სერვალი
სერვალი (Felis serval ან Leptailurus serval) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა
სერვალი | |||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||||
Felis serval ან Leptailurus serval | |||||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 11638 | |||||||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||||||
|
გარეგნობა
რედაქტირებასერვალი — გრძელკიდურებიანი საშუალო ზომის კატაა. სხეულის სიგრძეა 90 – 135 სმ. სიმაღლე მხრებთან 40 – 65 სმ. წონა 8 – 18 კგ. სერვალს ყველაზე დიდი ყურები და ფეხები აქვს (სხეულთან შედარებით) კატისებრთა შორის. თავი მინიატურული აქვს. კუდი შედარებით მოკლე 30 – 45 სმ. მორფოლოგიური თავისებურებების გამო, სერვალი ახლო ნათესაურ კავშირშია ფოცხვერთან და კარაკალთან (ველის ფოცხვერი). თუმცაღა გარეგნული შეფერილობით გვაგონებს გეპარდს, მუქი ლაქები და ზოლები მოყვითალო–მონაცრისფო ფონზე. ნიკაპი, ყელი და მუცელი თეთრი აქვს. ყურები გარეთა მხრიდან შავი აქვს, ყვითელი ან თეთრი ლაქებით.
არსებობს განსხვავება შეფერილობაში გეოგრაფიული რასების მიხედვით. სერვალი რომელიც ბინადრობს, სტეპში და მცირე ტყიან რაიონში, გამოირჩევიან მსხვილი ლაქებით ნათელ ფონზე. ტყის სერვალები მუქი ფერის არიან, ლაქები მცირე ზომის აქვთ.
კენიის მთიან რეგიონში გვხვდებიან შავი სერვალები. თეთრი სერვალები მოვერცხლისფრო–ნაცსრისფერი ლაქებით თავისუფლებაშეზღუდულ ეგზემპლარებში გვხვდებიან.
გავრცელების არე და ქვესახეები
რედაქტირებასერვალი პრაქტიკულად აფრიკის მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული, საჰარის , ეკვატორიალური ტყეების და მატერიკის უკიდურეს სამხრეთის გამოკლებით. საჰარის ჩრდილოეთით ( ალჟირი, მაროკო ) ეს ცხოველი იშვიათია, მაგრამ აღმოსავლეთით და დასვეთით ჯერჯერობით ისევ გვხვდება.
სერვალის 14 ქვესახეა:
- Leptailurus serval serval, ტანზანიიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამდე
- Leptailurus serval beirae, მოზამბიკი
- Leptailurus serval brachyura, დასავლეთ აფრიკა , ეთიოპია
- Leptailurus serval constantina, ჩრდილოეთი აფრიკა (გადაშენება ემუქრებათ)
- Leptailurus serval hamiltoni, აღმოსავლეთი ტრანსვაალი
- Leptailurus serval hindeio, ტანზანია
- Leptailurus serval ingridi, ნამიბია, სამხრეთი ბოტსვანა, ზიმბაბვე
- Leptailurus serval kempi, უგანდა
- Leptailurus serval kivuensis, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (ყოფილი ზაირი)
- Leptailurus serval liposticta, ჩრდილოეთი ანგოლა
- Leptailurus serval lonnbergi, სამხრეთი ანგოლა
- Leptailurus serval mababiensis, ჩრდილოეთი ბოტსვანა
- Leptailurus serval robertsi, ტრანსვაალი
- Leptailurus serval togoensis, ტოგო, ბენინი
ცხოვრების წესი და კვება
რედაქტირებასერვალები ბინადრობენ ღია და მინდვრიან მიდამოებში, როგორც წესი, წყალთან ახლოს. ისინი გაურბიან უდაბურ და მშრალ ადგილებს, ასევე ტენიან, ტროპიკულ ტყეებს. სერვალი აქტიურია დილის 4 – 5 და საღამოს 10 – 11 საათებში. მის ნადავლს ძირითადად წარმოადგენს მღრღნელები, კურდღლები, დამანები და მცირე ანტილოპები, ასევე ფრინველები. გრძელი ფეხების და მიუხედავად, სერვალს არ შეუძლია დიდი ხნით ნადავლის დევნა. მისი ნადირობის სტილი წააგავს კიდევ ერთი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლის კარაკალის ნადირობის სტილს. სერვალი ნადირობს ჩუმად, მიპარვით, აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია ვერტიკალურად 3 მეტრზე ახტომა (მაგ., ფრინველებზე ნადირობიბსას). შეუძლიათ ცურვა. სერვალი წარმატებული მონადირეა, საშუალოდ 59% ნადირობისა მიზნის მიღწევით მთავრდება. სერვალი მარტოხელა ცხოველია. ხიფათის შემთხვევაში მიმალვას ამჯობინებენ. სერვალებს შორის კონფლიქტი იშვიათია.
გამრავლება
რედაქტირებასერვალების გამრავლება წელიწადის დროებთან კავშირში არ არის. თუმცაღა მათი გავრცელების არეალის სამხრეთით კნუტები თებერვალში და აპრილში იბადებიან. შეწყვილების წინა პერიოდს მდედრი და მამრი ერთად ატარებს, ერთად ნადირობენ, ერთად ისვენებენ. მაკეოობის პერიოდი 65 – 75 დღე გრძელდება. კნუტები იბადებიან სხვა ცხოველების მიერ მიტოვებულ სოროებში ან მინდორში ბუდეებში. საშუალოდ 2 – 3 კნუტს შობს. დედა მათ რძით 5 – 7 თვის განმავლობაში კვებავს. 1 წლის ასაკში ისინი ტოვებენ დედას და თავიანთ საცხოვრებელ ტერიტორიებს პოულობენ. ახალგაზდა მდედრები უფრო დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან დედებთან ვიდრე ახალგაზდა მამრები. სქესობრივად მომწიფებული სერვალი 18 – 24 თვის ასაკში ითვლება.
პოპულაციის სტატუსი და დაცვა
რედაქტირებასერვალი წარმოების ობიექტად ითვლება, იმდენად, რამდენადაც მის ტყავს ბეწვეულის დასამზადებლად იყენებენ. ის ასევე აფრიკის ზოგიერთ რაიონში ფასდება ხორცის გამო. სერვალს ასევე ანადგურებენ შინაურ ფრინველებზე თავდასხმის გამო, ამიტომაც, აფრიკის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, სერვალის რაოდენობა შესამჩნევად შემცირდა. ჩრდილოეთით სერვალის ქვესახე შეყვანილია წითელ წიგნში სტატუსით «ემუქრებათ გადაშენება» (Endangered). სერვალის მოშინაურება ადვილია, მათი შენახვა შეიძლება სახლის პირობებში. მამრ სერვალს შეუძლია შეჯვარდეს შინაურ კატასთან, რის შედეგადაჩ იბადებიან ჰიბრიდები. ცნობილია ასევე სერვალის ჰიბრიდი კარაკალთან – სერვიკალები და კარავალები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მსოფლიო კონსერვაციის კავშირის საიტი - დეტალური ინფორმაცია
- დიდი კატები დაარქივებული 2007-03-29 საიტზე Wayback Machine. - მოკლე რეცენზია
- servals.org - სერვალები ველურ ბუნებასა და შინაურ გარემოში