როშკასოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის თემში.[1] მდებარეობს მთიულეთ-ფშავის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როშკისწყლის ნაპირას. ზღვის დონიდან 2000 მ, დუშეთიდან 74 კმ.

სოფელი
როშკა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ხევსურეთი
კოორდინატები 42°32′41″ ჩ. გ. 44°53′55″ ა. გ. / 42.54472° ჩ. გ. 44.89861° ა. გ. / 42.54472; 44.89861
ცენტრის სიმაღლე 2000
მოსახლეობა 10[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
როშკა — საქართველო
როშკა
როშკა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
როშკა
როშკა — დუშეთის მუნიციპალიტეტი
როშკა

იგი ისტორიული როშკა-ქმოსტის თემის ცენტრი იყო. საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებამდე კახთა მეფის მფლობელობაში შედიოდა, შემდეგ ერთიანი საქართველოს მეფეს ემორჩილებოდა, ხოლო XVI საუკუნიდან, საქართველოს ცალკეულ სამეფოებად დაყოფის შემდეგ, ცალკე სოფლად გამოიყო და ისევ კახთა მეფის გამგებლობაში შევიდა.

XVII საუკუნეში, არაგვის საერისთავოს ჩამოყალიბების შემდეგ, ზურაბ ერისთავი შეეცადა ხევსურეთში ბატონყმობის დამყარებას, მაგრამ ხევსურების მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. 1619-1620 წლებში ზურაბ ერისთავის წინააღმდეგ ბრძოლებში განსაკუთრებით როშკა-ქმოსტის თემმა გამოიჩინა თავი. 1620 წელს ზაფხულში ზურაბ ერისთავი დიდი ლაშქრით მოულოდნელად დაესხა თავს როშკელებს და დაამარცხა ისინი. როშკელებმა ერისთავს ხარკი შესთავაზეს, ამაზე ზურაბ ერისთავი არ დათანხმდა და მორჩილება მოითხოვა. 1629 წელს მეფე თეიმურაზ I-ის მიერ ზურაბ ერისთავის მოკვლის შემდეგ ხევსურები ქართლ-კახეთის მეფეს დამორჩილდნენ.

XIX საუკუნიდან დაიწყო მთის მოსახლეობის მიგრაცია როშკიდან ერწო-თიანეთში. 1924 წლის აღწერით, სოფელში 137 სული სახლობდა. მისდევდნენ მესაქონლეობას.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 10 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[2] 137 66 71
2002[3]   53 29 24
2014[1]   10 4 6

ლიტერატურა

რედაქტირება


  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. სერგი მაკალათია, „ხევსურეთი“ (მეორე გამოცემა), თბილისი, ნაკადული, 1984 წ., გვ. 16.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.