გენოფობია
გენოფობია ან ცოიტოფობია (ძვ. ბერძნ. γένος genos — სქესი; φόβος — შიში) — სექსუალური სიახლოვის შიში. ეს სიტყვა ასევე ჩამოყალიბდა ბერძნული არსებითი სახელიდან phobos და ტერმინით coitus, რომელიც გულისხმობს კოპულაციის აქტს, რა დროსაც მამრობითი რეპროდუქციული ორგანო შეიყვანება ქალის რეპროდუქციულ ტრაქტში. გენოფობიის აღწერისას შეიძლება გამოყენებული იქნას ტერმინი ეროტოფობია, რომელიც გამომდინარეობს ბერძნული ღვთაების სახელიდან ეროსი, რომელიც ბერძნულ მითოლოგიაში არის სიყვარულის ღმერთი.
გამომწვევი მიზეზები
რედაქტირებაშეიძლება არსებობდეს უამრავი მიზეზი, რასაც მოჰყვება ადამიანებში გენოფოფიის განვითარება, თუმცა ბევრ სხვა მიზეზთაგან მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზია სექსუალური ხასიათის ძალადობა ან გაუპატიურება, რაც მსხვერპლში იწვევს გენოფობიის განვითარებას და გამოიხატება სექსის მიმართ ფსიქიკური და ფიზიოლოგიური შიშით.
სიმპტომები
რედაქტირებაგენოფობიის სიმპტომებია: პანიკის შეტევა, ტერორის და შიშის შეგრძნება, გულისცემის აჩქარება, ჰაერის უკმარისობა, კანკალი, შფოთვა, ოფლიანობა, ხშირი ტირილი და სხვებისათვის თავის არიდება.[1][2]