რადიოფობია
რადიოფობია — ფსიქო-სომატური და ფიზიოლოგიური კომპლექსების ერთობლიობა, რაც გამოხატულია მაიონებელი (რადიაციული) და არამაიონებელი (ელექტრომაგნიტური) გამოსხივების მიმართ შიშით.
რადიოფობია არ უნდა იქნას გათანაბრებული რადიაციული გამოსხივებით მიყენებულ რეალურ საფრთხესთან, რადგან ცოცხალი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზარალი რამდენიმე ზივერტს სცდება, ხოლო რადიოფობიით შებყრობილ ადამიანებს, გაცილებით მცირე დოზით დასხივებისაც კი ეშინიათ.
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ტექნოგენური კატასტროფის შემდეგ, ტერმინი რადიოფობია აქტიურად დამკვიდრდა, როგორც ზოგად საზოგადოებრივ, ასევე სამეცნიერო წრეებში[1][2].
ამგვარი ფობიის მქონე ადამიანებს აქვთ სამედიცინო რადიოლოგიური კვლევების გავლის შიში, კერძოდ, რენტგენოგრაფიის და კომპიუტერული ტომოგრაფიის. უნდა აღინიშნოს, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად მიყენებული დასხივების ოდენობა, ერთჯერადად 0,4 დან 5,5 მიკროზივერტამდეა, ხოლო რენტგენოგრაფიის დროს დოზა უფრო მცირეა, რაც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.[3]
მსგავსი შიში ჰქონდათ სტივ ჯობსს და ბობ მარლის.[4][5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Radiophobia hits USSR after Chernobyl (1988)“. Tyrone Daily Herald. 1988-02-10. p. 2. ციტირების თარიღი: 2017-04-21.
- ↑ „Need to alert Chernobyl-area residents of cancer threat debated (1988)“. The San Bernardino County Sun. 1988-05-14. p. 4. ციტირების თარიღი: 2017-04-21.
- ↑ andromed ka. ციტირების თარიღი: 2024-01-14
- ↑ Walton, Alice G.. Steve Jobs' Cancer Treatment Regrets en. ციტირების თარიღი: 2022-03-30
- ↑ The Tribune (2011-04-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-17. ციტირების თარიღი: 2022-03-30