ბიფობია აღნიშნავს ირაციონალურ შიშსა და სიძულვილს ბისექსუალი ადამიანებისადმი, რომელიც ხშირად არის დაკავშირებული ისეთ სტერეოტიპებთან, როგორიც არის ურთიერთობებში ორგულობა/მოღალატეობა, მოუწესრიგებელი სექსუალური ცხოვრება და სექსუალური გზით გადამდები დაავადებების გავრცელება.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ტერმინი წარმოსდგება ინგლ. bi-რაც ნიშნავს ორს და ბერძ. φόβος, phóbos - შიში - მიხედვით. ტრანსფობიასთან ერთად, ჰომოფობია და ბიფობია იმ ტერმინებს წარმოადგენს, რომლებიც გამოიყენება ლგბტ საზოგადოების მიმართ დისკრიმინაციისა და აგრესიის გამოსახატავად.

უარყოფითი სტერეოტიპები

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ ჰომოფობია და ბიფობია ორი განსხვავებული ფენომენია, მათ საერთოც აქვთ: მაშინ, როცა იმავე სქესის ადამიანისაკენ ლტოლვა ბისექსუალობის ნაწილია, ჰეტეროსექსისტების შეხედულება ჰეტეროსექსუალობის თაობაზე, რომ ეს ერთადერთი სწორი ორიენტაციაა, ეხება როგორც გეებს, ასევე ბისექსუალებს.

აღსანიშნავია, რომ ბიფობია კლინიკურ ფსიქოლოგიაში დაავადებად არაა მიჩნეული და მისი მნიშვნელობა პრაქტიკულად გათანაბრებულია ქსენოფობიასთან.

ლიტერატურა

რედაქტირება

↑ შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]