ხუან პონსე დე ლეონი
ხუან პონსე დე ლეონი (ესპ. Juan Ponce de León; დ. 1474 — გ. ივლისი, 1521) — ესპანელი კონკისტადორი, პუერტო-რიკოს ტერიტორიაზე პირველი დასახლების დამაარსებელი, პუერტო რიკოს პირველი გუბერნატორი და ფლორიდის აღმომჩენი. მისი სახელი უკავშიდება ფლორიდის ტერიტორიაზე მითური ახალგაზრდობის შადრევნის ძებნას. ლეგენდის თანახმად, სწორედ ახალგაზრდობის შადრევანთა ძებნისას იმოგზაურა მან ფლორიდაში, რითიც მისი პირველი ევროპელი მკვლევარი გახდა.
1493 წელს ქრისტეფორე კოლუმბთან ერთად მიიღო მონაწილეობა კოლუმბის მეორე მოგზაურობაში კარიბების მიმართულებით. 1508-1509 წლებში იმოგზაურა პუერტო-რიკოში, სადაც დააარსა დასახლება კაპარა, რომელიც დღეს პუერტო-რიკოს დედაქალაქია და სან-ხუანი ეწოდება. 1513 წელს საკუთარი სახსრებით გამართა ექსპედიცია და ფლორიდის აღმოსავლეთ ნაწილს მიაღწია. შემდგომი წლები ფლორიდის ტერიტორიაზე ახალგაზრდობის შადრევნის ძებნაში გაატარა. გარდაიცვალა 1521 წლის ივლისში ქალაქ ჰავანაში, კუბა.