ქალთა XII საჭადრაკო ოლიმპიადა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ქალთა XII საჭადრაკო ოლიმპიადა}} |
16 ნოემბერი - 2 დეკემბერი 1986. დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
ისტორია
რედაქტირებადუბაიში 49 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბა. სსრ კავშირის ნაკრებს დაუბრუნდა ნანა იოსელიანი. მეორე დაფაზე თამაშობდა ელენე ახმილოვსკაია, რომელიც მაშინ ჩვენი რძალი იყო, თბილისში ცხოვრობდა და საქართველოს სახელით ასპარეზობდა. ასე რომ ოლიმპიადაზე საბჭოთა ქვეყნის ღირესბას კვლავ თბილისელები იცავდნენ. როგორც შემდგომ გამოირკვა ეს საბჭოთა ქალთა ნაკრების ბოლო გამარჯვება აღმოჩნდა ოლიმპიადებზე. ეს გამარჯვება კი საბჭოელებმა უპრობლემოდ მოიპოვეს. ორი ტურის შემდეგ ექვს გუნდს (სსრ კავშირი, უნგრეთი, რუმინეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და შვეიცარია) ქულათა მაქსიმუმი, 6-6 ქულა ჰქონდათ. მერე დაიწყო ლიდერთა ურთიერთშეხვედრები და საბჭოთა გუნდიც ნელ-ნელა დაცილდა მეტოქეებს. მათი პირველი მსხვერპლი ჩინელები აღმოჩდნენ. მეოთხე ტურში საბჭოთა მოჭდრაკეები რუმინელებს შეხვდნენ, რომლებიც ნახევარი ქულით იყვნენ წინ. მორიგი გამარჯვება და საბჭოელები ერთპიროვნულად დაწინაურდნენ. მეხუთე ტურიდან მოყოლებული კი სხვაობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მეათე ტურის შემდეგ სხვაობა უკვე 3,5 ქულა იყო და ცხადი გახდა, რომ საბჭოელები ვერა მენჩიკის თასს ისევ მოსკოვში დააბრუნებდნენ. ბრძოლა უკვე მეორე-მესამე ადგილებისათვის გაგრძელდა. ამ ბრძოლაში უნგრელები, ჩინელები, რუმინელები და იუგოსლავიელები მონაწილეობდნენ. პირველნი ბრძოლას იუგოსლავიელები გამოაკლდნენ. მერვე ტურში ჩინელებთან სასტიკი მარცხის (0-3) შემდეგ ისინი წელში ვეღარ გასწორდნენ და მეხუთე ადგილს დასჯერდნენ. სამაგიეროდ დაწინაურდნენ უნგრელები. ისინი ნელ-ნელა ზრდიდნენ უპირატესობას და ბოლო ტურის წინ გაინაღდეს კიდეც მეორე ადგილი. მხოლოდ კოეფიციენტებმა გადაწყვიტა მესამე ადგილის ბედი. ეს მაჩვენებელი რუმინელებს უკეთესი აღმოაჩბდათ და მესამე ადგილსაც ისინი დაეუფლნენ. საბჭოთა გუნდში და საერთოდ ოლიმპიადაზე ყველაზე შთამბეჭდავად ითამაშ ნონა გარფინდაშვილმა, რომელმაც ასპროცენტიანი შედეგი აჩვენა, თავისი დაფაც მოიგო და საუკეთესო პერფორმანსიც ჰქონდა.
ტექნიკური შედეგები (პირველი ათეული)
რედაქტირებაა | გუნდები | ქ | კ | მ | ფ | წ | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | სსრკ | 33,5 | 339,5 | 13 | 1 | 0 |
3 |
3 |
2 |
2 |
2 |
2 |
2,5 |
2 |
2 |
3 |
3 |
2,5 |
3 |
1,5 |
2 | უნგრეთი | 29 | 343,5 | 8 | 4 | 2 |
3 |
3 |
1,5 |
1 |
2,5 |
1 |
1,5 |
2 |
2,5 |
2,5 |
1,5 |
2,5 |
3 |
1,5 |
3 | რუმინეთი | 28 | 343,5 | 8 | 2 | 4 |
3 |
3 |
2,5 |
1 |
0,5 |
1,5 |
3 |
1 |
2,5 |
1 |
2,5 |
2,5 |
1,5 |
2,5 |
4 | ჩინეთი | 28 | 342,0 | 8 | 2 | 4 |
3 |
3 |
1 |
2,5 |
2,5 |
1,5 |
1,5 |
3 |
1 |
0,5 |
2 |
2,5 |
1 |
3 |
5 | იუგოსლავია | 25,5 | 347,0 | 7 | 4 | 3 |
2,5 |
3 |
2 |
2 |
1 |
1,5 |
1,5 |
0 |
2,5 |
1 |
1,5 |
2,5 |
3 |
1,5 |
6 | გერმანია | 25 | 343,0 | 9 | 2 | 3 |
2 |
2 |
2 |
2,5 |
1 |
2,5 |
1,5 |
2 |
1 |
2,5 |
1,5 |
0,5 |
2 |
2 |
7 | პოლონეთი | 24,5 | 350,0 | 7 | 2 | 5 |
3 |
1,5 |
1 |
3 |
0,5 |
3 |
2,5 |
1 |
2 |
2 |
2 |
0,5 |
1 |
1,5 |
8 | ინგლისი | 24,5 | 344,0 | 8 | 2 | 4 |
2,5 |
2 |
2 |
2,5 |
2 |
1,5 |
0,5 |
1 |
3 |
0,5 |
0,5 |
3 |
2 |
1,5 |
9 | ბულგარეთი | 23,5 | 344,0 | 6 | 4 | 4 |
3 |
2,5 |
1,5 |
0,5 |
1,5 |
2,5 |
0 |
2 |
3 |
0 |
1,5 |
3 |
1 |
1,5 |
10 | კუბა | 23 | 337,5 | 6 | 4 | 4 |
3 |
1,5 |
1 |
2 |
1,5 |
1 |
2 |
2,5 |
1,5 |
2 |
1 |
0,5 |
2 |
1,5 |
22,5 ქულა 11. ბრაზილია, 12. ავსტრია, 13. ფინეთი
- 22 ქულა
14. ესპანეთი, 15. საფრანგეთი, 16. აშშ, 17. შოტლანდია
- 21,5 ქულა
18. საბერძნეთი, 19. ინდოეთი, 20. ირლანდია, 21. უელსი, 22. მექსიკა
- 21 ქულა
23. შვეიცარია, 24. არგენტინა, 25. ინდონეზია, 26. თურქეთი, 27. ბელგია-21, 28. იტალია 20,5 ქულა 29. კოლუმბია, 30. ფილიპინები, 31. დომინიკელთა რესპუბლიკა, 32. ბანგლადეში, 33. ავსტრალია, 34. არაბთა გაერთიანებული საამიროები
- 20 ქულა
35. ერაყი, 36 გვატემალა, 37. ვენესუელა, 38. ურუგვაი
- 19,5 ქულა
39. იაპონია, 40. მალაიზია, 41. ახალი ზელანდია, 42. პორტუგალია, 43. სირია
- 18,5 ქულა
44. პუერტო-რიკო
- 16,5 ქულა
45. ტრინიდადი და ტობაგო, 46. იამაიკა
- 15,5 ქულა
47. ნიგერია
- 5,5 ქულა
48. სეიშელი
- 2,5 ქულა
49. პანამა
ჩემპიონის შედეგები მატჩების მიხედვით
რედაქტირებასსრკ | ქ | პ | + | = | - | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მაია ჩიბურდანიძე | 1 | 0,5 | 1 | 0,5 | 1 | 0,5 | 1 | 1 | 1 | 0,5 | 8 | 10 | 6 | 4 | 0 | ||||
ელენე ახმილოვსკაია | 1 | 1 | 0,5 | 1 | 0,5 | 1 | 0 | 0,5 | 1 | 1 | 1 | 0 | 8,5 | 12 | 7 | 3 | 2 | ||
ნონა გაფრინდაშვილი | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 10 | 10 | 10 | 0 | 0 | 0 | |||
ნანა იოსელიანი | 1 | 0,5 | 0,5 | 0 | 0,5 | 1 | 1 | 1 | 0,5 | 1 | 7 | 10 | 5 | 4 | 1 |
პრიზიორთა შემადგენლობა და შედეგები
რედაქტირებაჟუჟა ვერეცი 9 (+5=8-0), ილდიკო მადლი 10,5 (+7=7-0), მარია ივანკა 7 (+5=4-1), მარია გროში 2,5 (+2=1-2).
მარგარეტა მურეშნი 5 (+4=2-3), დანიელა ნუცუ 9,5 (+6=7-1), ელიზაბეტა პოლიქრონიადე 8,5 (+6=3-1), გაბრიელა სტანჩუ 7 (+5=4-0).
საუკეთესო პერფორმანსი
რედაქტირება# | მოჭადრაკე | ქვეყანა | ქულა |
---|---|---|---|
1 | ნონა გაფრინდაშვილი | სსრკ | 2413 |
2 | ლიუ შილანი | ჩინეთი | 2393 |
3 | მაია ჩიბურდანიძე | სსრკ | 2388 |
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
რედაქტირებაპირველი დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ტატიანა ლემაჩკო | შვეიცარია | 9,5 | 11 | 86,4 |
მაია ჩიბურდანიძე | სსრკ | 8 | 10 | 80,0 |
ლიუ შილანი | ჩინეთი | 11 | 14 | 78,6 |
მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ფრეიდაჰ ქარიმი | არაბთა გაერთიანებული საამიროები | 7 | 8 | 87,5 |
დებორა კოოპერი | უელსი | 8 | 10 | 80,0 |
ილდიკო მადლი | უნგრეთი | 10,5 | 14 | 78,6 |
მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ნონა გაფრინდაშვილი | სსრკ | 10 | 10 | 100,0 |
იადირა ჰერნანდეს-გუერო | მექსიკა | 8,5 | 11 | 77,3 |
სუზანა მაქსიმოვიჩი | იუგოსლავია | 9 | 12 | 75,0 |
ზირკა ფრომეტა | კუბა | 9 | 12 | 75,0 |
სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
გაბრიელა სტანჩუ | რუმინეთი | 7 | 9 | 77,8 |
ა. მოჰამედი | ერაყი | 7,5 | 10 | 75,0 |
ურდა ფოგელი | ფინეთი | 8 | 11 | 72,7 |
ლიტერატურა
რედაქტირება- თენგიზ გიორგაძე. ქართული ჭადრაკის მატიანე. თბილისი, ,,განათლება’’ 1995.
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990