სანგლის სერი — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის სამხრეთით ხუთ კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ ბრინჯაოსა და რკინის ხანას. ძეგლი აღმოაჩინა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური).

ნამოსახლარი გამართულია თხემმოსწორებულ ბუნებრივ შემაღლებაზე, რომელიც გამოყოფილია ერთი განიერი ტერასით. ზედაპირულად შეკრულია ამოდარული ზოლებით შემკული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება