ჩალაუბანი
ჩალაუბანი — სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 740 მეტრი, გურჯაანიდან 15 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 897 ადამიანი. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის გორანამოსახლარები (მოჭრილი გორა, რცხილის სერი, ტინის სერი, გარეტყის გორა, დასაქანი). ყველა ნამოსახლარი ძვ. წ. II-I ათასწლეულების მიჯნას განეკუთვნება. დასაქანის მახლობლად მდებარეობს ძვ. წ. XV-XIV საუკუნეების ნამოსახლარი და სამაროვანი. ყველა გორანამოსახლარი ბუნებრივ ბორცვზეა გამართული და იმდენად მცირეა, რომ მხოლოდ ერთი ოჯახის სამოსახლოდ გამოდგებოდა. ნამოსახლარი ხელოვნური თხრილებით, მიწაყრილებითა და გალავნებით იყო გამაგრებული.
სოფელი | |
---|---|
ჩალაუბანი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჩალაუბანი |
კოორდინატები | 41°38′06″ ჩ. გ. 45°49′02″ ა. გ. / 41.63500° ჩ. გ. 45.81722° ა. გ. |
ადრეული სახელები | ჩალამოტი, ჩალის უბანი |
ცენტრის სიმაღლე | 740 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია რედაქტირება
ჩალაუბნის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობდა მეურნეობის მრავალი დარგის, განსაკუთრებით მევენახეობა-მემინდვრეობის განვითარებას. სოფელზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. აღსანიშნავია, რომ ჩალაუბნიდან გურჯაანი-ველისციხისაკენ მიმავალ გზას, „ჩალაუბნის გზას“ ეძახდნენ. სოფელი მდებარეობს ქართლ-კახეთის დამაკავშირებელ გზაზე. აქედანვე გადადის ე. წ. „ქიზიყის გზა“ ისტორიულ ქიზიყში. საქართველოს ერთიანობის ხანაში ჩალაუბანს უშუალოდ სამეფო კარი აკონტროლებდა. კახეთის სამეფოს წარმოქმნისა და XVll საუკუნის მძიმე პოლიტიკური მოვლენების შედეგად, სოფელში მოსახლეობა შეთხელდა და მასზე უკვე ძირითადად თავადი ვაჩნაძეების გავლენა ვრცელდებოდა. მათთან ერთად ადგილობრივ ყმა-მამულს ონანაშვილები, სპანდიარიშვილები, აფხაზიშვილები და სხვა ფეოდალებიც ფლობდნენ (იოანე ბატონიშვილის მიხედვით, ონანაშვილები და სპანდიარიშვილები ვაჩნაძეების განაყოფები არიან). სოფელი ცნობილი იყო ჩალაუბნის ხევზე აგებული ვაჩნაძეების წისქვილებით. სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფით, სოფელი ბოდბელი ეპისკოპოსის სადროშოში შედიოდა, რომელსაც პრაქტიკულად ქიზიყის მოურავი განაგებდა. ერეკლე ll-ის მეფობისას ქვეყანა შედარებით დაწყნარდა, ჩალაუბანიც მოშენდა და დაახლოებით თანამედროვე სოფლის ტერიტორია მოიცვა. უფრო ზემოთ დარჩა ძველი ჩალაუბნის ნასოფლარი.
1911 წლის მონაცემებით შედიოდა სიღნაღის მაზრაში. მოსახლეობა შეადგენდა 1958 ადამიანს.[2]
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
- მოჭრილი გორა
- გარეტყის გორა
- ჩალაუბნის ეკლესია
- ჩალაუბნის ეკლესიების კომპლექსი
- ჩალაუბნის კოშკი
- ჩალაუბნის ღვთისმშობლის ეკლესია
- ჩალაუბნის წმინდა ბარბარეს ეკლესია
- ჩალაუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი
- დიდგორის ნამოსახლარი
- ზედუბნის წმინდა გიორგის ეკლესია
- თეთრი ქვები
- რცხილის სერის ნამოსახლარი და სამაროვანი
- სანგლის სერი
- ტინის სერის ნამოსახლარები და სამაროვანი
- ყოყოჩაანთ საყდარი
- ხოსროს გორა
- ხუცისხევი
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 76.
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 219.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 222.