ტერიტორია (ქვეყნის დანაყოფი)
ტერიტორია (ლათ. territorium) — ერთი სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ადმინისტრაციული ერთეული. ქვეყნების უმრავლესობაში ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია წარმოადგენს ორგანიზებულ ნაწილს, რომელიც იმყოფება ქვეყნის კონტროლ ქვეშ, მაგრამ არ გადაიზარდა, ან შესულია ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, რომელსაც აქვს თანაბარი სტატუსი სხვა პოლიტიკურ ერთეულებთან, რომლებსაც ხშირად ეწოდებათ ისეთი ადმინისტრაციული ტერმინები, როგორებიცაა „პროვინცია“ ან „შტატი“. საერთაშორისო პოლიტიკაში, არასუვერენული გეოგრაფიული ზონის ტერიტორიულ დანაყოფებს, რომლებიც იმყოფებიან სხვა სახელმწიფოების კონტროლ ქვეშ და არ აქვთ მინიჭებული თვითმმართველობის უფლებამოსილება, როგორც წესი, წარმოადგენენ მეორე დონის ადმინისტრაციულ ერთეულებს; ან ორივეს.
ეტიმოლოგია
რედაქტირებასიტყვა ტერიტორია წარმოდგება პროტო-ინდო-ევროპული ფუძე ters-დან (სიმშრალე).[1] აქედან წარმოიშვა ლათინური სიტყვა terra (დედამიწა, მიწა) და გვიანდელი ლათინური ტერმინი territorium (ქალაქის ირგვლივ მყოფი მიწა).[2][3]
ტიპები
რედაქტირებაქვეყნის დანაყოფების ტერიტორიების ტიპები მიოცავენ:
- დედაქალაქის ტერიტორია
- დამოკიდებული ტერიტორია
- ფედერალური ტერიტორია
- ზღვისიქითა ტერიტორია
- არაორგანიზებული ტერიტორია — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არმქონე ტერიტორიები, რომლებიც იმართებიან ზემდგომი ხელისუფლების ორგანოების მიერ. პრაქტიკაში ასეთი ტერიტორიები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ყოველთვის მცირერიცხოვანია.
- სადავო ტერიტორია — გეოგრაფიული რაიონი, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს ორი ან რამდენიმე სახელმწიფო. მაგალითად ქაშმირის ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებენ ინდოეთის და პაკისტანის ხელისუფლებები; დღეისათვის დავაში მონაწილე თითოეული სახელმწიფო ქაშმირის მთელ ტერიტორიას განიხილავს საკუთარი ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად. მეორე მაგალითია — ტაივანი, რომლის სუვერენიტეტის სტატუსი დავის საგანს წარმოადგენს და ამ ტერიტორიაზე პრეტენზიას ჩინეთი აცხადებს.
- ოკუპირებული ტერიტორია — გეოგრაფიული რაიონი, რომელიც იმყოფება სხვა სახელმწიფოს ან სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების კონტროლ ქვეშ და არ არის ანექსირებული მის მიერ. ამ ტერიტორიის კონტროლს გარე ძალა ზოგჯერ თვითონვე ახორციელებს, ზოგჯერ კი მის მიმართ ლოიალური მხარე. მაგალითად ოკუპირებული ღაზის სექტორი, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი და აღმოსავლეთ იერუსალიმი, რომლის კონტროლსაც ახორციელებს ისრაელი, მაგრამ არაბულ მხარეს გადაცემული აქვს თვითმმართველობის ზოგიერთი ფუნქციები. მეორე მაგალითია რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს კუთვნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ცხინვალის რეგიონი, მაგრამ დე-იურე ხელისუფლებას ახორციელებენ ადგილობრივი სეპარატისტები.
დედაქალაქის ტერიტორია
რედაქტირებადედაქალაქის ტერიტორია ან დედაქალაქის ფედერალური ტერიტორია — სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორია, სადაც მდებარეობენ ქვეყნების სამთავრობო რეზიდენციები. სახელმწიფო წყობის ფედერაციული მოდელის დროს არც ერთ შტატს ან ტერიტორიულ ერთეულს არ უკავია უპირატესი ადგილი, რადგანაც დედაქალაქი მდებარეობს მის საზღვრებში. დედაქალაქის ტერიტორია შეიძლება წარმოადგენდეს ფედერალური ოლქის ერთ-ერთ კონკრეტულ ფორმას.
- ავსტრალია, ქვეყნის დედაქალაქი კანბერა მდებარეობს ფედერალურ ტერიტორიაზე.
- ინდოეთი, ქვეყნის დედაქალაქი დელი მდებარეობს დედაქალაქის ეროვნულ ტერიტორიაზე.
- ნიგერია, ქვეყნის დედაქალაქი აბუჯა მდებარეობს დედაქალაქის ფედერალურ ტერიტორიაზე.
- პაკისტანი, ქვეყნის დედაქალაქი ისლამაბადი მდებარეობს ისლამაბადის ფედერალურ ტერიტორიაზე.
დამოკიდებული ტერიტორია
რედაქტირებადამოკიდებული ტერიტორია — ადმინისტრაციული ტერიტორია, რომელიც არ არის დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ პოლიტიკურად რჩება სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად.[4] დღეისათვის ყველა დამოკიდებული ტერიტორია ან ზღვისიქითა ტერიტორია, ან არასუვერენული ასოცირებული სახელმწიფოა. დღეისათვის მხოლოდ 4 ქვეყანა ფლობს დამოკიდებულ ტერიტორიებს: დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია და აშშ.
- 3 გვირგვინის მიწა — გაერთიანებული სამეფოს გვირგვინის კუნძულოვანი სამფლობელოები.
- ბრიტანეთის 14 ზღვისიქითა ტერიტორია — გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორია თვითმმართველობის სხვადასხვა ხარისხით.
- ბუვეს კუნძული, პეტრე I-ის კუნძული და დედოფალ მოდის მიწა — ნორვეგიის დაუსახლებელი დამოკიდებული ტერიტორიები.
- კუკის კუნძულები და ნიუეს კუნძული — ახალი ზელანდიის ასოცირებული სახელმწიფოებია.
ფედერალური ტერიტორია
რედაქტირებაფედერალური ტერიტორია — ადმინისტრაციული ტერიტორია, რომელიც არ შედის ფედერაციული სახელმწიფოს არც ერთ შემადგენელ სუბიექტში და პირდაპირ ექვემდებარება ფედერაციის ცენტრალურ ხელისუფლებას.
ფედერალური ტერიტორიები მოიცავს:
ზღვისიქითა ტერიტორია
რედაქტირებაზღვისიქითა ტერიტორია — მეტროპოლიიდან შორს მყოფი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ფართე გაგებით, რომელიც მის მიერ იმართება ოკეანის გაღმიდან. ზღვისიქითა ტერიტორია შეიძლება იყოს ქვეყნის შემადგენელი ნაწილი ან დამოკიდებული ტერიტორია.
- 5 საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება — საფრანგეთის ზღვისიქითა ავტონომიური ტერიტორიები, რომლებიც ასევე წარმოადგენენ მის ნაწილს.
- გრენლანდია და ფარერის კუნძულები — დანიის სამეფოს შემადგენელი ნაწილები, რომლებსაც შიდა თვითმმართველობის უფლებები გააჩნიათ.
- ბრიტანეთის 14 ზღვისიქითა ტერიტორია — გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორია თვითმმართველობის სხვადასხვა ხარისხით.
- ამერიკის სამოა, გუამი, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები, პუერტო-რიკო და აშშ-ის ვირჯინის კუნძულები — ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიები სხვადასხვა ადგილობრივი ავტონომიის უფლებებით.
- ბუვეს კუნძული, პეტრე I-ის კუნძული და დედოფალ მოდის მიწა — ნორვეგიის დაუსახლებელი დამოკიდებული ტერიტორიები.
- ანტარქტიდა — ზოგიერთი ქვეყნის პრეტენზიები მის ტერიტორიაზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალექსიკონები და ენციკლოპედიები |
---|
Britannica · Enciclopèdia.cat · SNL · БРЭ · МЭСБЕ · ТСД2 · ЭСБЕ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Online Etymology Dictionary en. ციტირების თარიღი: 2017-07-27
- ↑ Online Etymology Dictionary en. ციტირების თარიღი: 2017-07-27
- ↑ Definition of TERRITORY en. ციტირების თარიღი: 2017-07-27
- ↑ Nations General Assembly Resolution 1514