შფოთვითი აშლილობები
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|შფოთვითი აშლილობები}} |
დეფინიცია. შფოთვა წარმოადგენს სინდრომს, რომელიც შედგება როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიოლოგიური კომპონენტებისგან. ფსიქოლოგიური კომპონენტებიდან შეგვიძლია გამოვყოთ შფოთვა, რომლის გაკოტროლება ვერ ხერხდება, მოუსვენრობა, კონცენტრირების უუნარობა და უძილობა. ფიზიოლოგიური კომპონენტებიდან - უნებლიე ჰიპერაქტივობა და მოძრაობის დაძაბულობა.
რისკ-ფაქტორები/წარმოშობა. ფსიქოდინამიური თეორია ამტკიცებს, რომ შფოთვას ადგილი აქვს მას შემდეგ, რაც ინსტინქტების მამოძრავებელი სისტემა იწყებს მოშლას. ბიჰევიორიზმის თეორიის მიხედვით კი შფოთვა წარმოადგენს ორგანიზმის რეაქციას შიშის გამომწვევ გარემოს ფაქტორებზე.
პანიკური აშლილობა. ადგილი აქვს მოულოდნელ და განმეორებად პანიკის შეტევებს. ასეთი შეტევების დროს სახეზეა უდავო ფიზიოლოგიური ნიშნები - ტაქიკარდია, სუნთქვის აჩქარება, თავბრუსხვევა და ოფლიანობა.
რისკ-ფაქტორები/წარმოშობა: პანიკური აშლილობის ჩამოყალიბება, როგორც წესი, დაკავშირებულია ბავშვობის ასაკში დიდ დანაკარგთან (მაგ. ოჯახის წევრის დაკარგვა, და სხვ.) ხოლო მოზარდობის შემთვხევაში - ახლობელ ადამიანთან დაშორება. ამ აშლილობით დაავადებული ადამიანების უმეტესობას ეწყება პანიკის სიმპტომების განვითარება ე.წ. „პანიკოგენებისგან“ , როგორიცაა იოქიმბინი, კოფეინი და სხვა ნივთიერებები. ტყუპების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამ აშლილობისთვის აგრეთვე დამახასიათებელია გენეტიკური ფაქტორების არსებობა.
სიმპტომები: ემართება მოსახლეობის 2%-ს და მათ შორის ქალები მამაკაცებს ორჯერ სჭარბობს. როგორც წესი, იწყება ცხოვრების მესამე დეკადაში, ხოლო პანიკის ინტენსივობა მერყეობს და ხშირად დამოკიდებულია დამატებით სტრესულ ფაქტორებზე; უმეტესწილად მიმდინარეობს რამდენიმე წუთი.
ასოცირებული პრობლემები: აგორაფობია, დეპრესია, ნივთიერებებით ინტოქსიკაცია.
მკურნალობა. ტარდება ფარმაკოლოგიური მკურნალობა, მათ შორის - ფლუოქსეტინი, ალპრაზოლამი, კლონაზეპამი, იმიპრამინი, და სხვ. ფსიქოთერაპული მკურნალობა მოიცავს - პანიკის შეტევის დროს რელაქსაციური ვარჯიშების სწავლა და აგორაფობიის სიმპტომების სისტემატიური „დესენსიტიზაცია“, ე.ი. მგრძნობიარობის შესუსტება.
ფობიური აშლილობები. ობიექტების, ნივთების,მოქმედებების და სიტუაციებისადმი ირაციონალური შიში და შესაბამისად თავიდან აცილების მცდელობა.
სიმპტომატიკა
- აგორაფობია - ისეთი ადგილების მიმართ შიში, საიდანაც პანიკის შემთხვევაში გაქცევა გაჭირდებოდა (საზოგადოებრივი შეყრის ადგილები, ტრანსპორტი, გარემოში მარტო ყოფნა, და სხვ.). უფრო მეტად გავრცელებულია ქალებში. ხშირად იწვევს გადაადგილების დროს და ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრებაში ძლიერ დისკომფორტს.
- სპეციფიკური ფობია - ნივთებისა და სიტუაციებისადმი თავის არიდება, რომელიც განსხვავდება აგორაფობიისგან ან სოციალური ფობიისგან. უმეტესად დაკავშირებულია ცხოველებთან (მაგ. ობობები), ბუნებრივ მოვლენებთან (მაგ. შტორმი), დაზიანებასთან (ნემსის ჩხვლეტა, სისხლი) და სიტუაციებთან (მაგ. დიდი სიმაღლე, სიბნელე, და სხვ.).
- სოციალური ფობია - დაჩაგრვის ან სიმორცხვის შიში ან ზოგად სოცილურ ან სპეციფიურ (მაგ. ხალხში გამოსვლა, რინგი, და სხვ.) გარემოში.
მკურნალობა. ტარდება კოგნიტიურ-ბიჰევიორალური ფსიქოთერაპია, რომელიც მოიცავს სისტემატიურ დესენსიტიზაციაში და თავის თავში დარწმუნებულობაში ტრეინინგს. ფარმაკოტერაპია მოიცავს - ბუსპირონს, ბეტა-ბლოკატორებს, და სხვ.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა. ამ აშლილობისთვის დამახასიათებელია სუბიექტის მიერ რაიმის აკვიატება ან რაიმის ჯიუტად კეთება, რაც პერიოდულად მეორდება და თვით სუბიექტი ამას აღიქვამს ირაციონალურ, უაზრო ქმედებად. აკვიატება, როგორც წესი დაკავშირებულია ინტენსიური აღგზნების პროცესებთან, როგორიცაა - სექსი, აგრესია, სინანული, ეჭვი და სხვ. კომპულსია კი სპეციფიკური ქცევის ფორმაა, რომლის მეშვეობითაც ადგილი აქვს აღგზნების ინტენსივობის შემცირებას, მაგ. ხელის დაბანა, რაიმის წესრიგში მოყვანა, შემოწმება, დათვლა და, აგრეთვე ლოცვა.
რისკ-ფაქტორები/წარმოშობა. შესაძლოა დაკავშირებული იყოს სეროტონინის მეტაბოლიზმის აშლილობასთან.
სიმპტომები. ემართება მოსახლეობის 2%, თანაბრად მამაკაცებში და ქალებში. არის ზოგიერთი მონაცემი ამ აშლილობის მემკვიდრეობითობაზე. როგორც წესი პროცესი ფარულია და იწყება ბავშვობაში ან ადრეულ სიყმაწვილეში. სიმპტომების ინტენსივობა ცვალებადია. ხშირად ადგილი აქვს ნივთიერებების ბოროტად გამოყენებას.
მკურნალობა. ტარდება ბიჰევიორალური თერაპია, რომელიც მოიცავს რელაქსაციის ტრეინინგს, ფიქრის შეჩერების მეთოდიკას, რეაქციის მიცემის აღმოფხვრას, და სხვ. ფარმაკოთერაპია მოიცავს სეროტონინის თავიდან შეწოვის ინჰიბიტორებს (ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი) და კლომიპრამინს.
ძლიერი სტრესის და პოსტ-ტრავმატიული სტრესის აშლილობები. დამახასიათებელია ძლიერი შფოთვის სიმპტომატიკა, რომელმაც შედეგად გამოიწვია შიში ან უსუსურობის შეგრძნება. თუკი შფოთვა გრძელდება ერთ თვეზე ნაკლებ ხანს (მაგრამ ორ დღეზე მეტ ხანს) და სიმტომების წარმოშობა მოხდა სტრესული ფაქტორის მოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქმე გვაქვს ძლიერი სტრესის აშლილობასთან. იმ შემთხვევაში, თუკი შფოთვა ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება ადგილი აქვს პოსტ-ტრავმატიული სტრესის აშლილობას.
სიმპტომები. ადგილი აქვს ნებისმიერ ასაკში. შემთხვევების დაახლოებით 50% იკურნება სამი თვის განმავლობაში. როგორც წესი, იწყება ტრავმის წარმოქმნიდან უმალვე, მაგრამ შესაძლოა გამოვლინდეს თვეების ან წლების შემდეგ. გამოირჩევა სამი ძირითადი სიმპტომატური ჯგუფი: 1. ტრავმატული შემთხვევის თავიდან განცდა: დასიზმრება, უეცარი მოლანდება, და ა.შ.; 2. ტრავმასთან დაკავშირებული მასტიმულირებელი ფაქტორების თავიდან აცილება; 3. მოჭარბებული აღგზნებადობა (ძილის დარღვევა, ეგზალტაცია, და სხვ.)
მკურნალობა. ტრავმის შემდეგი კონსულტაციები, ჯგუფური ფსიქოთერაპია სხვა დაზარალებულებთან ერთად. ფარმაკოთერაპია მოიცავს ანტიდეპრესანტების გამოყენებას, ბენზოდიაზეპინებს.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა. დამახასიათებელია ცხოვრებისეულ გარემოებებთან დაკავშირებული ინტენსიური აგზნებადობა, რომელიც გრძელდება ექვს თვეზე მეტ ხანს. ადლი აქვს როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიოლოგიურ სიმპტომატიკას.
რისკ-ფაქტორები/წარმოშობა. შესაძლოა დაკავშირებული იყოს გენეტიკურ ად განპირობებულ ჭარბ აგზნებადობასთან.
სიმპტომები
- ემართება მოსახლეობის დაახ. 5%. მამაკაცების და ქალების რაოდენობრივი შეფარდება 2:3 უტოლდება;
- როგორც წესი იწყება ბავშვობაში, მაგრამ შესაძლოა გამოვლინდეს უფრო გვან ასაკში;
- აშლილობა ქრონიკული ხასიათისაა, მაგრამ სტრესის არსებობის შემთხვევაში უფრო მძაფრდება;
- ასოცირებული პრობლემებიდან გამოიყოფა დეპრესია, სომატური სიმპტომატიკა და ნივტიერებების ბოროტად გამოყენება.
მკურნალობა. ტარდება ბიჰევიორისტული თერაპია, რომელიც მოიცავს რელაქსაციის ტრეინიგს და ბიო-უკუკავშირს. ერთად. ფარმაკოტერაპია მოიცავს სეროტონინის თავიდან შეწოვის ინჰიბიტორებს, ვენლაფაქსინს, ბუსპირონს და ბენზოდიაზეპინებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Harold L. Kaplan, Benjamin J. Sadock; Synopsis of Psychiatry. Lippincott Williams & Wilkins, 2007; 1470p.
- Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders; Fourth edition, American Psychiatric Association, 2000. 943p.
- Pluess, Michael and Conrad, Ansgar and Wilhelm, Frank H.. (2009) Muscle tension in generalized anxiety disorder : a critical review of the literature. Journal of anxiety disorders, Vol. 23, no. 1. S. 1-11.