ოსკარ უაილდი

(გადამისამართდა გვერდიდან უალდი, ოსკარ)

ოსკარ ფინგალ ო’ფლაერტი უილს უაილდი (ინგლ. Oscar Fingal O'Flahertie Wills Wilde; დ. 16 ოქტომბერი, 1854 — გ. 30 ნოემბერი, 1900) — ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი დრამატურგი, მწერალი და პოეტი. გვიანდელი ვიქტორიანული ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დრამატურგი, უაღრესად პოპულარული თავის თანამედროვეთა შორის, ცნობილი ენამახვილობითა და მჭევრმეტყველებით, თუმცა დრამატული კრახის განცდის შემდეგ პატიმრობაში გაატარა რამდენიმე წელი ჰომოსექსუალურ აქტში მხილების გამო. დიდი გავლენა მოახდინა სალიტერატურო ინგლისური ენის განვითარებაზე.

ოსკარ უაილდი
ინგლ. Oscar Fingal O’Flahertie Wills Wilde
დაბადების თარიღი 16 ოქტომბერი, 1854(1854-10-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20]
დაბადების ადგილი დუბლინი, დუბლინის საგრაფო, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[21]
გარდაცვალების თარიღი 30 ნოემბერი, 1900(1900-11-30)[22] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [23] [14] [15] [16] [18] [24] [19] [20](46 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[21] [24]
დასაფლავებულია ოსკარ უაილდის საფლავი
ფსევდონიმი С.3.3. და Sebastian Melmoth
საქმიანობა პოეტი[25] [20] , დრამატურგი[25] [20] , ნოველისტი, ჟურნალისტი, საბავშვო მწერალი, რომანისტი[25] , მწერალი[24] [19] [20] [26] , ავტორი[25] , პროზაიკოსი, პუბლიცისტი, ესეისტი და მეიგავე
ენა ფრანგული ენა და ინგლისური ენა
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[8] [27]
ირლანდიის რესპუბლიკა[28] [29]
ალმა-მატერი მაგდალენის კოლეჯი და დუბლინის ტრინიტის კოლეჯი
ჟანრი კომედია, გოთიკური ლიტერატურა, პოეზია, დრამა, ტრაგედია, ზღაპარი, narrative poetry, რომანი, მოთხრობა და ესე
Magnum opus რა მნიშვნელოვანია სერიოზულობა, დორიან გრეის პორტრეტი, ქანთერვილის მოჩვენება, ადამიანის სული სოციალიზმში და The Ballad of Reading Gaol
ჯილდოები Newdigate Prize[30]
მეუღლე კონსტანს ლოიდი[31] [32]
პარტნიორ(ებ)ი Lord Alfred Douglas[31]
შვილ(ებ)ი ვივიან ჰოლანდი[32] და სირილ ჰოლანდი
ხელმოწერა
საიტი cmgww.com/historic/wilde/

ბიოგრაფია რედაქტირება

ოსკარ უაილდი მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდა ყოველივე ოფიციალურს, არ ეგუებოდა საზოგადოებრივ აზრს და ღიად ასილაქებდა კიდეც დრომოჭმულ დოგმებს. ტრივიალურს ვერ იტანდა, უაზროს გაურბოდა. თავმომაბეზრებელი ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის გზას უაილდი ხელოვნებაში ხედავდა (ამ სიტყვას ყოველთვის მთავრული ასოთი წერდა). ხელოვნებას ბრძოლის საშუალებად არასდროს იყენებდა, მასში ჭვრეტდა „სილამაზის ერთგულ სავანეს, სადაც ყოველთვის არის უამრავი გასართობი და საამო, სადაც ცოტა ხნით მაინც შეგვიძლია ამქვეყნიური სიავისა და საშინელების დავიწყება“.

ოსკარ უაილდი 1854 წლის 16 ოქტომბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დაიბადა, ქალაქში, რომელმაც მსოფლიოს არაერთი სახელოვანი მწერალი აჩუქა — ჯონათან სვიფტი, რ.ბ. შერიდანი, ო. გოლდსმითი, ჯ. ბერნარდ შოუ, ჯეიმზ ჯოისი, უ. ბ. იეითსი და ბ. სკოტერი.

ოსკარის მამა სერ უილიამ რობერტ უაილდი არა მხოლოდ ირლანდიაში, არამედ მთელს გაერთიანებულ სამეფოში სახელმოხვეჭილი ოფთალმოლოგი და ოტოლარინგოლოგი იყო. განათლებული უილიამ უაილდი არქეოლოგიითა და ირლანდიური ფოლკლორითაც იყო დაკავებული. ოსკარის დედა — ლედი ჯეინ ფრანჩესკა უაილდი (ქალიშვილობისას ელჯი) — ირლანდიელი, მაღალი წრის, ცნობილი ქალბატონი იყო. ის თეატრის გულმხურვალე თაყვანისმცემელი და პოეტი იყო, და პატრიოტულ ლექსებსაც წერდა ფსევდონიმით სპერანცა (იტალ. Speranza — იმედი). მამისგან ოსკარს საოცარი შრომისმოყვარეობა დაჰყვა, დედამ კი მეოცნებე და ოდნავ ეგზალტირებული ბუნება დააყოლა. მისგანვე გამოჰყვა მხურვალე ინტერესი იდუმალებისა და ფანტასტიკურისადმი, ასევე უჩვეულო ამბების მოგონებისა და მოყოლის უნარი. ოსკარ უაილდზე დიდი გავლენა იქონია დედამისის ლიტერატურულმა სალონმაც, სადაც მომავალმა მწერალმა სიყრმის წლები გაატარა. პოზისადმი ვნება და ხაზგასმული არისტოკრატიზმი უაილდს ბავშვობიდან ჩაუნერგეს. ლედი ფრანჩესკამ კარგად იცოდა უძველესი ენები, შესაბამისად, დედანში იცნობდა ესქილეს, სოფოკლესა და ევრიპიდეს. ელინური ღვთაებრივი ენისადმი სიყვარულიც სწორედ მან ჩაუნერგა თავის ვაჟს.

1864—1871 წწ. დუბლინთან ახლოს, დაბა ენისქილენში, პორტორის სამეფო სკოლაში სწავლობდა. ვუნდერკინდი არ ყოფილა, თუმცა სწრაფი და მკაფიო კითხვა ეხერხებოდა. ოსკარი მკვირცხლი და მჭევრმეტყველი იყო, უყვარდა უბრალო სასკოლო ამბების იუმორისტულ მოთხრობებად ქცევა. სკოლაში მას განსაკუთრებული პრემიაც კი მისცეს ახალი აღთქმის ბერძნული ორიგინალის ცოდნისათვის. სკოლის ოქროს მედალზე დამთავრებამ ოსკარ უაილდს საშუალება მისცა სტიპენდია მიეღო დუბლინის თრინითი-კოლეჯში (სამების კოლეჯი) სწავლის გასაგრძელებლად.

თრინითი-კოლეჯში ოსკარი (1871—1874) ანტიკურ ისტორიასა და კულტურას სწავლობდა, სადაც ძველი ენებისადმი მიდრეკილებით თავი არაერთხელ ისახელა. პირველად აქ მოისმინა ესთეტიკის სალექციო კურსი, თავის კურატორთან — ანტიკური ისტორიის პროფესორ ჯ. პ. მაჰაფისთან ახლო ურთიერთობამ მომავალ მწერალს მნიშვნელოვანი ელემენტები შესძინა კარიერის შესაქმნელად. (საზოგადოდ მიღებული მორალის ზოგიერთი ასპექტის ზიზღი, დენდიზმი ჩაცმულობაში, მსუბუქი თვითირონია და მისწრაფება ელინიზმისადმი).

1874 წელს უაილდმა ოქსფორდის მაგდალენას კოლეჯში კლასიკურ განყოფილებაზე სწავლის სტიპენდია მოიგო. ინგლისის ინტელექტუალურ ციტადელში მან საკუთარი თავი შექმნა. გამოიმუშავა სუფთა ინგლისური აქცენტი: „ჩემი ირლანდიური აქცენტი ერთ-ერთია მრავალთაგან, რომელიც მე ოქსფორდში დავივიწყე“. უაილდმა უნივერსიტეტში ნიჭიერი ადამიანის სახელი მოიხვეჭა, რომელსაც ყველაფერი იოლად გამოუდის. გარდა ამისა, ოქსფორდში ლეგენდები დაირხა „უაილდს ადამიანის შინაგანი სამყაროს დანახვა შეუძლიაო“.

სასწავლებელში უაილდი თეორეტიკოს ჯონ რესქინისა და მისი მოწაფის ოულტერ პეიტერის განუმეორებელ ლექციებს ისმენდა. ორივე მათგანი სილამაზეს აღმერთებდა, თუმცა რესქინი მას სიკეთესთან სინთეზში ხედავდა, პეიტერი კი სილამაზეში ბოროტების ნაზავსაც აღიარებდა. რესქინის ხიბლი უაილდზე მთელი მისი ოქსფორდში ყოფნისას იგრძნობოდა. მოგვიანებით მწერალი პედაგოგს ასეთ წერილს მისწერს: „თქვენშია რაღაც წინასწარმეტყველის, მღვდლისა თუ პოეტის, თანაც ღმერთებს მჭევრმეტყველების ისეთი დიდი ნიჭი დაუნათლებიათ თქვენთვის, როგორიც არავისთვის. თქვენი სიტყვები, სავსენი მხურვალე ვნებით, ჩვენს შორის უსმენოთა მიერაც შეისმინებოდა, უსინათლოთ კი თვალის ჩინად ეფინებოდა“.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

პიესები რედაქტირება

რომანები რედაქტირება

მოთხრობები რედაქტირება

ზღაპრები რედაქტირება

კრებულიდან „ბედნიერი უფლისწული“ და სხვა ზღაპრები“:

  • ბედნიერი უფლისწული
  • ბულბული და ვარდი
  • თავკერძა გოლიათი
  • ერთგული მეგობარი
  • ღირსშესანიშნავი შუშხუნა

კრებულიდან „ბროწეულის სახლი“, განკუთვნილია, უაილდის თქმით, „არაბრიტანელი ბავშვისა და არაბრიტანული საზოგადოებისათვის“:

  • ახალგაზრდა მეფე
  • ინფანტას დაბადების დღე
  • მებადური და მისი სული
  • ვარსკვლავბიჭუნა

პოეზია რედაქტირება

  • ლექსები (1881; ლექსთა კრებული)

პოემები:

  • რავენა (1878)
  • ეროსის ბაღი (გამოქ. 1881)
  • იტისის მოტივი (გამოქ. 1881)
  • ქარმიდე (გამოქ. 1881)
  • პანთეა (გამოქ. 1881)
  • Humanitad (გამოქ. 1881;)
  • სფინქსი (1894)
  • რედინგის ციხის ბალადა (1898)

ლექსები პროზად რედაქტირება

  • მიმდევარი (The Disciple)
  • კეთილისმქმნელი (The Doer of Good)
  • ოსტატი (The Master)
  • სიბრძნის მასწავლებელი (The Teacher of Wisdom)
  • მხატვარი (The Artist)
  • განკითხვის სახლი (The House of Judgement)

ესეები რედაქტირება

  • ადამიანის სული სოციალიზმში (1891; პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „ფორთნაითლი რევიუში“)

კრებული „ჩანაფიქრები“ (1891):

  • სიცრუის ხელოვნების დაცემა (1889; პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ნაინთინს სენჩურიში“)
  • ფუნჯი, კალამი და სამსალა (1889; პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ფორთნაითლი რევიუში“)
  • კრიტიკოსი როგორც მხატვარი (1890; პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ნაინთინს სენჩურიში“)
  • ნიღაბთა სიმართლე (1885; პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ნაინთინს სენჩურიში“ სათაურით „შექსპირი და სცენური კოსტიუმი“)

წერილები რედაქტირება

  • De Profundis (ლათ. „სიღრმიდან“, ანუ „პატიმრის აღსარება“; 1897) — წერილი-აღსარება, რომელიც მგოსანმა თავის მეგობარსა და შეყვარებულს ალფრედ დუგლასს მიუძღვნა. ამ წერილზე უაილდი რედინგის ციხეში ყოფნის ბოლო თვეებში მუშაობდა. 1905 წ. ბერლინურ ჟურნალ „დი იონე რუნდშაუში“ დაიბეჭდა. უაილდის მეგობარმა და დამფასებელმა რობერტ როსმა აღსარების შემცირებული ვარიანტი გამოაქვეყნა. როსის ანდერძის თანახმად, წერილ-აღსარების სრული ვარიანტი მკითხველმა საზოგადოებამ მხოლოდ 1962 წელს იხილა.
  • „ოსკარ უაილდი. წერილები“ — სხვადასხვა წლებში დაწერილი 214 წერილია შეკრებული.

ლექციები და ესთეტიკური მინიატურები რედაქტირება

  • ინგლისური ხელოვნების რენესანსი
  • აღთქმა ახალგაზრდა თაობისადმი
  • ესთეტიკური მანიფესტი
  • ქალის კაბა
  • ისევ კოსტიუმის რეფორმის რადიკალურ იდეებზე
  • მისტერ უისთლერის ლექციაზე ათ საათზე
  • ფერწერისადმი კოსტიუმის დამოკიდებულება. შავ-თეთრი ეტიუდი მისტერ უინსთლერის ლექციაზე
  • შექსპირი სცენურ გაფორმებაზე
  • ამერიკული შემოსევა
  • ახალი წიგნები დიკენსზე
  • ამერიკელი
  • დოსტოევსკის „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“
  • მისტერ ფეითერის წარმოსახვითი პორტრეტები
  • ხელოვნებისა და დარგების სიახლოვე
  • ინგლისელი პოეტი ქალები
  • ლონდონელი მენატურეები
  • უოლტ უიტმენის სახარება
  • მისტერ სუინბერნის ლექსების ბოლო ტომი
  • ჩინელი ბრძენი

სტილიზებული ფსევდონამუშევრები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
საზოგადოებები
ტექსტები

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Oscar Fingal O'Flahertie Wills Wilde — 2000.
  2. 2.0 2.1 Beckson K. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 RKDartists
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  6. 6.0 6.1 IMSLP — 2006.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 8.2 http://web.archive.org/web/20170323053001/http://jeugdliteratuur.org/auteurs/oscar-wilde
  9. 9.0 9.1 Discogs — 2000.
  10. 10.0 10.1 filmportal.de — 2005.
  11. 11.0 11.1 BD Gest'
  12. 12.0 12.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  13. 13.0 13.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  14. 14.0 14.1 Rodgers D. Wilde, Oscar // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — ISBN 978-1-884446-05-4doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T091564
  15. 15.0 15.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  16. 16.0 16.1 GeneaStar
  17. Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  18. 18.0 18.1 Babelio — 2007.
  19. 19.0 19.1 19.2 BeWeB
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 20.4 The Fine Art Archive — 2003.
  21. 21.0 21.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118632779 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  22. Le Temps — 1900. — P. 3. — 29592 ეგზ. — ISSN 2420-2789
  23. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  24. 24.0 24.1 24.2 Archivio Storico Ricordi — 1808.
  25. 25.0 25.1 25.2 25.3 Union List of Artist Names — 2015.
  26. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  27. LIBRIS — 2014.
  28. https://www.musee-orsay.fr/fr/ressources/repertoire-artistes-personnalites/oscar-wilde-122826
  29. https://catalogue.bnf.fr/ark:/12148/cb11929190h
  30. Bell A. Encyclopædia BritannicaEncyclopædia Britannica, Inc., 1768.
  31. 31.0 31.1 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  32. 32.0 32.1 Kindred Britain