ცრუხრაშუნა[1] (ლათ. Hebeloma crustuliniforme) — ჰებელომას გვარის სოკო ჰიმენოგასტერისებრთა ოჯახისა,[2][3] რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ცენტრალურ ამერიკას, ევროპას, ავსტრალიასა და აზიას (კორეა, იაპონია).

ცრუხრაშუნა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ჰიმენოგასტერისებრნი
გვარი:  ჰებელომა
სახეობა:  ცრუხრაშუნა
ლათინური სახელი
Hebeloma crustuliniforme (Bull.) Quél., 1872

შხამიანი სოკოა.[4] იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას. იზრდება ჯგუფებად ნიადაგზე, მდელოებზე ან ტყის ველობებზე, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ბაღებსა და პარკებში. ხშირად ქმნის „ქაჯის წრეს“.

სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1787 წრლს როგორც Agaricus crustuliniformis. მიმდინარე ბინომინალური სახელი მიანიჭა ლუსიენ კელე 1872 წელს.

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus longicaudus Pers. (1801)
  • Agaricus diffractus Fr. (1838)
  • Agaricus nudipes Fr. (1838)
  • Hebeloma nudipes (Fr.) Kalchbr. (1873)
  • Hebeloma diffractum (Fr.) Gillet (1876)
  • Hebeloma radicatum (Cooke) Maire (1908)

ქუდის დიამეტრი — 4-9 სმ, თავიდან ნახევარსფეროსებრი ან მომრგვალო-კონუსური, შეკეცილი კიდეებით, შემდეგ ბრტყელი, არათანაბარი ზედაპირით და ბორცვაკით ცენტრში. კანი გლუვი და ოდნავ წებოვანი,[5] ღია-ყვითელი ან მოყვითალო-ყავისფერი, კიდეებისკენ უფრო ღია. ქუდის ფერი შეიძლება ვარირებდეს ჭუჭყისფერ-თეთრიდან თხილისფერამდე, ზოგჯერ აგურისფერ-წითელი.

რბილობი — შედარებით რბილი, წყლიანი, თეთრი, მწარე გემოთი და ბოლოკის ან უმი კარტოფილის უსიამოვნო სუნით.

ფეხის სიგრძე — 3-8 სმ, სისქე — 0,8-2 სმ, ცილინდრული, ზოგჯერ ძირში გასქელებული, სიმწიფეში ფუყეა, მოთეთრო ან ყვითელ-ყავისფერი. ზედა ნაწილი დაფარულია ფქვილისებრი, ადვილად მოცილებადი ნაფიფქით.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ხშირი, შეზრდილია კბილით, თავიდან თეთრია, შემდეგ ჟანგმიწისფერი ან ნაცრისფერ-ყავისფერი, ღია კიდეებით. ფირფიტებზე ზოგჯერ შეიმჩნევა წვრილი რძისმაგვარი ან გამჭირვალე სითხის წვეთები, რომელიც გაშრობისას მუქი ლაქების სახით რჩება.

სპორების ფხვნილი — ჟანგმიწისფერ-ყავისფერი. სპორები — 3-9х5,5-7,5 მკმ,[6] ნუშისებრი, დანაოჭებული.

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

მიკორიზა ქმნის არყთან, რცხილასთან, კედართან, თხილთან, ნაძვთან, ფიჭვთან, ვერხვთან, მუხასთან, ცაცხვთან. იზრდება ჯგუფებად ნიადაგზე, მდელოებზე ან ტყის ველობებზე, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ბაღებსა და პარკებში, მთიან რაიონებში. ხშირად ქმნის „ქაჯის წრეს“.

გავრცელებულია ჩრდილოეთის ზომიერ სარტყლებშიჩრდილოეთი ამერიკა, ცენტრალური ამერიკა, ევროპა, ავსტრალია, აზია (კორეა, იაპონია).[7]

სეზონი — მაისიდან ნოემბრამდე.[8]

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

ტოქსიკურობა

რედაქტირება

შხამიანი სოკოა.[9] მოწამვლის სიმპტომები ვლინდება 1-4 საათის შემდეგ და მოიცავს ღებინებას, მუცლის ტკივილს, დიარეას. როგორც წესი ავადმყოფის გამოჯანმრთელება იწყება რამდენიმე საათის შემდეგ.[10]. მასში შემავალი ტოქსიკური ნივთიერება დღემდე არაა იდენტიფიცირებული.[11][12]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Грибы: Справочник / Пер. с итал. Ф. Двин. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2001. — С. 157. — ISBN 5-17-009961-4.
  • Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 67. — ISBN 5-17-020333-0.
  • Хардинг П. Грибы / Перевод с англ. Д. С. Щигеля. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2002. — С. 127. — ISBN 5-17-011765-5.
  • Nilsson, S. & Persson, O. (1977) Fungi of Northern Europe 2: Gill Fungi. Penguin Books. (ინგ.)
  • Phillips R. Mushrooms of North America (неопр.). — Little, Brown & Co., 1991. (англ.)
  • Сержанина Г. И. Шляпочные грибы Белоруссии. — Минск: Наука и техника, 1984.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 181, ISBN 99940-856-1-1.
  2. P. Brandon Matheny, Pierre-Arthur Moreau, Alfredo Vizzini, Emma Harrower, Andre De Haan: Crassisporium and Romagnesiella : two new genera of dark-spored Agaricales. In: Systematics and Biodiversity. Band 13, Nr. 1, 2. Januar 2015, ISSN 1477-2000, S. 28–41, doi:10.1080/14772000.2014.967823.
  3. Karl Soop, Bálint Dima, János Gergő Szarkándi, Jerry Cooper, Tamás Papp: Psathyloma , a new genus in Hymenogastraceae described from New Zealand. In: Mycologia. Band 108, Nr. 2, März 2016, ISSN 0027-5514, S. 397–404, doi:10.3852/15-143.
  4. Nilsson, S. & Persson, O. (1977) Fungi of Northern Europe 2: Gill Fungi. Penguin Books.
  5. Andreas Gminder, Atlas grzybów. Jak bezbłędnie oznaczać 340 gatunków grzybów Europy Środkowej, 2008, ISBN 978-83-258-0588-3.
  6. Hebeloma crustuliniforme. Mushroom Expert. ციტირების თარიღი: 2011-10-10.
  7. Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2015-06-22.
  8. Władysław Wojewoda, Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski, Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003, ISBN 83-89648-09-1.
  9. Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books. p. 206. ISBN 978-1-55407-651-2.
  10. North, Pamela, Poisonous Plants and Fungi in colour, Blandford Press & Pharmacological Society of Great Britain, 1967.
  11. Benjamin D.R. „Hebeloma crustuliniforme“ (უცნობი ენა): 362–363. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება) in: (1995) Mushrooms: poisons and panaceas — a handbook for naturalists, mycologists and physicians (en). New York: WH Freeman and Company. 
  12. Price HW (1927) Mushroom poisoning due to Hebeloma crustuliniforme American Journal of Diseases of Childhood 34 441—442