ელ-ალამაინი
ელ-ალამაინი (არაბ. العلمين) — ქალაქი ეგვიპტეში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში და გაშენებულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. მატრუჰის მუჰაფაზის მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი. ელ-ალამაინიდან 106 კილომეტრში მდებარეობს ალექსანდრია, 240 კილომეტრში კი ქვეყნის დედაქალაქი კაირო. 2007 წლის მონაცემებით ქალაქში 7 397 ადამიანი ცხოვრობდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ელ-ალამაინის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ბრძოლები იმართებოდა, რომელთაგანაც აღსანიშნავია 1942 წლის 1-27 ივლისის ბრძოლები.
ქალაქი | |
---|---|
ელ-ალამაინი العلمين | |
ქვეყანა | ეგვიპტე |
კოორდინატები | 30°50′00″ ჩ. გ. 28°57′00″ ა. გ. / 30.83333° ჩ. გ. 28.95000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 7±1 მეტრი |
მოსახლეობა | 7,397 კაცი (2007) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: