ჩრდილოეთ აფრიკის კამპანია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ჩრდილოეთ აფრიკის კამპანია
თარიღი 10 ივნისი 1940—1943 13 მაისი
მდებარეობა ლიბია, ეგვიპტე, ალჟირი, მაროკო, ტუნისი
შედეგი მოკავშირეთა გამარჯვება
მხარეები
მოკავშირეები

დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი[1] აშშ-ის დროშა აშშ[1]

თავისუფალი საფრანგეთი

ავსტრალიის დროშა ავსტრალია[2]
სამხრეთ აფრიკა[3] საბერძნეთი [1]
პოლონეთის დროშა პოლონეთი[1]
ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია[1]
იუგოსლავია[1]

ღერძის ქვეყნები

იტალია [4]

ნაცისტური გერმანიის დროშა გერმანია[1]

საფრანგეთის დროშა ვიშის საფრანგეთი [1]

მეთაურები
ჩრდილოეთ აფრიკის კამპანია ვიკისაწყობში


ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიანაცისტური გერმანიისა და მუსოლინის იტალიის მიერ ჩატარებული კამპანია მეორე მსოფლიო ომის დროს. ბრძოლები მიმდინარეობდა 1940 წლის 10 ივნისიდან 1943 წლის 13 მაისამდე. კამპანიის ფარგლებში შეტაკებები მიმდინარეობდა ლიბიისა და ეგვიპტის უდაბნოებში (დასავლეთ უდაბნოს კამაპანია ასევე ცნობილი როგორც უდაბნოს ომი), ასევე მაროკოში, ალჟირში (ოპერაცია ტორჩი) და ტუნისში.

ბრძოლები მიმდინარეობდა მოკავშირეებსა და ღერძის ქვეყნებს შორის.[5] მოკავშირეთა ძალას წარმოადგენდა ბრიტანეთის თანამეგობრობა და გერმანიის მიერ ოკუპირებული ევროპის მიწებიდან დევნილი ხალხი. ამერიკის შეერთებული შტატები ომს შეურთდა 1941 წლის დეკემბერს და პირდაპირი სამხედრო დახმარება დაიწყო 1942 წლის 11 მაისს.

ჩრდილოეთ აფრიკაში ბრძოლა იტალიელებმა დაიწყეს 1940 წლის 10 ივნისს. 14 ივნისს, ბრიტანელებმა ლიბიის საზღვარი გადალახეს და დაიკავეს იტალიელთა პორტი „კაპუცო“. ამას მოჰყვა იტალიელთა კონტრშეტევა რის შედეგადაც მათ ქალაქი სიდი-ბარანი აიღეს თუმცა, ბრიტანელებმა ქალაქი უკან დაიბრუნეს დეკემბერში კონტრშეტევის (ოპერაცია კომპასი) შემდეგ. ოპერაცია კომპასის დროს, იტალიელთა მე-10 არმია განადგურდა და გერმანიის აფრიკის კორპუსი — ერვინ რომელის მეთაურობით, მოგვიანებით ცნობილი როგორც „უდაბნოს მელა“ — გაგზავნილი იყო ჩრდილოეთ აფრიკაში 1941 წლის თებერვალში.ოპერაცია მზესუმზირა ამოქმედდა იტალიური ძალების დასახმარებლად, რათა თავი აერიდებინათ ღერძის სრული მარცხისთვის.

ლიბიისა და ეგვიპტის რეგიონების კონტროლისთვის ბრძოლებს მერყევი სერია მოჰყვა, რამაც 1942 წლის ოქტომბერში ელ-ალამეინის მეორე ბრძოლაში მიაღწია კულმინაციას, როდესაც ბრიტანეთის თანამეგობრობის ძალებმა გენერალ ლეიტენანტ ბერნარ მონტგომერის მეთაურობით გადამწყვეტი დარტყმა მიაყენეს ერვინ რომელის აფრიკულ კორპუსს. 1942 წლის ნოემბერში ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში ანგლო-ამერიკული დესანტის (ოპერაცია ტორჩის) და ვიშის საფრანგეთის ძალებთან შემდგომი ბრძოლების შემდეგ, 1943 წლის მაისში მოკავშირეებმა ტუნისის ტერიტორიაზე ალყაში მოაქციეს ასობით ათასი მტრის ჯარისკაცი და აიძულეს დანებება.

ბრიტანული ენიგმას საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩრდილოეთ აფრიკაში მოკავშირეთა წარმატებისთვის. მოკავშირეთა ამ წარმატებას მოჰყვა იტალიის კამპანია, რამაც გამოიწვია იტალიაში ფაშისტური მთავრობის დამხობა და გერმანიისთვის მთავარი მოკავშირის დაკარგვა.

ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიას ხშირად ეწოდებოდა „ომი სიძულვილის გარეშე“, წმინდა სამხედრო შეტაკება უდაბნოში პარტიზანული შეტაკებებისა და ეთნიკური წმენდის გარეშე, რაც პარალელურად ხდებოდა ევროპაში. ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებენ ბოლოდროინდელი ისტორიკოსები, იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში მართლაც ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობდა და კამპანია გამოირჩეოდა მრავალი სისასტიკითა და შეურაცხყოფით როგორც გერმანული, ისე იტალიელი ძალების მიერ სამხედრო ტყვეებისა და ადგილობრივი ებრაელი ბერების მიმართ.[6]

დასავლეთ უდაბნოს კამპანია

რედაქტირება
 

1940 წლის 10 მაისს ვერმახტმა დაიწყო შეტევა საფრანგეთზე (საფრანგეთის კამპანია). 1 თვის შემდეგ აშკარა გახდა, რომ საფრანგეთი უნდა დანებებულიყო, საბოლოოდ, 1940 წლის 22 ივნისს დაიდო კომპიენის ზავი.

10 ივნისს იტალიამ, როგორც გერმანიის მოკავშირემ, ომი გამოუცხადა საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს. ბრიტანულ ძალებს ეგვიპტეში ნაბრძანები ჰქონდათ, რომ დაეკავებინათ თავდაცვითი პოზიცია და თავი აერიდებინათ პროვოკაციებისთვის. თუმცა 11 ივნისს იტალიელთა წინააღმდეგ დაიწყო რეიდების სერია ლიბიის ტერიტორიაზე. საფრანგეთის დამარცხების შემდეგ, იტალიური ძალები ტრიპოლიტანში - ტუნისში გამაგრებული ფრანგული ჯარების წინაშე - გადანაწილდნენ კირენაიკაში, რათა გაეძლიერებინათ იტალიური მეათე არმია. ამან, ბრიტანული ძალების სტაბილურად დამამცირებელ აღჭურვილობასთან ერთად, აიძულა გენერალ არჩიბალდ ვეველს დაესრულებინა დარბევა და დაეცვა ეგვიპტის საზღვრები მცირე სკრინინგის ძალებით.

იტალიელმა დიქტატორმა ბენიტო მუსოლინიმ, 8 აგვისტოს, იტალიის მე-10 არმიას უბრძანა შეტევა ეგვიპტეზე. ორი დღის შემდეგ, არანაირი შეტევა არ განხორციელებულა, მუსოლინიმ უბრძანა მარშალ გრაციანის, რომ იმ მომენტში, როდესაც გერმანიის ძალები დაიწყებდნენ ოპერაცია ზღვის ლომს, ამ დროს უნდა გადასულიყვნენ შეეტევაზე. 8 სექტემბერს, იტალიელთა ძალებს უბრძანეს რომ უნდა წამოეწყოთ შეტევა ეგვიპტეზე მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ ტრანსპორტის პრობლემა და ცუდადაც იყვნენ შეიარაღებულები. საბრძოლო გეგმის მიხედვით სანაპირო ზოლზე უნდა მიეტანათ იერიში და შეზღუდული ჯავშანტექნიკა იმოქმედებდა უდაბნოს ფლანგზე.

იტალიის წინსვლის შესაჩერებლად, ვეველმა თავის სკრინინგის ძალებს უბრძანა შეევიწროებინათ იტალიელები და დაეწიათ მერსა მატრუჰისკენ სადაც იყო გამაგრებული ბრიტანული ქვეითი არმია. უდაბნოს ფლანგის პოზიციები დაიკავა ბრიტანეთის მეშვიდე ჯავშანტექნიკის დივიზიონმა და შეუტიეს იტალიელთა ძალებს.

16 სექტემბრისთვის იტალიელთა ძალებმა მიაღწიეს მაკტილას, მერსა მატრუჰის დასავლეთით დაახლოებით 130 კილომეტრში, სადაც შეექმნათ ლოჯისტიკის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ მუსოლინი მათ მოუწოდებდა გაეგრძელებინათ შეტევა, გრაციანმა თავის ჯარისკაცებს უბრძანა გაეთხარათ სანგრები სიდი ბარანის გარშემო და გამაგრებული ბანაკი შეექმნა; სარეზერვო ჯარი განალაგა ძირითადი ძალების უკან. ბრიტანელებმა დაგეგმეს 5 დღიანი შეტევა (ოპერაცია კომპასი), რომლის მთავარი მიზანი იყო იტალიელთა ბანაკზე შეტევა. ბრიტანელთა თანამეგობრობის ძალები შეადგენდა 36 000 კაცს, 9 დეკემბერს შეუტიეს იტალიის 10 დივიზიისგან შემდგარ არმიის ავანგარდს. წარმატებული შეტევების შემდეგ იტალიელებმა უკან დაიხიეს. იანვარში დაიკავეს პატარა პორტი ბარდია, მალევე დაიკავეს ტობრუკის გამაგრებული პორტი.

დაახლოებით 40 000 იტალიელი დაატყვევეს ორ პორტში და მის გარშემო ტერიტორიაზე, ხოლო მეათე არმიის დარჩენილი ნაწილი უკან იხევდა სანაპირო გზის გასწვრივ ელ აგეილაში. რიჩარდ ო'კონორმა მე-7 ჯავშანტექნიკის დივიზიონო გაგზავნა უდაბნოში მცირე სადაზვერვო ჯგუფით. ბედა ფომს 90 წუთით ადრე მიაღწია სანამ იტალიელები მათ უკან დასახევ გზას ჩაკეტავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სასოწარკვეთილად ცდილობდნენ ბრიტანული ძალების დაძლევას ბედა ფომის ბრძოლაში, იტალიელებმა ვერ შეძლეს ხაზის გარღვევა, არმიის ნარჩენები დანებდნენ. 10 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მოკავშირეთა ძალებმა გაანადგურეს იტალიის მეათე არმია და მიაღწიეს ელ აგეილას, აიყვანეს 130,000 სამხედრო ტყვე.[7]

მუსოლინიმ დახმარება სთხოვა თავის მოკავშირე გერმანიას, როდესაც იტალიელმა გენერლებმა დიდი რაოდენობით დამხმარე ძალები გააგზავნეს ჩრდილოეთ აფრიკაში კოლონიების დასაცავად. ეს გაფარათოებული ძალები მოიცავდა არიეტის ჯავშანტექნიკის დივიზიას ეტორე ბალდასარის მეთაურობით. ამასობაში გერმანელებმა ნაჩქარევად შეკრიბეს მოტორიზებული ძალები, რომელთა ძირითადი ელემენტები ტრიპოლში თებერვლის თვეში ჩავიდნენ. ეს იყო შედარებით მცირე საექსპედიციო ძალა, რომელსაც ადოლფ ჰიტლერმა აფრიკის კორპუსი უწოდა, ერვინ რომელის მეთაურობის ქვეშ მოექცა. მისი ბრძანება იყო იტალიელების გაძლიერება და მოკავშირეთა შეჩერება. თუმცა, მხოლოდ ერთი პანცერის დივიზიის თავდაპირველი ვალდებულება და შემდგომში არაუმეტეს ორი პანცერისა და ერთი მოტორიზებული დივიზიის არსებობა, მიუთითებდა გერმანიის ჩართულობისა და ერთგულების შეზღუდულ ზომაზე ოპერაციების ამ ნაწილში. ჯარის დიდ ნაწილს იტალიელები შეადგენდნენ ამიტომაც იტალიელებს ევალებოდათ ბრძოლა. მოკავშირეთა მოწინავე ძალა —სახელად XIII კორპუსი — თავდაცვით პოზიციებზე გადავიდა მანამ სანამ ვეტერანები საბერძნეთში იყვნენ განაწილებული. მეშვიდე ჯავშანტექნიკის დივიზიონი ნილოსის დელტებზე დადგა. ვეტერანები ჩაანაცვლეს ახალგაზრდა ჯარისკაცებით რომლებიც ცუდად იყვნენ აღჭურვილები.

მიუხედავად იმისა, რომ რომელს უბრძანეს თავდაცვითი პოზიციის დაკავება ის გადავიდა შეტევაზე მარტში. მარტი-აპრილის თვეებში მოკავშირეთა ძალებს უკან დაახევინეს და დაატყვევეს წამყვანი ოფიცრები. ავსტრალიის მე-9 ქვეითი დივიზია დაბრუნდა ტობრუკის ციხესიმაგრეში და მოკავშირეთა დანარჩენმა ძალებმა კიდევ 160 კილომეტრი აღმოსავლეთით დაიხიეს ლიბია-ეგვიპტის საზღვრამდე. როდესაც ტობრუკი ალყაში მოექცა იტალიურ-გერმანული ძალების მიერ, მცირე საბრძოლო ჯგუფმა განაგრძო შეტევები აღმოსავლეთისკენ. დროებით დაიპყრო ფორტ კაპუცო და ბარდია, შემდეგ ეგვიპტეში გადავიდა და აპრილის ბოლოს აიღო სოლუმი ასევე ტაქტიკურად მნიშვნელოვანი ჰალფაიას უღელტეხილი. რომმელმა გაამაგრა ეს პოზიციები, გააძლიერა საბრძოლო ჯგუფი და უბრძანა მათ თავდაცვა.[8]

მიუხედავად იმისა, რომ იზოლირებული იყვნენ ხმელეთზე, ტობრუკის გარნიზონი განაგრძობდა მარაგებისა და რეზერვისტების მიღებას, რომლებსაც ღამით სამეფო საზღვაო ფლოტი აწვდიდა. რომელის ძალებს არ გააჩნდათ სათანადო ძალა და წვრთნა, რომ აეღოთ ციხე. ამან შექმნა მომარაგების პრობლემა მისი მოწინავე ერთეულებისთვის. მისი ფრონტის პოზიციები სოლუმში იყო გაფართოებული მომარაგების ჯაჭვის ბოლოს, რომელიც ტრიპოლიდან იყო გადაჭიმული და ტობრუკის სანაპირო ზოლს გვერდს უვლიდა. გარდა ამისა, მისი ჯარი მუდმივად იყო ბრიტანული ძალების თავდასხმის საფრთხის ქვეშ. ტობრუკის გარეშე ღერძის, შემდგომი წინსვლა ეგვიპტეში არაპრაქტიკული იყო.[9]

მოკავშირეებმა წამოიწყეს მცირემასშტაბიანი კონტრშეტევა, თუმცა, მათ ვერ დაიკავეს წინა პოზიციები და უფრო ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს, სახელწოდებით ოპერაცია საბრძოლო ნაჯახი, რაც მიზნად ისახავდა ტობრუკის ალყის გარღვევას, მაგრამ ეს ოპერაცია ჩაიშალა.

„ოპერაცია საბრძოლოს ნაჯახის“ წარუმატებლობის შემდეგ, არჩიბალდ ვეველი გაათავისუფლეს და შეცვალა კლოდ ოჩინლეკიმ. დასავლეთის უდაბნოს ძალები გაძლიერდა XXX კორპუსით. მერვე არმია შედგებოდა თანამეგობრობის ქვეყნების არმიის ძალებისგან, მათ შორის ბრიტანეთის, ავსტრალიის, ინდოეთის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის და სუდანის თავდაცვითი ძალებისგან. კიდევ არსებობდა თავისუფლებისთვის მებრძოლი ფრანგების ბრიგადა მარი-პიერ კოენიგის მეთაურობით.

ახალმა არმიამ, ნოემბერში წამოიწყო ახალი შეტევა, ოპერაცია ჯვაროსანი. ბრძოლის შემდეგ, 70-ე დივიზიის გარნიზონმა ტობრუკში გაარღვია ალყა და ღერძის ძალები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. 1942 წლის იანვრისთვის ფრონტის ხაზი კვლავ ელ-აღეილაზე გადიოდა.[10]

ტრიპოლიდან მარაგებისა და აღჭურვილობის მიღების შემდეგ, ღერძმა განაახლა შეტევა. მათ დაამარცხეს მოკავშირეები გაზალაში და დაიპყრეს ტობრუკი. ღერძის ძალებმა მერვე არმია უკუაგდეს ეგვიპტის საზღვარზე, მაგრამ მათი წინსვლა შეწყდა ივლისში ალექსანდრიიდან 140 კილომეტრში.

მოგვიანებით გენერალი ოჩინლეკი, შეცვალა გენერალმა ჰაროლდ ალექსანდრემ. გენერალ-ლეიტენანტი უილიამ გოტი მთელი მერვე არმიის მეთაურად დანიშნეს, მაგრამ მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს ეგვიპტეში და გარდაიცვალა. იგი შეცვალა გენერალ-ლეიტენანტ ბერნარდ მონტგომერიმ.

ივნისის ბოლოს, ღერძის ძალებს ჰქონდათ შეტევის მეორე მცდელობა რომ გაერღვიათ მოკავშირეთა თავდაცვა ელ ალამეინში ალამ ჰალფაში, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა. გადაჯგუფებისა და წვრთნების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მერვე არმიამ წამოიწყო სრულმასშტაბიანი შეტევა და საბოლოოდ დაამარცხეს იტალია-გერმანიის არმია ელ-ალამეინის მეორე ბრძოლაში, მათ შეტევა განაგრძეს ღერძის ძალებზე დასავლეთისკენ და აიღეს ტრიპოლი 1943 წლის იანვრის შუა რიცხვებში.

ოპერაცია ტორჩი

რედაქტირება
 

ოპერაცია ტორჩი დაიწყო 1942 წლის ნოემბერში, ეს იყო კომპრომისული ოპერაცია, რომელიც ემსახურებოდა ბრიტანეთის მიზანს ჩრდილოეთ აფრიკაში გამარჯვების უზრუნველსაყოფად, ხოლო ამერიკულ შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობას აძლევდა ჩართულიყვნენ ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეზღუდული მასშტაბით. გარდა ამისა, რადგან იოსებ სტალინი, საბჭოთა კავშირის ლიდერი, დიდი ხანი ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას ვერმახტის წინააღმდეგ, რათა წითელ არმიაზე ზეწოლა შემსუბუქებულიყო, ეს გარკვეულწილად შვებას მოჰგვრიდა წითელ არმიას აღმოსავლეთში. ფრონტი ღერძის ძალებს ჩრდილოეთ აფრიკის ფრონტისკენ გადაამისამართებდა. გერმანული სატრანსპორტო თვითმფრინავები Ju-52 საჭირო იყო სტალინგრადის ბრძოლისას ალყაში მოქცეული ჯარისკაცების დასახმარებლად, თუმცა თვითმფრინავების ნახევარზე მეტი ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიისთვის იყო გამოყოფილი.

აშშ-ის მაღალი რანგის მეთაურები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ შემოთავაზებულ დესანტის გადასხმას ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. 1942 წლის 30 ივლისს ლონდონში დასავლეთის მოკავშირეთა გაერთიანებული შტაბის უფროსების (CCS) შეხვედრის შემდეგ, გენერალმა ჯორჯ მარშალმა და ადმირალმა ერნესტ კინგმა უარი განაცხადეს გეგმის დამტკიცებაზე. მარშალი და სხვა ამერიკელი გენერლები მხარს უჭერდნენ ჩრდილოეთ ევროპაში შეჭრას წლის ბოლოსთვის, მაგრამ ბრიტანელებმა გეგმა უარყვეს. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა 1942 წელს ფრნაგულ ჩრდილოეთ აფრიკაში დაშვებისკენ მოუწოდა, მარშალმა მის ნაცვლად გეგმა შესთავაზა პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს, რომ შეერთებულ შტატებს უარი ეთქვა გერმანულ სტრატეგიაზე და შეტევა განეხორციელებინა წყნარ ოკეანეში. რუზველტი ამბობდა რომ ამით საბჭოთა კავშირს ვერ დაეხმარებოდნენ. მარშალმა ვერ შეძლო ბრიტანელების დარწმუნება, პრეზიდენტმა რუზველტმა გასცა პირდაპირი ბრძანება, რომ ოპერაცია ტორჩი უნდა ყოფილიყო უპირატესი სხვა ოპერაციებზე და უნდა ჩატარებულიყო რაც შეიძლება ადრე.

დესანტის გადასხმა დაიწყო 8 ნოემბერს და დამთავრდა 16 ნოემბერს. გერმანიისა და იტალიის ძალების დაჭერის მცდელობისას, მოკავშირეთა ძალები (ამერიკული და ბრიტანეთის თანამეგობრობა) დაეშვნენ ვიშის მიერ დაპყრობილ ჩრდილოეთ აფრიკაში იმ ვარაუდით, რომ წინააღმდეგობა არ შეხვდებოდათ. მიუხედავად ამისა, ვიშის ფრანგულმა ძალებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მოკავშირეებს ორანში და მაროკოში, მაგრამ არა ალჟირში, სადაც 8 ნოემბერს საფრანგეთის წინააღმდეგობის სახელმწიფო გადატრიალებამ მოახერხა ფრანგული XIX კორპუსის განეიტრალება დესანტის გადმოსხდომამდე. შესაბამისად, დესანტი ალჟირში პრაქტიკულ წინააღმდეგობას არ შეხვედრია და ქალაქი პირველ დღეს აიღეს და აიყვანეს მთელი ვიშის აფრიკის სარდლობა. სამდღიანი მოლაპარაკებებისა და მუქარების შემდეგ, გენერლებმა მარკ კლარკმა და დუაიტ ეიზენჰაუერმა აიძულეს ვიშის ადმირალი ფრანსუა დარლანი და გენერალი ალფონს ჟუინი, გაეცათ ბრძანება რომ დანებებულიყო ორანსა და მაროკოში გამაგრებული ვიშის სამხედრო ძალები. ოპერაცია ტორჩის დროს ამერიკელები ებრძოდნენ ვიშის საფრანგეთისა და გერმანიის საზღვაო გემებს კასაბლანკას საზღვაო ბრძოლაში, რომელიც დასრულდა ამერიკის გამარჯვებით.

ტუნისის კამპანია

რედაქტირება

ოპერაცია ტორჩის შემდეგ - 1942 წლის ნოემბრის დასაწყისიდან - გერმანელებმა და იტალიელებმა დაიწყეს ჯარის შეკრება ტუნისში, რათა შეევსოთ დანაკლისი, რომელიც დატოვეს ვიშის ჯარებმა.

ნოემბრის შუა პერიოდში მოკავშირეებს შეეძლოთ შეტევა თუმცა მხოლოდ 1 დივიზიონით. დეკემბრის დასაწყისში აღმოსავლეთის სამუშაო ჯგუფი — რომელიც გადაკეთდა ბრიტანეთის პირველ არმიად გენერალ-ლეიტენანტ კენეტ ანდერსონის მეთაურობით — შედგებოდა ბრიტანეთის 78-ე ქვეითი დივიზიის, ბრიტანეთის მე-6 ჯავშანტექნიკის, 1-ლი პარაშუტისტთა ბრიგადის, No6 კომანდოს და აშშ-ის 1-ლი ჯავშანტექნიკის ელემენტებისაგან. ამ დროისთვის ერთი გერმანული და ხუთი იტალიური დივიზია ევროპიდან გაიგზავნა და მოკავშირეთა აეროდრომების დაშორება ფრონტის ხაზიდან აძლევდა ღერძს აშკარა საჰაერო უპირატესობას ბრძოლის ველზე. მოკავშირეები შეაჩერეს და უკან დახევა მოუწიათ აღმოსავლეთისკენ, ტუნისიდან 30 კილომეტრის მანძილზე.

ზამთრის პერიოდს მოჰყვა ჩიხების პერიოდი, რომლის დროსაც ორივე მხარე განაგრძობდა ძალების გაფართოებას. ახალი წლისთვის ბრიტანეთის პირველ არმიას ჰყავდა ერთი ბრიტანული, ერთი ამერიკული და ერთი ფრანგული კორპუსი (ბრიტანული კორპუსის მეორე შტაბი აპრილში გააქტიურდა). თებერვლის მეორე ნახევარში, აღმოსავლეთ ტუნისში, რომელმა და ფონ არნიმმა მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს ძირითადად გამოუცდელი საფრანგეთისა და აშშ-ს ჯარების წინააღმდეგ.

მარტის დასაწყისში, ბრიტანეთის VIII არმიამ მიაღწია ტუნისის საზღვარს. რომმელი და ფონ არნიმი აღმოჩნდნენ მოკავშირეთა ორ არმიას შორის. ისინი უმცირესობაში იყვნენ, ნაკლები კაცი და იარაღი ჰქონდათ. რომმელი დაბრუნდა გერმანიაში ჯანმრთელობის მიზეზების გამო და შეცვალა იტალიელმა გენერალმა ჯოვანი მესემ.

ბრიტანულმა მერვე არმიამ მარტის ბოლოს სასტიკი ბრძოლების შემდეგ გვერდი აუარა ღერძის დაცვას მარეთის ხაზზე და პირველმა არმიამ ცენტრალურ ტუნისში დაიწყო თავისი სრულმასშტაბიანი შეტევა ღერძის ძალების შესუსტების მიზნით, სანამ მათი არმია აფრიკაში არ ჩამოიშლებოდა. ღერძის ძალები 1943 წლის 13 მაისს ჩაბარდნენ და გამოიყვანეს 275000-ზე მეტი სამხედრო ტყვე. საბოლოო არმია რომელიც დანებდა ჩრდილოეთ აფრიკაში იყო გენერალ მესეს პირველი იტალიური არმია. გამოცდილი ჯარის ამ უზარმაზარმა დანაკარგმა მნიშვნელოვნად შეამცირა ღერძის ძალების სამხედრო შესაძლებლობები, თუმცა ღერძის ზოგიერთი შენაერთი გაიქცა ტუნისიდან. აფრიკაში ამ დამარცხებამ გამოიწვია აფრიკაში იტალიისთვის კოლონიების დაკარგვა.

დაზვერვა

რედაქტირება

ღერძის დაზვერვა წარმატებით მუშაობდა, რადიოკავშირის მიმღები და მონიტორინგის განყოფილების რადიოტრაფიკის საშუალებით. ყველაზე დიდი წარმატება ეგვიპტეში აშშ-ის სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ბონერ ფელერსის ანგარიშების მიღმა იყო. მას გენერალმა ჯორჯ მარშალმა დაავალა აფრიკაში სამხედრო სიტუაციის შესახებ დეტალური მოხსენებების მიწოდება. ფელერსი გაესაუბრა ბრიტანეთის სამხედრო და სამოქალაქო შტაბის პერსონალს, წაიკითხა დოკუმენტები და ეწვია ბრძოლის ფრონტს. გერმანელებისთვის ცნობილი როგორც „die gute Quelle“ ან უფრო ხუმრობით, როგორც "პატარა ბიჭი", მან გადასცა თავისი მოხსენებები ვაშინგტონში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს "შავი კოდის" გამოყენებით. თუმცა, 1941 წლის სექტემბერში იტალიელებმა მოიპარეს კოდის წიგნი, რომელიც შეიცავდა შავ კოდს, გადაუღეს ფოტო და დაუბრუნეს რომში აშშ-ს საელჩოს. იტალიელებმა თავიანთი ინფორმაციის ნაწილი თავიანთ გერმანელ მოკავშირეებს გაუზიარეს. გარდა ამისა, "Chiffrierabteilung" (გერმანული სამხედრო შიფრის ფილიალი) მალევე შეძლეს კოდის გატეხვა. ფელერსის მოხსენებები იყო ძალიან დეტალური, რამაც დიდი უპირატესობა მისცა ღერძის ძალებს.

გარდა ამისა, იტალიურმა Servizio Informazioni Segrete-მ ან SIS-ის კოდის შიფრავებმა შეძლეს რადიოშიფრირებული სიგნალების (SIGINT) დიდი ნაწილის დაფიქსირება ბრიტანული თვითმფრინავების ტრაფიკიდან, ისევე როგორც პირველი კლასის შიფრების ბრიტანეთის გემებიდან და სახმელეთო ბაზებიდან, ამის საშუალებით Supermarina-ს (Regia Marina) დროულად აწვდიდნენ ინფორმაციას ხმელთაშუა ზღვის ბრძოლის დროს. მართლაც, იმდენად წარმატებული იყო იტალიის SIS ხმელთაშუა ზღვაში ღერძის საზღვაო დაზვერვის დიდი ნაწილის მართვაში, რომ „ბრიტანეთის მიერ SIGINT-ის შეტევითი გამოყენება დიდწილად უშედეგო იყო იტალიის თავდაცვითი SIGINT-ის დამსახურბით“.

აფრიკის კორპუსს ჰყავდა 621-ე სიგნალების ბატალიონის მობილური მონიტორინგის ელემენტის სადაზვერვო სამსახურები, რომელიც ჩავიდა ჩრდილოეთ აფრიკაში 1941 წლის აპრილის ბოლოს, რომელსაც მეთაურობდა ჰაუპტმან ალფრედ ზიბოჰმი. 621-ე სიგნალების ბატალიონი აკონტროლებდა რადიოკავშირებს ბრიტანულ ქვედანაყოფებს შორის. ბრიტანელებმა არა მხოლოდ ვერ შეცვალეს თავიანთი კოდები რაიმე სიხშირით, ისინი ასევე გამორჩეული იყვნენ ბრძოლაში ცუდი რადიო დისციპლინით. მათი ოფიცრები ხშირად არაკოდირებულად გადასცემდნენ თავიანთ ბრძანებებს, რაც გერმანელებს საშუალებას აძლევდა უფრო ადვილად დაედგინათ ბრიტანული დანაყოფების მდებარეობა. სიტუაცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც კონტრშეტევა განხორციელდა ღაზალას ბრძოლის დროს, რის შედეგადაც 621-ე სიგნალების ბატალიონი განადგურდა და მათი რამდენიმე დოკუმენტი ხელში ჩაიგდეს, რითაც ბრიტანეთის დაზვერვამ ისარგებლა. ბრიტანელებმა შეძლეს ზარის სიგნალის გაუმჯობესებული ტექნოლოგიების დანერგვა, რადიოტელეფონური კოდები დააწესეს. ხისტი უკაბელო დუმილი შემოიღეს რეზერვში, რეალური შეტყობინებების ამოღების საშუალებით. ასევე ბრძოლაში თავიანთი რადიო დისციპლინა ჩამოაყალიბეს და ყალბი სიგნალები შექმნეს მთელ სამხრეთ სექტორში.

მოკავშირეები

რედაქტირება

მოკავშირეთა დაზვერვა კითხულობდა ნაცისტების დაშიფრულ შეტყობინებებს, განსაკუთრებით Enigma მანქანით. მოკავშირეების ულტრა პროგრამას თავდაპირველად შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა, რადგან ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა საველე მეთაურებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ზოგჯერ აწვდიდა ისეთ ინფორმაციას, რომელიც ნაკლებად გამოსადეგი იყო. გერმანელების შემდეგი ნაბიჯის განსაზღვრის თვალსაზრისით, ულტრაზე დამოკიდებულება ხანდახან უკუშედეგს იღებდა. 1941 წლის მარტში გერმანიის თავდასხმების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ დაზვერვამ ვაველს აცნობა, რომ OKW-მ აშკარად დაავალა რომმელს არ გადასულიყო შეტევაზე, არამედ მოეცადა სანამ მაისში მე-15 პანცერის დივიზია დაემატებოდა. რომმელმა მიიღო ეს ინფორმაცია, მაგრამ უფრო მეტად საკუთარი თავს ენდო. სჯეროდა, რომ გერმანელებს არ ჰქონდათ განზრახული მნიშვნელოვანი ზომების მიღება, ბრიტანულმა სარდლობამ არ უპასუხა, სანამ ძალიან გვიანი არ იყო. გარდა ამისა რომმელმა ოპერაციის დეტალები არ შეატყობინა იტალიელთა დაზვერვას რადგან სჯეროდა რომ ისინი ზედმეტად იყვნენ დამოკიდებულები დაზვერვაზე. ამგვარად, 1942 წლის 21 იანვარს, როდესაც რომმელმა მეორე შეტევა ელ აღეილას მხრიდან წამოიწყო, კომანდო სუპრემო ისევე გაოცებული იყო ამით, როგორც ბრიტანელები. ულტრამ ბრიტანელებს მიაწოდა ინფორმაცია, როგორიცაა ახალი გერმანელი მეთაურის სახელი, მისი ჩამოსვლის დრო, ღერძის ძალების რაოდენობა და მდგომარეობა, მაგრამ მათ სწორად ვერ მოიძიეს რომმელის გეგმები.

ჩრდილოეთ აფრიკაში Ultra-ს ძირითადი სარგებელი იყო ღერძის ლოჯისტიკის ხაზის გაწყვეტაში წვლილის შეტანა. Ultra intercepts-მა მოკავშირეებს მისცა ღირებული ინფორმაცია ხმელთაშუა ზღვის მასშტაბით ღერძის მიწოდების დროებსა და მარშრუტების შესახებ. ამით ბრიტანელებმა შეძლეს მტრის მომარაგების ჯაჭვის განადგურება.[11] იმ დროს, როდესაც მალტაზე მძიმე საჰაერო თავდასხმა მიმდინარეობდა, ამ ინფორმაციით მოქმედება რთული იყო, მაგრამ მოკავშირეთა საჰაერო და საზღვაო ძალების გაუმჯობესებით, ინფორმაცია მოკავშირეთა წარმატებისთვის მნიშვნელოვანი გახდა. სავარაუდოა, რომ ღერძის მიწოდების 40-60% განადგურდა გაშიფრული ინფორმაციის საშუალებით.[12]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Atkinson, Rick (2004) [2002]. An Army at Dawn: The War in North Africa, 1942–1943. Abacus. ISBN 0-349-11636-9.
  • Barclay, Brigadier C. N. "Mediterranean Operations". GI – World War II Commemoration. Archived from the original on 21 January 1997. Retrieved 8 September 2010.
  • Bauer, Eddy (2000) [1984]. The history of World War II (Revised and updated ed.). Great Britain: Silverdale. ISBN 978-1-85605-552-9.
  • Carell, Paul (1960). Le volpi del deserto. 1941–1943: le armate italo-tedesche in Africa settentrionale [The wolves of the desert. 1941–1943: the Italo-German armies in North Africa]. New York: Bantam.
  • Forty, George (1998). The Armies of Rommel. London: Arms and Armour Press. ISBN 978-1-85409-379-0.
  • Jentz, Thomas L. (1998). Tank Combat in North Africa: The Opening Rounds, Operations Sonnenblume, Brevity, Skorpion and Battleaxe, February 1941 – June 1941. Schiffer Publishing. ISBN 0-7643-0226-4.
  • Keegan, John (2001). Oxford Companion to World War II. Oxford University Press. ISBN 0-19-280666-1.
  • Lewin, Ronald (1998) [1968]. Rommel As Military Commander. New York: B&N Books. ISBN 978-0-7607-0861-3.
  • Playfair, Major-General I.S.O.; and Molony, Brigadier C.J.C.; with Flynn RN, Captain F.C. & Gleave, Group Captain T.P. (2004) [1st. pub. HMSO 1966]. Butler, J.R.M (ed.). The Mediterranean and Middle East, Volume IV: The Destruction of the Axis Forces in Africa. History of the Second World War United Kingdom Military Series. Uckfield, UK: Naval & Military Press. ISBN 1-84574-068-8.
  • Walker, Ian (2006). Iron Hulls, Iron Hearts: Mussolini's Elite Armoured Divisions in North Africa. Ramsbury: Crowood. ISBN 1-86126-839-4.
  • Willmott, H.P. (1984). June, 1944. Poole, Dorset: Blandford Press. ISBN 0-7137-1446-8.
  • Zabecki, David T. (2007). "North Africa (1940–1943)". The War. PBS. Archived from the original on 12 April 2010. Retrieved 8 September 2010.
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 Ford & Zaloga 2009, p. 25.
  2. Beevor 2009, p. 82.
  3. Beevor 2009, p. 76.
  4. 4.0 4.1 Ford & Zaloga 2009, p. 7.
  5. https://encyclopedia.ushmm.org/content/en/article/allied-military-operations-in-north-africa
  6. Carell, Paul (1960). Le volpi del deserto. 1941–1943: le armate italo-tedesche in Africa settentrionale [The wolves of the desert. 1941–1943: the Italo-German armies in North Africa]. New York: Bantam.
  7. Walker, Ian (2006). Iron Hulls, Iron Hearts: Mussolini's Elite Armoured Divisions in North Africa. Ramsbury: Crowood.
  8. Forty, George (1998). The Armies of Rommel. London: Arms and Armour Press.
  9. https://archive.org/details/rommelasmilitary0000lewi/page/n1/mode/2up
  10. Jentz, Thomas L. (1998). Tank Combat in North Africa: The Opening Rounds, Operations Sonnenblume, Brevity, Skorpion and Battleaxe, February 1941 – June 1941. Schiffer Publishing.
  11. https://web.archive.org/web/19970121012937/http://gi.grolier.com/wwii/wwii_8.html
  12. O'Hara, Vincent; Cernushi, Enrico (Summer 2013). "The Other Ultra: Signal Intelligence and the Battle to Supply Rommel's Attack toward Suez". Naval War College Review.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება