დოგმატიკა — ქრისტიანული სასულიერო მწერლობის დარგი, მოძღვრება საღვთისმეტყველო დოგმების შესახებ. მასში გადმოცემულია ქრისტიანობის ფილოსოფიურ-თეოლოგიური არსი. დოგმატიკის წარმოშობა განაპირობა რელიგიათაშორის და თავად ქრისტიანობის წიაღში არსებულმა აზრთა სხვადასხვაობამ და დაპირისპირებამ. მისი მიზანი იყო დომინანტური მოძღვრების დაცვა და განმტკიცება.

ქრისტიანულ რელიგიაში დოგმატიკა თავს იჩენს პირველივე საუკუნეებში. მისი პირველი ერთგვარი შემაჯამებელი ნაშრომია იოანე დამასკელის „მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა“ (IX საუკუნე).

დოგმატიკა საქართველოში

რედაქტირება

დოგმატიკა ქართული სასულიერო მწერლობის მნიშვნელოვანი დარგია. დოგმატიკური თხზულებების ქართულად თარგმნა დაიწყო ადრინდელ შუა საუკუნეებში.

X–XII საუკუნეებში დოგმატიკური მწერლობა თავიანთი შემოქმედებით გაამდიდრეს ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელებმა, თეოფილე ხუცესმონაზონმა, ეფრემ მცირემ, არსენ იყალთოელმა. ამ უკანასკნლემა თარგმნა ბიზანტიური დოგმატიკის საუკეთესო ნიმუშები და შეადგინა ორიგინალური კრებული „დოგმატიკონი“, რომელმაც დიდი გავლენა იქონია შემდგომი ხანის ქართულ სასულიერო მწერლობაზე.

XVII–XVIII საუკუნეებში საქართველოში იწერებოდა „კატეხიზმოს“ ტიპის სახელმძღვანელოები [მ. შ. სულხან-საბა ორბელიანის „საქრისტიანო მოძღვრება“ („სამოთხის კარი“)].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.