ჩალაუბნის ეკლესია

ჩალაუბნის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის ჩრდილო-დასავლეთით 3,5 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის მსხვილი ქვითა და ნატეხი ქვით. კონსტრ. ადგილებში გამოყენებულია კვადრატული აგური. ინტერიერი კირით არის შელესილ-შეთეთრებული. დაზიანებულია სანახევროდაა ჩამოქცეული კამარა, ჩამოშლილია კრამიტის საბურავი და კედლების საპირე ქვების დიდი ნაწილი, ჩამონგრეულია ლავგარდანი. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი თაღოვანია. კარის ზემოთ ერთი ბრტყლად გადახურული პატარა სარკმელია. აღმოსავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში, ერთი შეისრული სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო პატარა ნიშაა. აფსიდი გადახურულია არაწესიერი ფორმისს სხმული კონქით. კამარის შემორჩენილი ნაწილიც სხმულია, ტლანქი.

ლიტერატურა რედაქტირება