ცრუ ქამა
ცრუ ქამა (ლათ. Entoloma sinuatum ) — ენტოლომას გვარის სოკო ენტოლომასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპასა და აზიას.
ცრუ ქამა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Entoloma sinuatum (Pers.) P. Kumm., 1871) | |||||||||||||||
|
ძლიერ შხამიანი სოკოა. იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას და ნერვიული ცენტრების დამბლას. იზრდება ნიადაგზე, ნათელ ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ასევე პარკებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა და ბოტანიკოსმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1801 წელს როგორც Agaricus sinuatus.[1] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა პაულ კუმერმა 1871 წელს.[2]
სამეცნიერო სინონიმები:
აღწერა
რედაქტირებაენტელომას გვარის ყველაზე დიდი წარმომადგენელია.[3] ქუდის დიამეტრი — 5-17 სმ (25 სმ-მდე),[4] ნორჩობაში — მოჭუჭყისფრო-თეთრი ან რუხ-ჟანგმიწისფერი, ზრდასრულობაში — რუხ-მურა, გლუვი, მშრალ ამინდში ოდნავ წებოვანი, გამოშრობისას — მბზინავი. ნორჩობაში ნახევარსფეროსებრი ან კონუსურ-ზარისებრი ფორმის, მოგვიანებით ბრტყლად ამოზნექილი ან გაშლილი დაშვებული თანაბარი ან ტალღისებრი კიდეებითა და ფართო დაბლაგვებული ბორცვაკით ცენტრში. სიბერეში ზოგჯერ — ჩავარდნილი, არასწორად მომრგვალებული ფორმის.
რბილობი — თეთრი, სქელი, მკვრივი, დაზიანებისას ფერს არ იცვლის. უსიამოვნო გემოთი და ფქვილის ან მძაღე სუნით.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტების სისქე — 8-15 სმ, ფართო, მეჩხერი, კბილით სუსტად შეზრდილი ან ამოჭრილი, ნამგლისებრი; თავდაპირველად მოჭუჭყისფრო-ყვითელი, მოგვიანებით მოყვითალო-ვარდისფერი, ვარდისფერი ან მოწითალო, უფრო მუქი კიდეებით. ავსტრია, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში იშვიათად ყვითელი ფერის ჰიმენოფორის გარეშე იზრდება.
ფეხის სიგრძე — 4-15 სმ, სიგანე — 1-3,5 სმ, ცენტრალური, როგორც წესი ძირისკენ მოხრილი, ცილინდრული, ზოგჯერ შეწეული, ხშირად ძირში გამსხვილებული, მკვრივი, ოდნავ ზოლიანი.[5] ნორჩობაში მთლიანი. ფეხის ზედაპირი თეთრი, აბრეშუმისებრი, მოგვიანებით ჟანგმიწისფერ-მოყვითალო ან რუხი, ხელის დაჭერისას მკრთალ-წაბლისფერი.
სპორების ფხვნილი — ვარდისფერი. სპორები — 8-11х7-9,5 მკმ, ექვსკუთხა, იზოდიამეტრული (მომრგვალო) ან ოდნავ გაწელილი, გლუვი, მოვარდისფრო-ყვითელი. ბაზიდიუმი ოთხი ბაზიდიოსპორით. ცისტიდების გარეშე.[6]
ეკოლოგია და გავრცელება
რედაქტირებაიზრდება ნიადაგზე ნათელ ფოთლოვან და შერეულ ტყეებში და პარკებში, (განსაკუთრებით მუხნარში). მიკორიზას ქმნის მუხასთან, რცხილასთან და წიფელთან, იშვიათად არყთან და ტირიფთან.[7] უპირატესობას ანიჭებს კირიან ან თიხიან ნიადაგს. იზრდება ერთეულებად ან ჯგუფებად.[8] ზოგჯერ ქმნის „ქაჯის წრეს“.[9]
სითბომოყვარულია. ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკაში.[8] გავრცელების არეალი აგრეთვე მოიცავს ევროპასა და აზიას.
სეზონი — გაზაფხულიდან შემოდგომამდე.
მსგავსი სახეობები
რედაქტირებაგამოუცდელ მესოკოვეს შეიძლება საჭმელად ვარგის ქამასოკოში აერიოს. ქამასგან განსხვავდება ფეხზე საყელოს არქონით.[5]
ქვემოთ ილუსტრირებული სახით წარმოდგენილია ცრუ ქამას სხვა მსგავსი სახეობები:
ტოქსიკურობა
რედაქტირებაძლიერ შხამიანი სოკოა. იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას და ნერვიული ცენტრების დამბლას.[5] მოწამვლის სიმპტომები ვლინდება მიღებიდან 0,5-2 საათის შემდეგ.[10]
ორგანიზმში ტოქსინების მოხვედრის შემდეგ ადამიანს ეწყება თავის ტკვილი და თავბრუსხვევა, რასაც მოგვიანებით თან ერთვის ძლიერი ღებინება და ფაღარათი. შესაძლოა განვითარდეს დელირიუმი (ფსიქიკის მწვავე მოშლა) და დეპრესია. იშვიათ შემთხვევაში დეპრესია შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს.[11] როგორც წესი, ავადმყოფის გამოჯანმრთელება იწყება 48-72 საათში. სოკოს დიდი რაოდენობის მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სიკვდლიც კი.
გალერეა
რედაქტირება-
ილუსტრაცია
ლიტერატურა
რედაქტირება- Аурел Дермек. Грибы. — Братислава: Словарт, 1989. — стр. 134—135.
- „Грибы. Справочник—определитель. Более 120 видов“ / Автор—составитель Н. Е. Макарова — Москва: АСТ, Минск: Харвест, 2005—320 с. (стр. 244—245)
- „Грибы“. Справочник. / пер. с итал. Ф.Двин — Москва: АСТ. Астрель, 2004. — 303 с. (стр. 153)
- Лессо, Томас. Грибы. Определитель. / пер. с англ. — Москва: АСТ, 2007. — 304 с. (стр. 68)
- Noordeloos, M.E. // Entoloma s.l. — Biella Giovanna, 1992 — pp. 760. ინფორმაცია საიტზე Mycobank
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ცრუ ქამა“ ვიკისაწყობში.
- ცრუ ქამა MycoBank-ზე (ინგლისური)
- ცრუ ქამა Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Persoon, Christian H. (1801). Synopsis Methodica Fungorum (la). Gottingen, Sweden: Apud H. Dieterich, გვ. 329.
- ↑ Kummer, Paul (1871). Der Führer in die Pilzkunde, 1st (de), Zerbst, Germany: Luppe, გვ. 98.
- ↑ (1977) Fungi of Northern Europe 2: Gill-Fungi. Penguin, გვ. 98. ISBN 0-14-063006-6.
- ↑ Haas., Hans, The Young Specialist looks at Fungi, Burke, 1969. — გვ. 126, ISBN 0-222-79409-7.
- ↑ 5.0 5.1 5.2 ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 128, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ Noordeloos, Machiel E. (1992). Entoloma s.l., Fungi Europaei, 5 (it). Saronno, Italy: Giovanna Biella. OCLC 27190030.
- ↑ Agerer., R., Colour Atlas of Ectomycorrhizae, Einhorn-Verlag, 2002, ISBN 3-921703-77-8.
- ↑ 8.0 8.1 (1985) Poisonous Mushrooms of the Northern United States and Canada. Minneapolis, Minnesota: University of Minnesota Press, გვ. 313–15. ISBN 0-8166-1407-5.
- ↑ Zeitlmayr, Linus (1976). Wild Mushrooms: An Illustrated Handbook. Hertfordshire, UK: Garden City Press, გვ. 80. ISBN 0-584-10324-7.
- ↑ David G. Spoerke,Barry H. Rumack. Handbook of mushroom poisoning: diagnosis and treatment. — CRC: 1994 — pp. 464 — стр. 354
- ↑ Benjamin, Denis R. (1995). Mushrooms: Poisons and Panaceas—A Handbook for Naturalists, Mycologists and Physicians. New York, New York: WH Freeman and Company. ISBN 0-7167-2600-9.