ალუბლისძირა
(გადამისამართდა გვერდიდან Clitopilus prunulus)
ალუბლისძირა (ლათ. Clitopilus prunulus) — ქუდიანი სოკო ფირფიტოვანთა ოჯახისა. თეთრი ან მოყვითალო 3-10 სმ-იანი დიამეტრის ქუდი ძაბრისებრად ჩაღრმავებულია, შუაში ფართო ბორცვაკი აქვს. ქუდის ქვედა მხარე ვარდისფერი ფირფიტებით არის დაფარული. სოკო მოკლე, თეთრ ფეხზე დგას. თეთრ რბილობს ფქვილის სუნი აქვს. გავრცელებულია ევროპაში, აფრიკასა და ამერიკაში.
ალუბლისძირა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Clitopilus prunulus | ||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 122090466 | ||||||||||
|
საქართველოშიც გვხვდება. საჭმელად იხმარება ახალმოკრეფილი. იზრდება ფოთლოვან ტყეებში, პარკებსა და ბაღებში ზაფხულ-შემოდგომით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 337.