1500-იანები
ათწლეული
1500-იანი (ათას ხუთასიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1500-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1500 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1509 წლის 31 დეკემბერს.
ათასწლეული: | II |
საუკუნე: | XV – XVI – XVII |
ათწლეული: | 1470-იანები 1480-იანები 1490-იანები
– 1500-იანები – |
წლები: | 1500 · 1501 · 1502 · 1503 · 1504 1505 · 1506 · 1507 · 1508 · 1509 |
მოვლენები
სარჩევი: 1500 1501 1502 1503 1504 1505 1506 1507 1508 1509
- პედრუ კაბრალმა აღმოაჩინა ბრაზილია და იგი პორტუგალიის საკუთრებად გამოაცხადა.
- მანუელ I-მა გამოსცა კანონი პორტუგალიიდან ებრაელების განდევნის შესახებ.
- ივანე III-ის ჯარები შეიჭრნენ ლიტვაში.
- ალექსანდრე I იაგელონი პოლონეთის მეფე გახდა.
- ისმაილ I-მა ჩამოაყალიბა სეფიანთა სახელმწიფო.
- 21 მაისი : პორტუგალიელმა მკვლევარმა ჟუან დე ნოვამ წმინდა ელენეს კუნძული აღმოაჩინა.
- ქრისტეფორე კოლუმბი მეოთხედ გაემგზავრა ამერიკაში. მიაღწია ჰონდურასს.
- ლეონარდო და ვინჩი შეუდგა მონა ლიზას დახატვას.
- ესპანელმა მკვლევარმა ხუან დე ბერმუდესმა აღმოაჩინა ბერმუდის კუნძულები.
- 31 იანვარი : საფრანგეთმა ნეაპოლი არაგონს გადასცა.
- 31 მარტი : საფრანგეთსა და ესპანეთს შორის დაიდო ზავი.
- 9 სექტემბერი : მიქელანჯელოს „დავითი“ წარედგინა საზოგადოებას ფლორენციაში.
- დავით X ქართლის სამეფო ტახტზე ავიდა.
- ლოდოვიკო დე ვართემამ საფუძვლიანად გამოიკვლია ახლო აღმოსავლეთი, ინდოეთი, აზია.
- შრი-ლანკაზე პორტუგალიელი კოლონიზატორები გამოჩნდნენ.
- 21 იანვარი : ჩამოყალიბდა ვატიკანის შვეიცარიული არმია.
- 22 იანვარი : იმპერატორმა კარლ V-მ ვორმზის დიეტი გახსნა.
- 25 აპრილი : მარტინ ვალდზეემიულერმა გამოაქვეყნა მსოფლიო რუკა, რომელშიც აღნიშნულია ახალი კონტინენტი „ამერიკის“ სახელწოდებით.
- პორტუგალიელებმა ბაჰრეინი და მასკატი დააკავეს.
- დაიწყო რუსეთ-ლიტვის ომი.
- საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის მაქსიმილიან I-ის ჯარები ვენეციას დაესხნენ თავს.
- ხუან პონსე დე ლეონმა იმოგზაურა პუერტო-რიკოში და დააარსა დასახლება კაპარა (დღევანდელი დედაქალაქი სან-ხუანი).
- 27 აპრილი : რომის პაპმა იულიუს II-მ ინტერდიქტი გამოუცხადა ვენეციის იტალიურ სახელმწიფოს.
- 3 თებერვალი : პორტუგალიამ დაიპყრო ინდოეთის ოლქი დიუ.
- 24 ივნისი : ჰენრი VIII და ეკატერინე არაგონელი ინგლისის მეფე-დედოფლად აკურთხეს.
- აგვისტო : იმერეთის მეფემ ალექსანდრე II-მ დაიპყრო ქ. გორი და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი.