ცინგის დინასტია
ცინგის დინასტია — ჩინეთის უკანასკნელი საიმპერატორო დინასტია. დააარსეს მანჯურიელებმა, რომლებიც იყვნენ ციმბირიდან მანჯურიაში ჩასახლებული ხალხები. ცინგის დინასტია ჩინეთს 1644-1911 წლებში მართავდა.
ჩინეთის ისტორია | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ძველი | |||||||
3 მონარქი და 5 იმპერატორი | |||||||
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600 | |||||||
შანგის დინასტია ძვ. წ.1600–1046 | |||||||
ჭოუს დინასტია ძვ. წ.1045–256 | |||||||
დასავლეთი ჭოუ | |||||||
აღმოსავლეთი ჭოუ | |||||||
გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი | |||||||
მებრძოლი სამეფოების პერიოდი | |||||||
იმპერიები | |||||||
ცინი ძვ. წ. 221 –206 | |||||||
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220 | |||||||
დასავლეთი ხანი | |||||||
სინის დინასტია | |||||||
აღმოსავლეთი ხანი | |||||||
სამმეფობა 220–280 | |||||||
ვეი, შუ და უ | |||||||
ძინის დინასტია 265–420 | |||||||
დასავლეთი ძინი | 16 სამეფო 304–439 | ||||||
აღმოსავლეთი ძინი | |||||||
სამხრეთისა და ჩრდილოეთის დინასტიები 420–589 | |||||||
სუის დინასტია 581–618 | |||||||
ტანის დინასტია 618–907 | |||||||
(მეორე ჭოუ 690–705) | |||||||
5 დინასტია და 10 სამეფო 907–960 |
ლიაო 907–1125 | ||||||
სუნის დინასტია 960–1279 |
|||||||
ჩრდილოეთი სუნი | დ. სია | ||||||
სამხრეთი სუნი | ძინი | ||||||
იუანის დინასტია 1271–1368 | |||||||
მინის დინასტია 1368–1644 | |||||||
ცინგის დინასტია 1644–1911 | |||||||
თანამედროვე ერა | |||||||
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949 | |||||||
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949–დღემდე |
ჩინეთის რესპ. (ტაივანი) 1949–დღემდე | ||||||
ისტორია
რედაქტირება1368 წლის შემდეგ ჩინეთს მინგის დინასტიის იმპერატორები მართავდნენ, მაგრამ დიდმა გადასახადებმა მათი მმართველობა შეარყია და მთელი ქვეყანა ამბოხმა მოიცვა. როდესაც აჯანყებულმა გლეხებმა მინგების დედაქალაქი ბეიჯინგი ააოხრეს, მათმა უკანასკნელმა იმპერატორმა ჩუნჟენმა თავი ჩამოიხრჩო. ამ არეულობით ისარგებლა მანჯურიელთა ბელადმა, დორგუნმა და თავის ჯარს მშობლიური მანჯურიიდან სამხრეთისაკენ გაუძღვა. მან აიღო პეიძინგი და დააარსა ცინგის („წმინდა“) დინასტია. ცინგის დინასტიის პირველი იმპერატორი გახდა მისი ძმისშვილი შუნჯი. ჩინეთის სამხრეთ პროვინციებში მანჯურიელებს კიდევ 40 წელი უწევდნენ წინააღმდეგობას. საბოლოოდ, ცინგებს მთელი ჩინეთი დაემორჩილა. მანჯურიელები ჩინელებისგან განცალკევებით, საგანგებოდ გამაგრებულ ადგილებში ცხოვრობდნენ. აკრძალული იყო ქორწინება მანჯურიელებსა და ხანელებს შორის. ხანელ მამაკაცებს, მანჯურიელებისადმი მორჩილების ნიშნად, გრძელი თმის დაწვნასაც კი აიძულებდნენ. მიუხედავად ამისა, იმპერიის მართვის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც ჩინელი, ისე მანჯურიელი სამოქალაქო მოხელეები. რაც დრო გადიოდა, მანჯურიელები სულ უფრო ითავსებდნენ ჩინურ ჩვეულებებს. ამ მხრივ, მათი ურთიერთშეგუება საკმაოდ ადვილად მოხდა. მანჯურიელები საკმაოდ მცირერიცხოვანნი იყვნენ, ამიტომ სიფრთხილეს ირჩევდნენ და ჩინელებთან ზედმეტად მკაცრ ურთიერთობას ერიდებოდნენ. მათ შემოიტანეს ქვეყანაში ახალი, უფრო ეფექტიანი ცხოვრების წესები ისე, რომ არ დაურღვევიათ ჩინელების წეს-ჩვეულებები.
ძლევამოსილი იმპერია
რედაქტირებაცინგის დინასტიის მმართველობის ხანაში ჩინეთი წარმატებული ქვეყანა იყო – იზრდებოდა და ვითარდებოდა ვაჭრობა, განსაკუთრებით, ევროპასთან.ჩინური აბრეშუმი და ფაიფური მსოფლიოში საუკეთესო იყო, ჩინური ბამბეულის ნაწარმი სიიაფითა და მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. XVIII საუკუნის ევროპაში მოდაში შემოვიდა ჩაის სმის კულტურა, რამაც ჩინური ჩაის დიდი რაოდენობით ექსპორტი განაპირობა. იმპერია იმდენად განდიდდა და გაძლიერდა, რომ მისი მმართველები ქედმაღლურად ეპყრობოდნენ დანარჩენ მსოფლიოს. მაგალითად, იმპერატორ კანის (1661-1722) ბრძანებებს ვაჭრები დაჩოქილები უსმენდნენ. მანჯურიელებმა ვასალურ სიტუაციაში ჩააყენეს ზოგიერთი სახელმწიფოც, მათ შორის: ტიბეტი, ანამი (დღევანდელი ვიეტნამი), ბირმა, მონღოლეთი და თურქმენეთი. ჩინელები, ასევე, აწარმოებდნენ გარიგებებს - ციმბირის მიწების სანაცვლოდ რუსებმა მიიღეს ჩინეთში ვაჭრობის უფლება. იმდროინდელი ჩინეთის იმპერია მსოფლიოში უდიდესი იყო. ცინგების მმართველობის დასაწყისში სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში ეთნიკურმა უმცირესობებმა მათ მიწებზე ჩინელების დასახლების წინააღმდეგ რამდენიმე აჯანყება მოაწყეს. ზოგადად, ცინგის ხანამ ჩინეთს მშვიდობა, აყვავება და უსაფრთხოება მოუტანა. შთამბეჭდავი იყო მოსახლეობის ზრდა - 100 მილიონიდან (1650) - 300 მილიონამდე (1800). მიუხედავად ამისა, XVIII საუკუნის ბოლოს ქვეყანაში კორუფციამ იმატა და დაიწყო დაცემის პროცესი.
იმპერიის დასასრული
რედაქტირებაადრეულ 1900-იან წლებში სუნ იატსენმა რევოლუციის ორგანიზება დაიწყო ცინგის დინასტიის წინააღმდეგ, რომელმაც შედარებით უსისხლოდ ჩაიარა 1911 წელს და სუნ იატსენი პირველი პრეზიდენტი გახდა. ახალი მთავრობის დედაქალაქი მდებარეობდა ნანკინში. 1912 წელს დასრულდა ცინგის დინასტია და დაიწყო ჩინეთის რესპუბლიკის ერა. 6 წლის იმპერატორი პუი გადადგა. ჩინეთის 2000 წლიანი იმპერატორული მმართველობა დასრულდა.[1]
ძირითადი თარიღები
რედაქტირება- 1644: მანჯურიელები ცინგის დინასტიას აფუძნებენ ბეიჯინგში.
- 1644-60: მანჯურიელები იპყრობენ ჩინეთის ნაწილს.
- 1661: მინის დამხობილი დინასტიის მხარდამჭერები ფორმოსას კუნძულებს იპყრობენ.
- 1674-81: სამხრეთის აჯანყებები.
- 1683: მანჯურიელები კუნძულ ფორმოსას ართმევენ დამარცხებული მინების მხარდამჭერებს.
- 1689: რუსები ჩინურ საქონელში ცვლიან ციმბირის მიწებს.
- 1696: მანჯურიელები ამარცხებენ მონღოლებს მონღოლეთში.
- 1717-20: ომი მონღოლებთან ტიბეტზე კონტროლის დასამყარებლად.
- 1750: ჩინეთის შეჭრა ტიბეტსა და თურქმენეთში.
- 1760: ჩინეთის შეჭრა ბირმაში და ვასალური სახელმწიფოს შექმნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- „მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია“, გამომცემლობა „ელფი“, თბ., 2009. გვ. 262- 263.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჩინეთის ისტორია: ცინგის დინასტია. sinomedia.ge (11 ოქტომბერი, 2017). ციტირების თარიღი: 23 ივლისი, 2020.