination — კომპანია Carnival Cruise Lines-ის მეოთხე გემი Fantasy class-ის რვა საკრუიზო გემიდან. მომსახურებაში შევიდა 1994 წელს და ამჟამად მისი მშობლიური პორტია ფლორიდის ქალაქი ჯექსონვილი, საიდანაც მთელი წლის განმავლობაში ასრულებს კრუიზებს ბაჰამის კუნძულების მიმართულებით. მისი დობილი გემებია Fantasy (1990), Ecstasy (1991), Sensation (1993), Imagination (1995), Inspiration (1996), Elation (1998), და Paradise (1998).

Carnival Fascination
Carnival Fascination კუნძულ კი-ვესტის პორტში, 2011 წ.

აგებულია 1994 წელს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში.

რეკონსტრუქციები

რედაქტირება

2005 წელს, გემს მშრალ დოკზემასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა პროგრამა „evolution of fun“-ის ფარგლებში, რაც Fantasy class-ის რვავე გემს შეეხო.

კრუიზები

რედაქტირება

ამჟამად Carnival Fascination 4-დღიან კრუიზებს ასრულებს ბაჰამის კუნძულების მიმართულებით, სადაც ჩერდება ნასაუსა და ფრიპორტში; 5-დღიანი კრუიზში ასევე შედის გაჩერება ფლორიდის სრუტეში მდებარე კუნძულ კი-ვესტზე. ალტერნატიულ 5-დღიან კრუიზში შედის გაჩერება ნასაუსა და კუნძულ პატარა სან-სალვადორზე.

Fascination კარნივალის პირველი გემი იყო, რომელიც ნიუ-იორკიდან დაცურავდა. 1994 წლის 24 ივლისიდან ამავე წლის 4 სექტემბრამდე ასრულებდა კრუიზებს ნიუ-იორკიდან კანადისკენ, ახალი შოტლანდიის მიმართულებით. სექტემბრიდან მან პუერტო-რიკოსკენ დაიწყო ცურვა.[1]

გემის გეგმა

რედაქტირება
 
გემის გეგმა

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. „Fun Ship From Fun City“. Cruise Travel: 31. March/April 1994. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |year=-ში (დახმარება)