ბაცალიგოსოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემი[1]), მდინარე ხევსურეთის არაგვისა და მის მარცხენა შენაკად გუდანისჭალის წყალგამყოფის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე, ხევსურეთის არაგვის ზემოთში, მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2160 მ, დუშეთიდან 77 კმ.

სოფელი
ბაცალიგო

სოფელ ბაცალიგოს ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ხევსურეთი
კოორდინატები 42°33′30″ ჩ. გ. 44°57′44″ ა. გ. / 42.55833° ჩ. გ. 44.96222° ა. გ. / 42.55833; 44.96222
ცენტრის სიმაღლე 2160
მოსახლეობა 3[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ბაცალიგო — საქართველო
ბაცალიგო
ბაცალიგო — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ბაცალიგო
ბაცალიგო — დუშეთის მუნიციპალიტეტი
ბაცალიგო

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[2] 63 30 33
2002[3]   7 4 3
2014[1]   3 2 1

ბაცალიგო ხალხურ პოეზიაში

რედაქტირება

სოფელი ბაცალიგო იხსენიება ქართულ ხალხურ პოეზიაში, ე. წ. „თინიბექაის ბალადაში“:

ზენ ბაცალიგოს თოვლი სთოვს, ქვენ ბაცალიგოს შრებისა,
თინიბექაურთ ციხესა კუთხი მარჯვენა სქდებისა.
თავსა ზის შავი ყორანი, ლიბოში გველი ძვრებისა,
შიგა წევს თინიბექაი, გულსუწადინოდ კვდებისა,
გვერდს უზის ცოლი ლამაზი, სანთელივითა დნებისა.[4]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. სერგი მაკალათია, „ხევსურეთი“ (მეორე გამოცემა), თბილისი, ნაკადული, 1984 წ., გვ. 16.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  4. ქართული ხალხური პოეზია, ტ. IV, თბ., გ. 375