ფობია (ბერძ. φοβία, φόβος) — სიტყვა, რომელიც თავდაპირველად ბერძნულ მითოლოგიაში გამოიყენებოდა დემონისა და ერთ-ერთი ღმერთის აღსანიშნავად. ფობიამ ფართო გავრცელება ჰპოვა XX საუკუნის დასაწყისში და ჯერ ფსიქიატრიაში იქცა ტექნიკურ ცნება-ტერმინად, ხოლო მოგვიანებით კი ფსიქოლოგიაში.

დღესდღეობით გამოიყენება შიშის (<= ფობია), ასევე მოშიშარის (<= ფობი) აღსანიშნავად. სიტყვაფორმით ფობია აღინიშნება აბსტრაქტული ტერმინი შიში, ხოლო ფობი კი უფრო მოშიშარ პირს აღნიშნავს და სემანტიკურ ფუნქციას მხოლოდ რთულ შედგენილ სიტყვაში იძენს (<= ფობი: კლაუსტროფობი, აგირაფობი, ჰომოფობი), რის გამოც ბევრის მიერ ბოლოსართად აღიქმება. რაც შეეხება ტერმინს ფობიას, იგი ანაცვლებს აბსტრაქტულ ცნებას შიში, ზიზღი. (<= ფობია: სოციოფობია, კლაუსტროფობია, ჰომოფობია).

ტერმინ ფობიის ანტონიმია ფილია და ფობიის მსგავსად ფილიაც ( - გაუაზრებელ) შფოთვით აშლილობას აღნიშნავს ფსიქიატრიასა და ფსიქოლოგიაში.

ლინგვისტური თვალსაზრისით ფობია და შიში ანტონიმებია, თუმცა ფსიქიატრია ორივე ცნებას საერთო ბაზისის აშლილობებად განიხილავს, რადგან ორივეს აშლილობის მიზეზს ნევროზი, დაუსაბუთებელი შიში და შფოთვა წარმოადგენს გარკვეული საგნისა თუ მოვლენის მიმართ და შედეგის თვალსაზრისითაც დამამძიმებლად მოქმედებს პაციენტის საერთო მდგომარეობაზე.

სხვადასხვა ფობიების დასახელებები ხშირად მეტყველებაშიც გამოიყენება პოლიტიკური მეტოქეების მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ იდეოლოგიური ბრძოლის (მაგ. საარჩევნო კამპანია, ჩვეულებრივი საპარლამენტო ბატალიები, სატელევიზიო დაპირისპირებები და მისთანანი) დროს.

იხილეთ აგრეთვე: კატეგორია:ფობიები

  • ნეკროფობია — სიკვდილისა და მკვდრების შიში.
  • ნეოფობია, ცაინოფობია, ცაინოტოფობია, ცენოფობია, ცენტოფობია, კაინოლოფობია, კაინოფობია — სიახლის შიში.
  • ნიქტოფობია, ახლუოფობია, ლიგოფობია, სკოტოფობია — სიბნელის შიში.
  • ნოსოკომეფობია — საავადმყოფოების შიში.
  • ნოსოფობია — ავადმყოფთან შეხების შიში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Chris Aldrich (2002-12-02). The Aldrich Dictionary of Phobias and Other Word Families. Trafford Publishing, გვ. 224–236. ISBN 1-55369-886-X.