საყდრიონი (თიანეთის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საყდრიონი (მრავალმნიშვნელოვანი).

საყდრიონი (ყოფილი მერეკანი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურთსოფლის თემში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულში, ზღვის დონიდან 1060 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 27 კილომეტრით.

სოფელი
საყდრიონი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი ხევსურთსოფელი
კოორდინატები 41°58′35″ ჩ. გ. 44°57′25″ ა. გ. / 41.97639° ჩ. გ. 44.95694° ა. გ. / 41.97639; 44.95694
ადრეული სახელები მერეკანი
ცენტრის სიმაღლე 1060
მოსახლეობა 358[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საყდრიონი (თიანეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
საყდრიონი (თიანეთის მუნიციპალიტეტი)
საყდრიონი (თიანეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
საყდრიონი (თიანეთის მუნიციპალიტეტი)
საყდრიონი (თიანეთის მუნიციპალიტეტი) — თიანეთის მუნიციპალიტეტი
საყდრიონი (თიანეთის მუნიციპალიტეტი)

სოფლის სახელწოდება მერკანი შემორჩენილია ბევრ ისტორიულ საბუთში. ამ სახელით მოხვედრილა სოფელი იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერაშიც“. სოფელი ბაგრატიონსაც აქვს ნახსენები, როგორც ერწოს მხარის ერთ-ერთი სასაზღვრო პუნქტი — „ირტო-საყდრიონი“. საყდრიონი ადმინისტრაციულად ჯერ კახეთის საერისთავოში შედიოდა, შემდგომ (XVI-XVIII საუკუნეები) თიანეთის სამოურავოში და ბოლოს თიანეთის მაზრაში. ფეოდალური საკუთრებუს თვალსაზრისით XI-XVI საუკუნეებში სოფლის ტერიტორია უფრო სვეტიცხოვლის მონასტრის ხელდებულად განიხილებოდა, ხოლო XVII-XVIII საუკუნეებში, ძირითადად სახასო საკუთრება გახდა, თუმცა აქ ყმა-მამული ცალკეულ ფეოდალებსა და ალავერდის მონასტერსაც გაუჩენია. XIX საუკუნის შუა წლებიდან მერკანში ქართველი მთიელები უკვე ფართომასშტაბიან მიგრაციას იწყებენ, თუმცა ეს პროცესი XVII-XVIII საუკუნეებშიც შესამჩნევი უნდა იყოს.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 358 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 563[2]
2014 358  

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. აღმოსავლეთ ფასადში სატრაპეზო ქვის დასავლეთ მხარეს ამოკვეთილია მედალიონი „ბოლნური ჯვრით“. ეკლესიის დასავლეთით ეკვრის მოგვიანებით აგებული ორსართულიანი სამრეკლო. სოფლის ჩრდილოეთით, ზეგანზე, დგას ლომისასგორის შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. ნაგებია რიყის ქვით, ქვიშაქვისა და კირქვის კვადრებით. ლომისასგორის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს დიდბატონი ხატი — განვითარებული შუა საუკუნის დარბაზული ეკლესია, რომლის დასავლეთ კედელზე მიდგმულია კოშკი. სოფლის მიდამოებშია აგრეთვე დევენაანთხევის დარბაზული ეკლესია, რომლის მახლობლად შეიმჩნევა ნასაოფლარის ნაშთები; კვირიას ხატი, თამარის საყდრის ნანგრევები და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 403.
  • რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო მუშაობის შედეგები, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1978, № 1;
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2013-01-09.