აეროფობია
(გადამისამართდა გვერდიდან ავიატოფობია)
აეროფობია (ლათ. Aerophobia, ძვ. ბერძნ. ἀήρ „აერ‟ - ჰაერი, ძვ. ბერძნ. φόβος „ფობოს‟ - შიში) — თვითმფრინავით, ან სხვა სახის საშუალებით ფრენის შიში. აგრეთვე, შეიძლება განიხილოს, როგორც ჰაერის და გამჭოლი ქარის ფობია. მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც ავიატოფობია, ან ავიოფობია. აეროფობიით შეპყრობილი ხალხი თავს არიდებს ფრენას. ფრენის ხსენებისას მათ შეიძლება დაეწყოთ პანიკური შეტევა ან პირღებინება.
გამომწვევი მიზეზები
რედაქტირებაფრენის შიში, აეროფობია, შეიძლება გამოწვეულ იქნას სხვა რიგითი ფობიებისა, თუ მიზეზების მიერ:
- ჩაკეტილი სივრცის შიში (კლაუსტროფობია), მაგალითად თვითმფრინავის კაბინა.
- სიმაღლის შიში (აკროფობია).
- პირღებინების შიში (ემეტოფობია). მოგზაურობისას გულისრევის შეგრძნებამ შეიძლება პირღებინება გამოიწვიოს, რის შედეგადაც ფრენა გაუსაძლისი ხდება.
- პანიკური შეტევის შიში ადგილებში, სადაც დამალვა ან/და გაქცევა შეუძლებელია (აგორაფობია).
- თვითმფრინავში ტერორიზმის შიში.
- ტურბულენტობის შიში.
- წყლის თავზე, ან ღამე ფრენის შიში.
- ფეხმძიმობის დროს გარკვეული ჰორომენების გამოყოფის შედეგად.
- ავიაკატასტროფის შიში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის დაზიანება, ან სიკვდილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აეროფობია - ლექსიკონში med.interes.ge[მკვდარი ბმული];