ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური — უმოქმედო ატომური ელექტროსადგური უკრაინაში. ის ფართოდაა ცნობილი 1986 წლის 26 აპრილს მომხდარი კატასტროფის შემდეგ. მდებარეობს ჩრდილოეთ უკრაინაში, ბელარუს-უკრაინის საზღვრიდან 11 კილომეტრში, დნეპრის მარჯვენა შენაკად პრიპიატის ნაპირზე. ელექტროსადგურიდან დასავლეთით მდებარეობს მიტოვებული ქალაქები პრიპიატი და ჩერნობილი, ხოლო სამხრეთით 110 კმ-ში მდებარეობს უკრაინის დედაქალაქი კიევი.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, ხედი ქალაქ პრიპიატიდან.

ისტორია რედაქტირება

სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს 1966 წლის 29 ივნისის დადგენილებით დამტკიცდა ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა 1966-1977 წლებში. დაიგეგმა 11 900 მგვტ სიმძლავრის ექსპლუატაციაში გაშვება, მათ შორის რეაქტორები РБМК — 8000 მგვტ. მათ შორის ერთ-ერთ ატომურ ელექტროსადგურს უნდა შეევსო ელექტროენერგიის დეფიციტი ცენტრალურ ენერგეტიკულ რაიონში — ყველაზე მსხვილი სამხრეთის გაერთიანებულ ენერგოსისტემაში. უკრაინის პირველი ატომური ელექტროსადგურის პირველი ენერგობლოკის ექსპლუატაციაში გაშვება დაიგეგმა 1974 წლისთვის, ხოლო მეორე ენერგობლოკისა 1975 წლისთვის.

ინფორმაცია ენერგობლოკებზე რედაქტირება

ენერგობლოკი რეაქტორის ტიპი სიმძლავრე მშენებლობის
დასაწყისი
ქსელთან მიერთება ექსპლუატაციაში შესვლა დახურვა
სუფთა ბრუტო
ენერგობლოკი № 1 (დახურული) РБМК-1000 925 მგვტ 800 მგვტ 1 მარტი 1970 წ 26 სექტემბერი 1977 წ 27 მაისი 1978 წ გაჩერდა 1996 წლის 30 ნოემბერს პრეზიდენტ ლ. კუჩმას ბრძანებით
ენერგობლოკი № 2 (დახურული) РБМК-1000 925 მგვტ 1000 მგვტ 1 თებერვალი 1973 წ 21 დეკემბერი 1978 წ 28 მაისი 1979 წ გაჩერდა 1991 წლის 11 ოქტომბერს, სამანქანო დარბაზში ხანძრის შემდეგ.
ენერგობლოკი № 3 (დახურული) РБМК-1000 925 მგვტ 1000 მგვტ 1 მარტი 1976 წ 3 დეკემბერი 1981 წ 8 ივნისი 1982 წ გაჩერდა 2000 წლის 15 დეკემბერს პრეზიდენტ ლ. კუჩმას ბრძანებით
ენერგობლოკი № 4 (ავარიული) РБМК-1000 925 მგვტ 1000 მგვტ 1 აპრილი 1979 წ 22 ნოემბერი 1983 წ 26 მარტი 1984 წ ავარია 1986 წლის 26 აპრილს. რეაქტორის აქტიური ზონა სრულად დაინგრა.
ენერგობლოკი № 5 (მშენებლობა შეჩერდა) РБМК-1000 950 მგვტ 1000 მგვტ 1 იანვარი 1981 წ დეკემბერი 1986 წ (გეგმა) მშენებლობა შეჩერდა 1987 წლის 27 მაისს.
ენერგობლოკი № 6 (მშენებლობა შეჩერდა) РБМК-1000 950 მგვტ 1000 მგვტ 1 იანვარი 1983 წ დეკემბერი 1988 წ (გეგმა) მშენებლობა შეჩერდა 1987 წლის 27 მაისს.

ჩაეს-ის ფოტოები რედაქტირება

 

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება