ცინგის დინასტია

(გადამისამართდა გვერდიდან ცინის იმპერია)
ჩინეთის პირველი იმპერატორთა დინასტიის (ძვ. წ. III საუკუნე), იხილეთ ცინი.

ცინგის დინასტიაჩინეთის უკანასკნელი საიმპერატორო დინასტია. დააარსეს მანჯურიელებმა, რომლებიც იყვნენ ციმბირიდან მანჯურიაში ჩასახლებული ხალხები. ცინგის დინასტია ჩინეთს 1644-1911 წლებში მართავდა.

ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ძველი
3 მონარქი და 5 იმპერატორი
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600
შანგის დინასტია ძვ. წ.1600–1046
ჭოუს დინასტია ძვ. წ.1045–256
 დასავლეთი ჭოუ
 აღმოსავლეთი ჭოუ
   გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი
   მებრძოლი სამეფოების პერიოდი

(ცი, ცინი, ჩუ, ვეი, ხანი, ჯაო, იანი, იუე, სუნი, შუ, ბა)

იმპერიები
ცინი ძვ. წ. 221 –206
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220
  დასავლეთი ხანი
  სინის დინასტია
  აღმოსავლეთი ხანი
სამმეფობა 220–280
  ვეი, შუ და
ძინის დინასტია 265–420
  დასავლეთი ძინი 16 სამეფო
304–439
  აღმოსავლეთი ძინი
სამხრეთისა და ჩრდილოეთის
დინასტიები

420–589
სუის დინასტია 581–618
ტანის დინასტია 618–907
  (მეორე ჭოუ 690–705)
5 დინასტია და
10 სამეფო

907–960
ლიაო
907–1125
სუნის დინასტია
960–1279
  ჩრდილოეთი სუნი დ. სია
  სამხრეთი სუნი ძინი
იუანის დინასტია 1271–1368
მინის დინასტია 1368–1644
ცინგის დინასტია 1644–1911
თანამედროვე ერა
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949
ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკა

1949–დღემდე
ჩინეთის რესპ.
(ტაივანი)

1949–დღემდე
 
ცინგის დინასტია

1368 წლის შემდეგ ჩინეთს მინგის დინასტიის იმპერატორები მართავდნენ, მაგრამ დიდმა გადასახადებმა მათი მმართველობა შეარყია და მთელი ქვეყანა ამბოხმა მოიცვა. როდესაც აჯანყებულმა გლეხებმა მინგების დედაქალაქი ბეიჯინგი ააოხრეს, მათმა უკანასკნელმა იმპერატორმა ჩუნჟენმა თავი ჩამოიხრჩო. ამ არეულობით ისარგებლა მანჯურიელთა ბელადმა, დორგუნმა და თავის ჯარს მშობლიური მანჯურიიდან სამხრეთისაკენ გაუძღვა. მან აიღო პეიძინგი და დააარსა ცინგის („წმინდა“) დინასტია. ცინგის დინასტიის პირველი იმპერატორი გახდა მისი ძმისშვილი შუნჯი. ჩინეთის სამხრეთ პროვინციებში მანჯურიელებს კიდევ 40 წელი უწევდნენ წინააღმდეგობას. საბოლოოდ, ცინგებს მთელი ჩინეთი დაემორჩილა. მანჯურიელები ჩინელებისგან განცალკევებით, საგანგებოდ გამაგრებულ ადგილებში ცხოვრობდნენ. აკრძალული იყო ქორწინება მანჯურიელებსა და ხანელებს შორის. ხანელ მამაკაცებს, მანჯურიელებისადმი მორჩილების ნიშნად, გრძელი თმის დაწვნასაც კი აიძულებდნენ. მიუხედავად ამისა, იმპერიის მართვის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც ჩინელი, ისე მანჯურიელი სამოქალაქო მოხელეები. რაც დრო გადიოდა, მანჯურიელები სულ უფრო ითავსებდნენ ჩინურ ჩვეულებებს. ამ მხრივ, მათი ურთიერთშეგუება საკმაოდ ადვილად მოხდა. მანჯურიელები საკმაოდ მცირერიცხოვანნი იყვნენ, ამიტომ სიფრთხილეს ირჩევდნენ და ჩინელებთან ზედმეტად მკაცრ ურთიერთობას ერიდებოდნენ. მათ შემოიტანეს ქვეყანაში ახალი, უფრო ეფექტიანი ცხოვრების წესები ისე, რომ არ დაურღვევიათ ჩინელების წეს-ჩვეულებები.

ძლევამოსილი იმპერია

რედაქტირება

ცინგის დინასტიის მმართველობის ხანაში ჩინეთი წარმატებული ქვეყანა იყო – იზრდებოდა და ვითარდებოდა ვაჭრობა, განსაკუთრებით, ევროპასთან.ჩინური აბრეშუმი და ფაიფური მსოფლიოში საუკეთესო იყო, ჩინური ბამბეულის ნაწარმი სიიაფითა და მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. XVIII საუკუნის ევროპაში მოდაში შემოვიდა ჩაის სმის კულტურა, რამაც ჩინური ჩაის დიდი რაოდენობით ექსპორტი განაპირობა. იმპერია იმდენად განდიდდა და გაძლიერდა, რომ მისი მმართველები ქედმაღლურად ეპყრობოდნენ დანარჩენ მსოფლიოს. მაგალითად, იმპერატორ კანის (1661-1722) ბრძანებებს ვაჭრები დაჩოქილები უსმენდნენ. მანჯურიელებმა ვასალურ სიტუაციაში ჩააყენეს ზოგიერთი სახელმწიფოც, მათ შორის: ტიბეტი, ანამი (დღევანდელი ვიეტნამი), ბირმა, მონღოლეთი და თურქმენეთი. ჩინელები, ასევე, აწარმოებდნენ გარიგებებს - ციმბირის მიწების სანაცვლოდ რუსებმა მიიღეს ჩინეთში ვაჭრობის უფლება. იმდროინდელი ჩინეთის იმპერია მსოფლიოში უდიდესი იყო. ცინგების მმართველობის დასაწყისში სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში ეთნიკურმა უმცირესობებმა მათ მიწებზე ჩინელების დასახლების წინააღმდეგ რამდენიმე აჯანყება მოაწყეს. ზოგადად, ცინგის ხანამ ჩინეთს მშვიდობა, აყვავება და უსაფრთხოება მოუტანა. შთამბეჭდავი იყო მოსახლეობის ზრდა - 100 მილიონიდან (1650) - 300 მილიონამდე (1800). მიუხედავად ამისა, XVIII საუკუნის ბოლოს ქვეყანაში კორუფციამ იმატა და დაიწყო დაცემის პროცესი.

იმპერიის დასასრული

რედაქტირება

ადრეულ 1900-იან წლებში სუნ იატსენმა რევოლუციის ორგანიზება დაიწყო ცინგის დინასტიის წინააღმდეგ, რომელმაც შედარებით უსისხლოდ ჩაიარა 1911 წელს და სუნ იატსენი პირველი პრეზიდენტი გახდა. ახალი მთავრობის დედაქალაქი მდებარეობდა ნანკინში. 1912 წელს დასრულდა ცინგის დინასტია და დაიწყო ჩინეთის რესპუბლიკის ერა. 6 წლის იმპერატორი პუი გადადგა. ჩინეთის 2000 წლიანი იმპერატორული მმართველობა დასრულდა.[1]

ძირითადი თარიღები

რედაქტირება
  • 1644: მანჯურიელები ცინგის დინასტიას აფუძნებენ ბეიჯინგში.
  • 1644-60: მანჯურიელები იპყრობენ ჩინეთის ნაწილს.
  • 1661: მინის დამხობილი დინასტიის მხარდამჭერები ფორმოსას კუნძულებს იპყრობენ.
  • 1674-81: სამხრეთის აჯანყებები.
  • 1683: მანჯურიელები კუნძულ ფორმოსას ართმევენ დამარცხებული მინების მხარდამჭერებს.
  • 1689: რუსები ჩინურ საქონელში ცვლიან ციმბირის მიწებს.
  • 1696: მანჯურიელები ამარცხებენ მონღოლებს მონღოლეთში.
  • 1717-20: ომი მონღოლებთან ტიბეტზე კონტროლის დასამყარებლად.
  • 1750: ჩინეთის შეჭრა ტიბეტსა და თურქმენეთში.
  • 1760: ჩინეთის შეჭრა ბირმაში და ვასალური სახელმწიფოს შექმნა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია“, გამომცემლობა „ელფი“, თბ., 2009. გვ. 262- 263.
  1. ჩინეთის ისტორია: ცინგის დინასტია. sinomedia.ge (11 ოქტომბერი, 2017). ციტირების თარიღი: 23 ივლისი, 2020.