ტელენი, ანუ მედლის უკანა მხარე

ტელენი, ანუ მედლის უკანა მხარე“ (ინგლ. Teleny, or The Reverse of the Medal) — ეროტიკული რომანი, რომელიც დაწერილია ინგლისურ ენაზე. იგი პირველად 1893 წელს, ანონიმურად გამოიცა ლონდონში. სავარაუდოდ, იგი იქმნებოდა ახალგაზრდა ადამიანთა ჯგუფის მიერ, რომელთა სათავეში ოსკარ უაილდი იდგა.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოთხრობა იწყება იმით, რომ კამილ დე გრიო თავის დედასთან ერთად ეწვევა საქველმოქმედო კონცერტს. სანამ იგი აკვირდებოდა, თუ როგორ უკრავდა უცხოელი სიმპათიური პიანისტი - რენე ტელენი ფორტეპიანოზე, მას აწუხებდა უცნაური ჰიპნოზირებული მოჩვენებები. დე გრიო აღფრთოვანდა ახალგაზრდა პიანისტით და მათ შორის წარმოიქმნება აუხსნელი, უცნაური და ტელეპათიური სექსუალური კავშირი. ამ შეგრძნებაში შეირწყმება ცნობისმოყვარეობა, აღფრთოვანება და ვნება. ჯერ კიდევ სანამ დე გრიო გაიცნობდა ტელენის, მან კარგად იცოდა, რომ ტელენი ბევრი მამაკაცისთვის და ქალბატონისთვის იყო მიმზიდველი. ისინი ერთმანეთს ხვდებიან და უზიარებენ თავიანთ შეხედულებებს ამ გაუგებარი კავშირის შესახებ. მათ შორის წარმოიქმნება ვნებით აღსავსე რომანი. დე გრიო უკმაყოფილოა იმით, რომ თავისი სიყვარულის და სასურველი სექსუალური კავშირის ობიექტი მამაკაცია, ამიტომ იგი შეეცდება გაიღვიძოს სურვილი თავისი მოსამსახურე ქალთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად, რასაც, შედეგად, ქალბატონის სიკვდილი მოჰყვება.

მომხდარით აღშფოთებული დე გრიო ფიცს დებს, რომ აღარ შეეცდება თავისი სურვილების სხვაგვარად მობრუნებას ან ჩაქრობას და ტელენის დახმარებით იგი შეეთვისება ახალ საზოგადოებას, სადაც მამაკაცები თავის სექსუალურ პარტნიორებად მამაკაცებს ამჯობინებენ. ტელენიმ განაცხადა, რომ იგი დროებით უნდა წავიდეს საზღვარგარეთ, სადაც, თითქოს კოცერტი უნდა შეესრულებინა. დე გრიო, რომელიც ფიქრობდა, რომ იგი ქალაქში არ არის, წავიდა ტელენის სახლში, სადაც თავისი დედის და რენეს ვნებებს წაასწრო. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, დე გრიოს დედამ ტელენის დაპირდა, რომ სექსუალური მომსახურეობის სანაცვლოდ ფულად სესხებს დაუფარავდა.

დე გრიო თვითმკვლელობის ცდის შედეგად რამდენიმე ხნით საავადმყოფოში მოხვდა. როგორც თუ იგი გამოწერეს, დე გრიო პირდაპირ ტელენის საცხოვრებლისკენ გაეშურა, თუმცა ტელენიმ უკვე მოასწრო მკერდში ხანჯლის გაყრა და იატაკზე სისხლით იცლებოდა. დე გრიო მას პატიობს. ისინი თავიდან პირდებიან ერთმანეთს თანაზიარ სიყვარულს, და რენე ტელენი კვდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება