ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გლოსოფობია (ბერძ. γλῶσσα — ენა და φόβος — შიში) — საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლისას ირაციონალური, უკონტროლო და მუდმივი შიში.

გლოსოფობიის მქონე ადამიანები სხვადასხვა ჯგუფის წინ საუბრისას დისკომფორტს და შფოთვას განიცდიან. ეს გამოიხატება უკონტროლო კანკალში, ოფლიანობაში და გულის აჩქარებაში. გლოსოფობია სოციალური ფობიაა, ან სოციალური შფოთვითი აშლილობა. ის წარმოქმნის შიშებს, რომლებიც ხშირად არალოგიკურია. გლოსოფობია, შფოთვითი აშლილობა, წარმოადგენს ამ ჯგუფის თავისებურ სიმპტომებს. ეს ნიშნავს, რომ გლოსოფობიის მქონე ადამიანი განიცდის შფოთვასთან დაკავშირებულ განსხვავებულ სიმპტომებს საზოგადოებაში სიტყვით გამოსვლისას. ზოგჯერ შიში იმდენად დიდია, რომ სიტუაციის წარმოდგენაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა შფოთვითი რეაქციები გამოავლინოს.

გლოსოფობიის მიზეზები

რედაქტირება

ამ ფობიიას უმეტეს შემთხვევაში ზუსტი მიზეზი არ აქვს, მაგრამ არის რამდენიმე მიზეზი თუ რატომ აქვთ ადამიანებს ეს ფობია: ერთი ან მრავალი ტრავმული გამოცდილება, რომელიც დაკავშირებულია საჯარო გამოსვლასთან ან გენეტიკური მიდრეკილება შფოთისა და სტრესის მიმართ.

გლოსოფობიის მკურნალობა

რედაქტირება

საჯაროდ სიტყვით გამოსვლის შიშების დაძლევაში ადამიანებს ნევროლოგები, ფსიქოკონსულტანტები და ფსიქოთერაპევტები ეხმარებიან. ისინი ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას ადგენენ. გლოსოფობიის სამკურნალოდ აუცილებელია ფსიქოთერაპიული სესიების ჩატარება. თერაპიის საფუძველი, რომ ადამიანი აწყდება სიტუაციას, რომელიც იწვევს შფოთვას, ასე რომ მას შეუძლია გადალახოს აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შიში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გლოსოფობია“-დან