პეტრე I-ის კუნძული
პეტრე I-ის კუნძული — დაუსახლებელი კუნძული ანტარქტიდის ნაპირიდან 400 კმ-ში, წყნარი ოკეანის ნაწილში, ბელინსგაუზენის ზღვაში, ალექსანდრე I-ის მიწის ახლომდებარე რაიონში. კოორდინატებია 68°51′ ს. გ. 90°35′ დ. გ. / 68.850° ს. გ. 90.583° დ. გ..
Peter I Øy პეტრე I-ის კუნძული |
|||
---|---|---|---|
|
|||
ოფიციალური ენა | ნორვეგიული | ||
ფართობი | |||
- | სულ | 156 კმ2 | |
მოსახლეობა | |||
- | 2014 შეფასებით | 0 |
კუნძულზე პრეტენზიას აცხადებს ნორვეგია და მას თვლის საკუთარ დამოკიდებულ ტერიტორიად[1]. მაგრამ, ის მდებარეობს სამხრეთი განედის 60°-ის სამხრეთით — რეგიონში, სადაც ტერიტორიული პრეტენზიები არ არის აღიარებული უმრავლესი სახელმწიფოების მიერ.
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძულის ზომებია — 19 კმ სიგრძეში და 11 კმ სიგანეში, მისი ფართობია — 156 კმ²[2]. უმაღლესი წერტილია (ლარს კრისტენსენის პიკი), რომლის სიმაღლეა 1640 მეტრი ზღვის დონიდან[3] — ესაა ვულკანური მასივის მწვერვალი, რომლისგანაც შედგება კუნძული. ის თითქმის მთლიანად (95 %-ით) დაფარულია ყინულით, მხოლოდ სანაპიროს ზოგიერთ მონაკვეთებზე არსებობს ხმელეთის ქვის მცირე ზოლები. არსებობს მხოლოდ სამი ადგილი, სადაც შესაძლებელია ნავიდან სანაპიროზე გადმოსვლა.
ისტორია
რედაქტირებაკუნძული აღმოჩენილია 1821 წლის 11 იანვარს (ძველი სტილი) რუსული ექსპედიციის მიერ ფადეი ბელინსგაუზენის მეთაურობით და სახელი დაერქვა რუსეთის ფლოტის დამაარსებლის — იმპერატორ პეტრე I-ის პატივსაცემად. განუწყვეტელი ყინულების გამო, რომელიც ფარავს ზღვას, ექსპედიციის გემებმა ვერ შეძლეს კუნძულთან 14 საზღვაო მილზე (26 კმ) უფრო ახლოს მიახლოება, ამიტომ გადასვლა კუნძულზე ვერ მოხერხდა.
ადამიანები პეტრე I-ის კუნძულზე პირველად მივიდნენ მისი აღმოჩენიდან მხოლოდ 108 წლის შემდეგ. 1929 წლის 2 თებერვალს კუნძულზე გადავიდნენ ნორვეგიის პოლარული ექსპედიციის მონაწილეები გემით «ნორვეგია». მათ აღმართეს ნორვეგიის დროშა და კუნძული გამოაცხადეს ნორვეგიის საკუთრებად. 1931 წელს ეს პრეტენზია დაადასტურა ნორვეგიის პარლამენტმა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კანონი ბუვეს, პეტრე I-ის კუნძულის და დედოფალ მოდის მიწის შესახებ (ნორვეგიული)
- ↑ Peter I Øy // Norsk Polarinstitutt. (ნორვეგიული)
- ↑ კუნძულ პეტრე I-ის ნორვეგიული ტოპოგრაფიული რუკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-11. ციტირების თარიღი: 2015-05-21.