აკროფობია
აკროფობია (ბერძნ. ἄκροφοβία „მწვერვალის შიში“ — ἄκρος აკროს — „მწვერვალი, უკიდურესი“ და φόβος ფობოს — „შიში“) — სიმაღლის შიში.
აკროფობიით შეპყრულ ხალხს ეშინიათ მაღალ ადგილებზე ასვლის, როგორიცაა შენობა, ან თუნდაც ხე. სიმაღლეზე მათ ემართებათ პანიკური შიში, და დიდი ღელვის გამო ვერ ახერხებენ დაბლა ჩამოსვლას. სიმაღლეზე ყოფნისას, მათ იქიდან გამოხტომის ძლიერი სურვილი უჩნდებათ, მიუხედავად იმისა რომ ისინი შეიძლება არ იყვნენ სუიციდით შეპყრობილნი.