ხევსურთსოფელი (ყოფილი ნადირაანთხევი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: დევენაანთხევი, საყდრიონი).[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულში, ზღვის დონიდან 1070 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 25 კილომეტრით.[2]

სოფელი
ხევსურთსოფელი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი ხევსურთსოფელი
კოორდინატები 41°59′22″ ჩ. გ. 44°56′33″ ა. გ. / 41.98944° ჩ. გ. 44.94250° ა. გ. / 41.98944; 44.94250
ადრეული სახელები ნადირაანთხევი
ცენტრის სიმაღლე 1070
მოსახლეობა 215[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხევსურთსოფელი — საქართველო
ხევსურთსოფელი
ხევსურთსოფელი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ხევსურთსოფელი
ხევსურთსოფელი — თიანეთის მუნიციპალიტეტი
ხევსურთსოფელი

ხევსურთსოფელს ადრე ნადირაანთხევი ერქვა. იოანე ბაგრატიონი XVIII საუკუნის მიწურულისათვის მას „ნადირაანის“ სახელწოდებით მოიხსენიებს. XI–XVI საუკუნეებში სოფელი სვეტიცხოვლის მონასტრის საკუთრება იყო. XVII–XVIII საუკუნეებში კი ქართლ-კახეთის მეფეთა სახასო საკუთრება გახდა. XIX საუკუნის II ნახევარში ნადირაანთხევში ამღიდან, დათვისიდან, ქმოსტიდან, ბაცალიგოდან, როშკიდან, გუდანიდან და ჯუთიდან ხევსურები ჩამოსახლდნენ. სამხედრო ტერიტორიის დაყოფით, საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე, სოფელი კახეთის სამეფოს რუსთველი ეპისკოპოსის სადროშოში შედიოდა, შემდეგ კი — თიანეთის მაზრაში.[3]

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 215 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 252[4]
2014 215   119 96
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 452.
  3. კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 424.
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.