შალვა გოგოლაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგოლაშვილი.

შალვა სიმონის ძე გოგოლაშვილი (ხონელი) (დ. 14 იანვარი [ძვ. სტ. 1 იანვარი], 1887, ქუთაისი — გ. 1 ნოემბერი, 1972, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1961).

შალვა ხონელი
დაბადების სახელი შალვა გოგოლაშვილი
დაბადების თარიღი 13 იანვარი, 1887
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 1 ნოემბერი, 1972 (85 წლის)
ქუთაისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
სსრკ
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია (1904). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1905 წელს ხონში. შემდეგ მსახიობად და რეჟისორად მუშაობდა თბილისის (1910–12), ქუთაისის (1912–1917), ბაქოს ქართულ (1917–1920), ბათუმის (1920–1923), ფოთის (1923–1926), ჭიათურის (1926–1928) თეატრებში. 1928 წლიდან გარდაცვალებამდე ქუთაისის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. შესრულებული აქვს 200-მდე როლი, მათ შორის: პარასკიდი და კოწია (შალვა დადიანის „კაკალ გულში“ და „გუშინდელნი“), ლომკაცა (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), კოსტაია (ავქსენტი ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), ელიზბარი (გიორგი შატბერაშვილის „ფიქრის გორა“), პასტორი (ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“), ბენ აკიბა (კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), ხლესტაკოვი (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“) და სხვა.

1926 წლიდან იღებდნენ კინოში. აღსანიშნავია როლები: მიკიტანი („სამანიშვილის დედინაცვალი“, 1927), ფრანგი ოფიცერი („კომუნარის ჩიბუხი“, 1929), მამულოვი („საკანი №79“, 1930), მამასახლისი („უკანასკნელი მასკარადი“, 1934), პრისტავი („დაკარგული სამოთხე“, 1937), ნესტორი („კოლხეთის ჩირაღდნები“, 1941). გოგოლაშვილმა ქართული თეატრისათვის თარგმნა და გადმოაკეთა 80-ზე მეტი პიესა.

გარდაიცვალა 1972 წელს. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ნათამაშები როლები

რედაქტირება

მესხიშვილის თეატრი

რედაქტირება

ჭიათურის თეატრი

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება