საფეხბურთო კლუბ ლივერპულის ისტორია (1985–დღემდე)
საფეხბურათო კლუბ ლივერპულისთვის 1985 წლიდან დაწყებული პერიოდი დღემდე გრძელდება. ეიზელის სტადიონის კატასტროფის შემდეგ მთავარი მწვრთნელი კენი დალგლიში ხდება, ჰილსბოროს კატასტროფის შემდეგ, 1991 წელს, ლივერპული კვლავ ბრუნდება ევროპულ ტურნირებზე, ამ პერიოდში კლუბი ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში პრემიერლიგაში გამოდის.
ეიზელის შემდეგ ჯო ფაგანმა თანამდებობა დატოვა და მის ნაცვლად კენი დალგლიში მოვიდა, ლივერპულს 6 წლით აეკრძალა ევროპულ ტურნირებში მონაწილეობა. დალგლიშის მწვრთნელობის პირველ სეზონში ლივერპულმა დუბლი შეასრულა, მოიგო ლიგა და ასოციაციის თასი, ლიგის მოგებით დასრულა 1986-87 სეზონი. 1989 წლის 15 აპრილს ჰილსბოროს სტადიონზე გასამართი ასოციაციის თასის ნახევარფინალური მატჩი ნოტინგემ ფორესტის წინააღმდეგ ტრაგედიით დასრულდა და დაიღუპა 96 ადამიანი. ტრაგედიის შემდეგ ლივერპულმა1989-90 სეზონში მეთვრამეტედ მოიგო ინგლისის ჩემპიონობა, 1991 წლის თებერვალში დალგლიშმა თანამდებობა დატოვა. უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებისთვის ენფილდის სტადიონს 90-იანების დასაწყისში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ახალმა მწვრთნელმა გრემ სუნესმა ასოციაციის თასი მოიგო, მომდევნი მწვრთნელმა როი ევანზმა ლიგის თასი.
1998 წელს ევანზთან ერთად მწვრთნელად დაინიშნა ჟერარ ულიე, ნოემბერში ევანზი წავიდა. 2001 წელს 11 წლის შემდეგ პირველად ლივერპული უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა. ულიემ კლუბი 2004 წლის შუა პერიოდში დატოვა, მომდევნო მწვრთნელი გახდა რაფაელ ბენიტესი, 2005 წელს ლივერპულმა მეხუთედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2006 წელს ასოციაციის თასი. 2006-07 სეზონის შუა პერიოდში ლივერპული იყიდა ამერიკელმა ბიზნესმენებმა ტომ ჰიქსმა და ჯორჯ გილეტიმ. 2010-11 სეზონში ლივერპული გაკოტრების პირას მივიდა, ახალი მფლობელი Fenway Sports Group გახდა. ბენიტესის შემდეგ მოსულმა როი ჰოჯსონმა კლუბი 2011 წელს დატოვა, მის ნაცვლად დალგლიში დაბრუნდა, 2012 წელს ლივერპულმა ლიგის თასი მოიგო.
2011-12 სეზონის პრემიერლიგის მერვე ადგილზე დამთავრების შემდეგ დალგლიში ბრენდან როჯერსმა შეცვალა. 2013-14 პრემიერლიგის მეორე ადგილზე დამთავრების შემდეგ როჯერსმა თანამდებობა დატოვა. ახალი მწვრთნელი გახდა იურგენ კლოპი, ლივერპული ზედიზედ ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 2019 წელს შვიდწლიანი უტიტულობის შემდეგ კლუბმა მეექვსედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მომდევნო წელს, 30 წლიანი ლოდინის შემდეგ ლივერპულ 2019-20 პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა.
1985–90: წარმატების საფასური
რედაქტირებაეიზელის კატასტროფის შემდეგ თანამდებობა დატოვა ფაგანმა, მთავარი მწვრთნელი გახდა კენ დალგლიში. მოვალეობის შესრულების დასაწყისში კენიმ გუნდიდან გაუშვა ფილ ნილი და ალან კენედი, მათ ნაცვლად სტივ ნიკოლი და ჯიმ ბეგლინი მოვიდნენ. 1985-86 სეზონის სტარტი მძიმე გამოდგა, სექტემბერში მანჩესტერ იუნაიტედთან სხვაობა ათი ქულა იყო.[1] ლივერპული სეზონის ბოლომდე საჩემპიონო ორთაბრძოლაში იყო ჩართული. რადგან კონკურენტები ქულებს კარგავდნენ, ლივერპული კი ბოლო თორმეტი შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა გადამწყვეტი იყო ბოლო ტურის მატჩი ჩელსისთან, მოგების შემთხვევაში ლივერპული ჩემპიონი გახდებოდა. აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვების გოლი დალგლიშმა გაიტანა, რითიც მერსისაიდულმა კლუბმა მორიგი გამარჯვება იზეიმა.[2] წარმატებული იყო ინგლისის ასოციაციის თასზე გამოსვლა,1986 წლის თასის ფინალში შედგა მერსისაიდული დერბი ევერტონის წინააღმდეგ. პირველ ნახევარში გოლი გაიტანა გარი ლინეკერმა, თუმცა მეორე ნახევარში ლივერპულმა იან რაშის დუბლით და კრეიგ ჯონსტონის გოლით მოწინააღმდეგე 3-1 დაამრაცხა. 1986 წელს ლივერპულმა ინგლისში დუბლის შესრულება შეძლო.[3]
1986-87 სეზონის სტარტზე იან რაშმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს იუვენტუსში გადავიდოდა. რაშს არ სურდა კლუბის დატოვება, მაგრამ ლივერპულს ევროტურნირებიდან მოკვეთით მიღებული ფინანსური ზარალი უნდა გამოესწორებინა.[4] სეზონის შუა პერიოდში დალგლიშმა შემცვლელად ჯონ ოლდრიჯი მოიყვანა, წასვლამდე რაშმა 40 გოლი გაიტანა.[5] ლივერპულმა ლიგა მეორე ადგილზე დაასრულა ევერტონის შემდეგ, ასოციაციის თასის მესამე რაუნდში გაიმარჯვა ლუთონ თაუნმა.[6] კლუბი გავიდა ინგლისის ლიგის თასის ფინალზე, სადაც არსენალმა 2-1 მოიგო.[7] სეზონის ბოლოს დალგლიშმა შეტევის გასაძლიერად მოიყვანა პიტერ ბრედსლი და ჯონ ბარნსი. 1988 წელს ლივერპულმა ინგლისის ჩემპიონობა დაიბრუნა, 29 მარტს ევერტონთან მარცხი იყო სეზონის განმავლობაში ორი წაგებული თამაშიდან პირველი.[8] კლუბს საშუალება ჰქონდა სეზონი დუბლით დაესრულებინა "ფა თასზე", მოწინააღმდეგე იყო უიმბლოდნი, მიუხედავად იმისა, რომ ლივერპული ფავორიტად მიიჩნეოდა, ფინალი უიმბლდონის სასარგებლოდ 1-0 დასრულდა.[9]
1988-89 სეზონში ნოსტალგიის გამო იან რაში სამშობლოში დაბრუნდა.[10] საჩემპიონო ბრძოლაში ლივერპული არსენალს ცხრა ქულით ჩამორჩებოდა. აპრილში ქულები თანაბარი იყო, ბურთების სხვაობით კი არსენალი ლიდერობდა.[11] ამ დროს ლივერპული გავიდა ასოციაციის თასის ნახევარფინალში, სადაც უნდა შეხვედროდა ნოტინგემ ფორესტს, თამაში უნდა გამართულიყო 1989 წლის 15 აპრილს ჰილსბოროს სტადიონზე. მატჩის დაწყებამდე "ლეპინგს ლეინის" ტრიბუნაზე ფანების კრიტიკულ რაოდენობაზე მეტი შეიკრიბა. წინ მდგომი მაყურებლები ტრიბუნებისა და მოედნის გამყოფ ღობეს იყვნენ მიკრულები და ყოველი წუთის გასვლასთან ერთად მეტად ისრისებოდნენ. საბოლოოდ მაყურებლების სიმჭიდროვე უკიდურესად გაიზარდა. ჭყლეტვის შედეგად 94 ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, ორი დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა 95-ე მსხვერპლი, ოთხი წლის შემდეგ კი კიდევ ერთი. ჰილსბოროს კატასტროფას 96 ადამიანი ემსხვერპლა.[12] განმეორებით ჩატარებული ეს შეხვედრა ლივერპულმა მოიგო 3-1 და ფინალში გავიდა, სადაც მეტოქე ევერტონი იყო. თამაშის სტარტზე ჯონ ოლდრიჯიმ გოლი გაიტანა, შეხვედრის ბოლო 90-ე წუთზე ევერტონმა გაათანაბრა, ფინალი დამატებით დროში გადავიდა სადაც იან რაშმა დუბლი შეასრულა და ლივერპული ასოციაციის თასის გამარჯვებული გახდა.[13] ლივერპულს კიდევ ერთხელ მიეცა შანსი დუბლი შეესრულებინა, თამაში არსენალთან 23 აპრილს იყო ჩანიშნული, მაგრამ ასოციაციის თასის გამო 26 მაისს გადაიტანეს.[14] ლივერპულს ჩემპიონობისთვის გამარჯვება ან ფრე სჭირდებოდა, თუმცა "წითლებმა" ეს თამაში 2-0 წააგეს და არსენალი ბურთების სხვაობით ინგლისის ჩემპიონი გახდა.[15]
სეზონის ბოლოს გამოქვეყნებული ჰილსბოროს კატასტროფის შემსწავლელი კომისიის დასკვნის მიხედვით, უბედურების მთავარი მიზეზი გახდა სტადიონზე პოლიციის კონტროლის არარსებობა. გაიცა რეკომენდაცია, რომ სტადიონებს მოშორდეს გამყოფი ღობეები და გახდეს სივრცე თავისუფალი მოედანსა და ტრიბუნებს შორის.[16] ლივერპულმა 1989-90 სეზონი კარგად დაიწყო, უმაღლეს დივიზიონში ახლად დაწინაურებული კრისტალ პალასი 9-0 დამარცხდა, პირველად ინგლისურ ფეხბურთში ერთი გუნდიდან რვა სხვადასხვა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.[17] ოქტომბერში და ნოემბერში ოთხი თამაშის დათმობის შემდეგ მარტამდე ლივერპული არცერთ შეხვედრას არ აგებდა, დაუმარცხებელი სერია ტოტენჰემ ჰოტსპურთან 1-0 დასრულდა.[8] მატჩის შემდეგ ლივერპულმა სტანდარდიდან დაიმატა შემტევი რონი როზენტალი.[18] ფეხბურთელი კლუბში მალევე ინტეგრირდა და პირველ რვა თამაშში შვიდი გოლი გაიტანა, მათ შორის ჰეთთრიკი ჩარლტონ ატლეტიკთან, რამაც საშუალება მისცა ლივერპულს ლიგა მეთვრამეტედ მოეგო.[19] კლუბი მივიდა ასოციაციის თასის ნახევარფინალამდე, სადაც დამატებით დროში კრისტალ პალასმა 4-3 გაიამრჯვა.[20]
1990–98: დაღმასვლა
რედაქტირება1990-91 სეზონი წარმატებით დაიწყო, ლივერპული რვა თამაში არ მარცხდებოდა.[21] პირველი მარცხი დეკემბერში არსენალთან 3-0 იყო, რასაც შემდგომ თვეში კრისტალ პალასთან დაკარგული ქულები მოყვა.[22] იანვარში არსენალი დაწინაურდა, თებერვალში ასოციაციის თასზე ევერტონთან 4-4-ის შემდეგ კენი დალგლიშმა თანამდებობა დატოვა, მიზეზად არსებული სტრესი დაასახელა.[23] დროებით მწვრთნელად გახდა რონი მორანი, ათი თამაშიდან სამის მოგება საკმარისი არ აღმოჩნდა ცხრილში პირველ ადგილზე გადასასვლელად.[24] ყოფილი ფეხბურთელი გრემ სუნესი მთავარ მწვრთნელად აპრილში დაინიშნა, მაგრამ არსელანთან ქულების აღმოფხვრა ვეღარ მოხერხდა და ლივერპულმა ეს სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და შვიდი ქულით ჩამორჩა ლონდონურ კლუბს.[25] 1991-92 სეზონში სუნესმა გუნდში ცვლილებები დაიწყო, კონტრაქტი არ გაუხანგრძლივდა დალგლიშის მოყვანილ ფეხბურთელებს ბარნს და ბირდსლის.[26] კლუბმა გაყიდა ბირდსლი, გარი გილესპი და სტივ მაკმონი, სუნესმა £2.9 მილიონად შეიძინა დინ სანდერსი. სეზონი მეექვსე ადგილზე დასრულდა, რაც 1981 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი იყო.[27] თუმცა კლუბი გავიდა ასოციაციის თასის ფინალში, სადაც სანდერლენდი 2-0 დამარცხდა.[28] ეიზელის ტრაგედიის შემდეგ დაკისრებული 6 წლიანი ბანი გავიდა და ლივერპული ევროპულ ტურნირებს დაუბრუნდა .[29] ლივერპული უეფა-ს თასის მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც იტალიურ ჯენოასთან ორი მატჩის ჯამში 4-1 დამარცხდა.[30] სუნესის პერიოდში ბილ შენკლის მიერ შექმნილი ბუტრუმი განადგურდა, მის ადგილს კი ახალი საპრესკონფერენციო ოთახი მოეწყო.[31]
უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებისთვის 1992-93 სეზონის სტარტზე ენფილდს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. კემლინ როადის მხარეს დაემატა მეორე იარუსი, სტადიონის ტევადობა გაზარდა 11,000 ადგილით.[32] 1992 წელს ინგლისის ჩემპიონატმა ფორმატი შეიცვალა და გახდა პრემიერლიგა, ლივერპულმა კვლავ მეექვსე ადგილზე დაასრულა სეზონი, 42 თამაშიდან მხოლოდ 15 მოგება.[33] მალევე გამოეთიშა ასოციაციის თას, ლიგის თას და უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ტურნირს.[34] 1993-94 სეზონის სტარტზე ლივერპულმა სამი თამაში მოიგო, მაგრამ მალევე ფეხბურთელებმა ფორმა დაკარგეს და ზედიზედ ოთხი თამაში წააგეს. ერთადერთი პოზიტიური მოვლენა კლუბში ახალგაზრდა რობი ფაულერის გამოჩენა იყო, ფაულერმა სადებიუტო თამაშში ლიგის თასზე ფულემის წინააღმდეგ 5 გოლი გაიტანა.[35] ამავე წელს ლივერპული ასოციაციის თასის განმეორებით შეხვედრაში ბრისტოლ სიტიმ გამოაგდო.[36] სუნესი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად მოვიდა როი ევანზი.[37] თექვსმეტი თამაშის წაგების შემდეგ ლივერპულმა ცხრილში მერვე ადგილი დაიკავა.[38] ლივერპული ყველაფერში ჩამორჩებოდა მთავარ მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედს. იუნაიტედმა საფონდო ბირჟაზე £93 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო ლივერპულმა £22 მილიონი, მას შემდეგ რაც მედია კომპანია Granada-მ აქციათა 9.9% შეიძინა.[39]
1994-95 სეზონის დაწყებამდე ენფილდზე განახლდა საუკუნოვანი სტენდი, სადაც კოპის წევრების ადგილები მდებარეობდა. ეს სივრცე სრულად დასაჯდომად გადაკეთდა, რის შემდეგაც დამსწრეთა რაოდენობა შემცირდა 12,000-მდე.[40] ევანზის სადებიუტო სრულ სეზონში ლივერპულმა მეოთხე ადგილზე დაასრულა პრემიერლიგა, ეს საუკეთესო შედეგი იყო დალგლიშის წასვლის შემდეგ. ასოციაციის თასის მეექვსე რაუნდში კლუბი 2-1 დამარცხდა ტოტენჰემთან, მაგრამ გავიდა ლიგის თასის ფინალში, სადაც მოწინააღმდეგე ბოლტონ უონდერერსი იყო.[41][42] სტივ მაკმანამანის ორი გოლით ლივერპულმა 2-1 მოიგო და მეხუთედ დაეუფლა ლიგის თასს.[43] ამ სეზონში კლუბი დატოვეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა გრობელერმა, ნიკოლმა და რონნი უილანმა.[44] 1995-96 სეზონის სტარტზე ლივერპულმა £8.5 მილიონად შეიძინა სტენ კოლიმორი, იმ დროისთვის რეკორდული თანხა.[45] პირველივე თამაშში კოლიმორმა შეფილდ უენსდეის ერთი გოლი გაუტანა, რითიც ლივერპულმა 1-0 მოიგო.[46] ამავე სეზონში შედგა პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი თამაში, სადაც ლივერპულმა ენფილდზე 4-3 მოუგო ნიუკასლ იუნაიტედს, გამარჯვების გოლი 90 წუთზე კოლიმორმა გაიტანა.[47] სეზონი მესამე ადგილზე დასრულდა.[48] ლივერპული გავიდა თასის ფინალში, სადაც 85-ე წუთზე ერიკ კანტონას გოლით მანჩესტერ იუნაიტედმა გაიმარჯვა 1-0.[49]
1996-97 სეზონის დასაწყისი ლივერპულისთვის წარმატებული იყო, სეზონის ძირითადი ნაწილი კლუბმა პირველ ადგილზე გააატარა და ორი ქულით უსწრებდა არსენალს.[50] მეორე ნახევარში ფორმის დაკარგვამ, მარცხმა კოვენტრი სიტისთან, მანჩესტერ იუნაიტედთან და უიმბლდონთან არსებული უპირატესობა დააკარგვინა და სეზონი მეოთხე ადგილზე დასრულდა.[51][52] კლუბი მალევე გამოეთიშა ლიგის და ასოციაციის თასს, დარჩენილი იყო მხოლოდ უეფას თასების მფლობელთა თასი, სადაც ლივერპულმა ნახევარფინალამდე მიაღწია. სადაც პირველ შევედრაში პარი სენ-ჟერმენთან 3-0 დამარცხდა,[53] განმეორებით თამაშში ენფილდზე 2-0 მოგება საკმარისი არ იყო შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის.[54] 1997-98 სეზონის დაწყებამდე მიღებული მუხლის ტრავმის გამო რობი ფაულერმა მთელი სეზონი გამოტოვა.[55] მისი ჩანაცვლება შეძლო მაიკლ ოუენმა, მან ოცდათექვსმეტ მატჩში თვრამეტი გოლი გაიტანა. ლივერპულის რიგებს შეუერთდა პოლ ინსი, ხოლო ბარნსმა კარიერა ნიუკასლში გააგრძელა.[56] ლივერპულმა ვერ შეძლო არსენალითვის კონკურენციის გაწევა და სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და გამარჯვებულს ცამეტი ქულით ჩამორჩა.[57]
1998–2006: ცვალებადი პერიოდი
რედაქტირება1998-99 სეზონის დასაწყისში როი ევანზთან ერთად მწვრთნელად დაინიშნა ფრანგი ჟერარ ულიე. ორი სპეციალისტის ერთდროული მუშაობა არ გამოვიდა, ლიგის თასზე ტოტენჰემთან 3-1 მარცხის შემდეგ ევანზი წავიდა.[58] ულიეს პირველი მატჩი წაგებით დაიწყო, ლიდზ იუნაიტედმა ენფილდზე 3-1 გაიმარჯვა.[59] ახალი მწვრთნელის პირობებში ლივერპულის ფორმა არ გაუმჯობესებულა, უეფას და ფა თასიდან გამოვარდნას მოყვა სეზონის დასრულება მეშვიდე ადგილზე, რის გამოც ლივერპული მომდევნო სეზონში ევროპულ ტურნირებს გამოეთიშა.[60] ულიემ 1999-2000 სეზონის სტარტზე ახალი ფეხბურთელები: დიტმარ ჰამანი, სამი ჰიუპია და სანდერ ვესტერფალდი მოიყვანა, დევიდ ჯეიმსმა, ინსმა და მაკმანამანიმ კლუბი დატოვეს.[61] ულიემ განაგრძო ფეხბურთელების დამატება, მარტში კლუბს ემილ ჰესკი შეუერთდა, ტრანსფერი £11 მილიონი დაჯდა, რაც რეკორდი იყო.[62] ლივერპული ვერც შემდეგ წელს დაბრუნდა ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან სეზონი მეოთხე ადგილზე დასრულდა. წარუმატებელი იყო ასევე ლიგის და ასოციაციის თასის გათამაშება.[63] 2000-01 სეზონში ლივერპულმა სამი ტიტულის მოგება შეძლო. პირველი გამარჯვება იყო ლიგის თასზე, ფინალი ბირმინგემ სიტის წინააღმდეგ, ძირითადი დრო 1-1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ლივერპულმა უკეთესი შედეგი აჩვენა.[64] მეორე გამარჯვება იყო ასოციაციის თასზე, სადაც არსენალი 2-1 დამარცხდა, ამ თამაშში ოუენმა ბოლო წუთებში მოაგებინა ლივერპულს მეორე ტიტული.[65] მესამე იყო უეფას თასის ფინალი ესპანური ალავესის წინააღმდეგ, თამაში ძირითად დროში 4-4 დასრულდა, დამატებით დროში კი ლივერპულმა შეძლოს ერთი გოლის გატანა და საბოლოო შედეგად 5-4 დაფიქსირდა.[66] ლივერპულმა სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ეიზელის კატასტროფის შემდეგ პირველად დაბრუნდა ევროპის თასზე (ამჟამად ჩემპიონთა ლიგა).[67] 2001-02 სეზონში ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის მეთხედფინაალამდე მიაღწია სადაც გერმანულ ლევერკუზენის ბაიერთან ორი მატჩის ჯამში 4-3 დამარცხდა.[68] პრემიერლიგაში ლივერპულმა ბოლო წლების საუკეთესო სეზონი ჩაატარა და მხოლოდ შვიდი ქულით ჩამორჩა არსენალს.[69] კლუბმა ასევე ვერ შეძლო ასოციაციის თასის და ლიგის თასის დაცვა და მეოთხე და მესამე რაუნდიდან გამოეთიშა ამ ტურნირებს.[70] თებერვალში ულიეს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რის გამოც სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა ულიეს ასისტენტი ფილ ტომპსონი.[71]
2002-03 სეზონის დასაწყისში ულიემ დაიმატა: ბრუნო შეირუ, სალიფ დიაო და ელ-ჰაჯი დიუფი. წარმატებული სეზონი ჰქონდა პარი სენ ჟერმენიდან ლივერპულში განათხოვრებულ ნიკოლა ანელკას.[72] ლივერპული პირველი შვიდი თამაში დაუმარცხებელი იყო, რამაც უშუალო კონკურენტთან შვიდ ქულიანი უპირატესობას აძლევდა.[73] მაგრამ მიდლზბროსთან მარცხის შემდეგ "მერსისაიდულ კლუბს" თორმეტი თამაში არ მოუგია, დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველი გამარჯვება იანვარში საუთჰემპტონთან 1-0 იყო.[74] პრემიერლიგა მეხუთე ადგილზე დასრულდა, გამოეთიშა ასოციაციის და უეფას თას, ლიგის თასის ფინალში კი მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა.[75] 2003-04 პრემიერლიგა ჩელსისთან 2-1 მარცხით დაიწყო.[76] თვრამეტი მატჩიდან ექვსი წაგებული იყო,[77] მათ შორის ოთხი სეზონის ბოლოს, ლივერპულმა პრემიერლიგა მეოთხე ადგილზე დაასრულა, რაც შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას ნიშნავდა.[78] უეფას და ლიგის თასიდან გამოთიშვას, მოყვა ასოციაციის თასზე პორტსმუთთან 1-0 მარცხი.[79] სეზონის ბოლოს ულიე გაათავისუფლეს და მთავარი მწვრთნელი გახდა რაფაელ ბენიტესი.[80]
2004-05 პრემიერლიგა ლივერპულმა მეხუთე ადგილზე დაასრულა, რაც მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენას ნიშნავდა.[81] ასოციაციის თასის მესამე რაუნდში კი ბარნლიმ უკეთესი შედეგი აჩვენა.[82] კლუბმა მიაღწია ლიგის თასის ფინალამდე, სადაც ჩელსისთან 3-2 დამარცხდა.[83] ერთადერთი წარმატება ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა იყო, სადაც მეტოქე მილანი იყო. თამაშის პირველ ნახევარში ლივერპულმა 3 ბურთი გაუშვა, თუმცა მეორე ნახევარში 3-3 გახდა, რის გამოც შეხვედრა პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ლივერპულმა 3-2 გაიმარჯვა და მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი.[84] პრემიერლიგის მეხუთე ადგილზე დამთავრების გამო ლივერპულს აღარ ჰქონდა შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლება, მაგრამ როგორც გამარჯვებული საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუშვეს.[85] მომდევნო წელს ლივერპული ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან პორტუგალიურმა ბენფიკამ გამოაგდო.[86] 2005-06 პრემიერლიგა მესამე ადგილზე დასრულდა. თუმცა შეძლო 2006 წლის ასოციაციის თასის ფინალში გასვლა, სადაც მოწინააღმდეგე ვესტ ჰემ იუნაიტედი იყო, ლივერპულმა მორიგი თასი პენალტების სერიაში მოიგო.[87]
2006–15: ახლოს მიზანთან
რედაქტირება2006-07 სეზონში კლუბი ამერიკელმა ბიზნესმენებმა ჯორჯ ჯილეტმა და ტომ ჰიქსმა შეიძინეს.[88] სატურნირო ცხრილში ლივერპულმა კვლავ მესამე ადგილი დაიკავა და 21 ქულით ჩამორჩა მანჩესტერ იუნაიტედს.[89] შიდა თასების ტურნირებიდან ლივერპული არსენალმა გამოაგდო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეტოქე კვლავ მილანი იყო, 2005 წლისგან განსხვავებით ამჯერად ვეღარ შეძლო მილანის დამარცხება, თამაში 2-1 დასრულდა.[90] ზაფხულში ბენიტესმა ფერნანდო ტორესის დამატებით შეტევა გააძლიერა, ტრანსფერი კლუბისთვის რეკორდული £24 მილიონი დაჯდა, ნახევარმცველებად ლივერპულში მივიდნენ რაიან ბაბელი და იოსი ბენაიუნი.[91] მათ 38 შეხვედრიდან 13 ჩაატარეს, რის შემდეგაც სეზონის ბოლოს კლუბი მეოთხე ადგილზე გავიდა.[92] ლივერპული გამოვარდა ასოციაციის და ლიგის თასიდან, ჩემპიონთა ლიგაზე კი ოთხ სეზონში სამჯერ გავიდა ნახევარფინალში, ამჯერად ლიგაზე ჩელსიმ ორივე მატჩის ჯამში 4-3 გაიმარჯვა.[93] ტორესმა ყველა ტურნირზე 33 გოლი გაიტანა და კლუბის ორი რეკორდი გააუმჯობესა, ერთ სეზონში ლიგაზე ყველაზე მეტი გოლის გატანა და ენფილდზე გატანილი გოლები, რითიც გაუთანაბრდა რობერტ ჰანტს (8).[94][95]
2008-09 სეზონის დეკემბერში ნიუკასლ იუნაიტედთან 5-1 გამარჯვებამ ლივერპულს სამ ქულიანი უპირატესობა მისცა.[96][97] იანვარში კლუბმა ვერცერთი თამაში მოიგო, მიუხედავად შემდეგ კარგ ფორმაში შესვლისა ლივერპულმა ვეღარ შეძლო მანჩესტერ იუნაიტედთან დაწევა და სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა.[98][99] ასოციაციის და ლიგის თასის მაქსიმუმი მეთხე რაუნდი იყო, ჩემპიონთა ლიგაზე კი მეტოქე კვლავ ჩელსი, ამჯერად მეოთხედფინალში გაიმარჯვა ლონდონურმა კლუბმა.[100] 2009-10 სეზონში ლივერპულმა თერთმეტი მატჩი წააგო, წინა წელთან შედარებით ცხრა შეხვედრით მეტი და სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა, 2005 წლის შემდეგ პირველად ხუთეულის მიღმა.[101] ასევე წარუმატებელი იყო ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა, ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენის გამო ლივერპულმა უეფას თასზე (ამჟამად ევროპა ლიგა) გადაინაცვლა.[102] სადაც ნახევარფინალამდე მივიდა, მეტოქე ესპანური ატლეტიკო მადრიდი იყო, ორი მატჩის ჯამში ანგარიში 2-2 იყო, თუმცა სტუმრად გატანილი გოლების წყალობით ფინალში მადრიდული კლუბი გავიდა.[103] სეზონის ბოლოს ბენიტესი წავიდა, ახალ მწვრთნელად როი ჰოჯსონი დაინიშნა.[104]
2010-11 სეზონში ლივერპული იყიდა Fenway Sports Group-მა, კლუბის ღირებულება £350 მილიონი იყო, £55 მილიონი ვალებს შეადგენდა.[105][106] ამ სეზონში ლივერპული განსაკუთრებულად ცუდად გამოიყურებოდა. იანვარში ბლეკბერნ როვერსთან 3-1 წაგების შემდეგ,[107] დარჩენილი ოცი თამაშიდან რვა წააგო და ცხრილში მეთორმეტე ადგილზე გადაინაცვლა.[108] მორიგი უსახური თამაშის შემდეგ ჰოჯსონი გაათავისუფლეს, კლუბში დაბრუნდა კენი დალგლიში.[109] საბოლოოდ ეს სეზონი მეექვსე ადგილზე დასრულდა, ლივერპული ვერც სხვა ტურნირებზე გამოიყურებოდა დამაჯერებლად, პირველივე ტურში ასოციაციის თასიდან მანჩესტერ იუნაიტედმა გამოთიშა.[110] 2011-12 სეზონის დასაწყისში დალგლიშმა დაიმატა ჩარლი ადამი, სტიუარდ დაუნინგი და ჯორდან ჰენდერსონი.[111] ბოლო თვრამეტი წლის განმავლობაში კლუბმა ყველაზე ცუდი შედეგი მერვე ადგილი დაიკავა.[112] ლივერპული გავიდა ასოციაციის და ლიგის თასის ფინალში. კარდიფ სიტის დამარცხებით კლუბმა ყველაზე მეტი რვა ლიგის თასი დააგროვა.[113] ასოციაციის თასის ფინალში კი ჩელსიმ გაიმარჯვა 2–1.[114] ოქტომბერში მანჩესტერ იუნაიტედთან გამართულ მატჩში ლუის სუარესმა პატრის ევრას რასობრივ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა.[115] რის გამოც დაჯარიმდა £40,000-ით და რვა მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.[116][117] სეზონის ბოლოს დალგლიში გაათავისუფლეს და შემცვლელად მოვიდა ბრენდან როჯერსი.[118]
როჯერსმა განაცხადა "მივუძღვნი ცხოვრებას, რომ ვიბრძოლო კლუბისთვის და მოედანზე დავიცვა ამ დიდებული კლუბის პრინციპები."[119] დიდი მოლოდინების მიუხედავად როჯერსის სადებიუტო სეზონში ლივერპული მეშვიდე ადგილს დასჯერდა.[120] მომდევნო წელს ლივერპული პრემიერლიგის ტიტულის ბრძოლაში იყო ჩართული.[121] მანჩესტერ სიტისთან გამარჯვებამ ლივერპულს პირველი რეალური შანსი მისცა პრემიერლიგა მოეგო, 11 მატჩიანი წაუგებელი სერია ენფილდზე ჩელსისთან 2-0 წაგებით დასრულდა.[122] ლივერპულმა ასევე დათმო მოდევნო შეხვედრა კრისტალ პალასთან, სადაც 3-3 დაფიქსირდა. ჩემპიონობის შანსი ფორმალურად კვლავ არსებობდა, თუ ვესტ ჰემი ბოლო ტურში დაამარცხებდა მანჩესტერ სიტის, მაგრამ მანჩესტერმა იმარჯვა და ლივერპულმა სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა.[123] ივლისში სუარესი ბარსელონამ იყიდა £75 მილიონად,[124] ლოს-ანჯელეს გალაქსში წავიდა კაპიტანი სტივენ ჯერარდი, მან ლივერპულის რიგებში 17 წელი გაატარა.[123] 2015-16 სეზონის სტარტზე კი როჯერსი გაათავისუფლეს.[125]
2015–დღემდე: კლოპის ერა
რედაქტირებაროჯერსის გათავისუფლების შემდეგ 2015 წლის 8 ოქტომბერს ოთხწლინი კონტრაქტი გაუფორმეს იურგენ კლოპს. სადებიუტო პრესკონფერენციაზე კლოპმა განაცხადა, რომ პირველ ოთხ წელში აპირებდა ტიტულის მოგებას,[126][127] ხუმრობით საკუთარ თავი დაახასიათა, როგორც "ჩვეულებრივი", ეს იყო ჟოზე მოურინიოს ცნობილი სიტყვების პაროდია, სადაც 2004 წელს პორტუგალიელმა სპეციალისტმა საკუთარ თავს "განსაკუთრებული" უწოდა.[128] კლოპის პირველ წელს ლივერპული გავიდან ლიგის თასის და ევროპა ლიგის ფინალში, ლიგის თასის ფინალში მატჩესტერ სიტისთან პენალტების სერიაში დამარცხდა,[129] ბაზელში გამართულ ევროპა ლიგის ფინალში კი სევილიასთან 3–1 წააგო.[130] მომდევნო წელს კლოპმა სრული სეზონი ჩაატარა ლივერპულში, კლუბი პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზე გავიდა.[131] ასევე მეოთეხე ადგილზე დასრულდა 2017-18 სეზონი.[132] კლოპმა შეძლო ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის ფინალში გასვლა სადაც რეალ მადრიდმა 3–1 გაიმარჯვა.[133] იანვარში ლივერპულმა დაიმატა ვირჯილ ვან დეიკი,[134][135] მცველში გადახდილი თანხით (£75 მილიონი) იმ პერიოდში მსოფლიოში სარეკორდო ღირებულება შეადგინა.[136] იმავე წელს ბარსელონამ ლივერპულიდან შეიძინა ნახევამცველი ფელიპე კოუტინიო £105 მილიონად. ზაფხულში კლუბში მოვიდნენ ნახევარმცველები ნაბი კეიტა[137] და ფაბინიო,[138] თავდამსხმელი ჯერდან შაჩირი,[139] და მეკარე ალისონ ბეკერი.[140][141]
2018-19 პრემიერლიგის სტარტი ლივერპულისთის საუკეთესო იყო ბოლო წლებში, პირველი ექვს ტურში ყველა თამაში მოიგო,[142] ხოლო "ბოქსინგ დეიზე" ნიუკალს იუნაიტედთან 4–0 გამარჯვებამ უშუალო კონკურენტზე ექვსი ქულიანი უპირატესობა მისცა.[143] ამ სეზონში ლივერპული მხოლოდ მანჩესტერ სიტისთან დამარცხდა, 19 შეხვედრიდან 12-ში კი კარი მშრალად შეინახა.[144] გამარჯვებული ბოლო ტურამდე გაურკვევლი იყო, თუ ბოლო თამაშში მანჩესტერ სიტი წააგებდა ან ფრეს ითამაშებდა ლივერპული ჩემპიონდებოდა, თუმცა მანჩესტერულმა კლუბმა გაიმარჯვა და 98 ქულა დააგროვა, ლივერპულმა კი 97, ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში მეორეადგილოსანისთვის ეს რეკორდული ქულების რაოდენობაა. ლივერპულს სახლში არცერთი თამაში არ წაუგია.[145][146] ამავე წელს, ლივერპული გამოდიოდა ჩემპიონთა ლიგაზე სადაც ნახევარფინალში ბარსელონას შეხვდა, გასვლაზე ლივერპულმა 3–0 წააგო, მეორე თამაში ენფილდზე 4–0 დასრულდა და 2019 წლის ფინალში გავიდა, სადაც მოწინააღმდეგე ტოტენჰემ ჰოტსპური იყო, ლივერპულმა ფინალი 2–0 მოიგო და მეექვსედ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის ტიტულს.[147]
2019-20 სეზონის პირველი თამაში შედგა ინგლისის საფეხბურთო სუპერთასზე, სადაც მანჩესტერ სიტიმ პენალტების სერიაში 5–4 მოიგო.[148] კლოპის მეორე გამარჯვება უეფას სუპერთასზე იყო, სადაც ევროპა ლიგის გამარჯვებული ჩელსი პენალტების სერიაში 5–4 დამარცხდა.[149] ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ლივერპულმა ბრაზილიური ფლამენგო დამატებით დროში 1-0 დაამარცხა,[150] და გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ერთ სეზონში მოიგო ჩემპიონთა ლიგა, სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.[151][152] 2019 წლის 13 დეკემბერს კლოპმა კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა.[153] 2019-20 პრემიერლიგაში ლივერპულმა პირველ 21 თამაშში 61 ქულა დააგროვა - ყველა დროის მაქსიმალური შედეგი ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში.[154] 2020 წლის 13 მარტისთვის ლივერპულს მეორეადგილოსან მანჩესტერ სიტისთან 25 ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.[155][156] კორონავირუსის პანდემიის გამო პრმიერლიგა 4 აპრილამდე შეჩერდა,[157] ტურნირის განახლება გადაიდო 30 აპრილამდე.[158] საბოლოოდ პრემიერლიგა ივნისის შუა რიცხვებში აღდგა, პირველი თამაში ლივერპულმა მერსისაიდული დერბი ევერტონთან ფრედ 0–0 დაასრულა.[159] 25 ივნისს ჩელსიმ მანჩესტერ სიტის მოუგო და ლივერპული 30 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი (პირველი პრემიერლიგა).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Carragher, Jamie (2008). Carra: My Autobiography. Bantam Press. ISBN 978-0-593-06102-2.
- Cowley, Jason (2009). The Last Game: Love, Death and Football. Simon & Schuster. ISBN 978-1-84737-185-0.
- Hale, Steve; Ponting, Ivan (1992) Liverpool in Europe. Enfield: Guinness. ISBN 0-85112-569-7.
- Kelly, Stephen F. (1988). The Official Illustrated History of Liverpool FC: You'll Never Walk Alone. London: Queen Anne Press. ISBN 0-356-19594-5.
- Liversedge, Stan (1991). Liverpool:The Official Centenary History. London: Hamlyn Publishing Group Ltd. ISBN 0-600-57308-7.
- Pead, Brian (1986). Liverpool A Complete Record. Derby: Breedon Books Sport. ISBN 0-907969-15-1.
- Wilson, Jonathan; Murray, Scott (2013) The Anatomy of Liverpool: A History in Ten Matches. London: Orion. ISBN 978-1-4091-2692-8.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Liversedge 1991, pp. 173.
- ↑ Pead 1986, p. 42.
- ↑ Kelly 1988, p. 179.
- ↑ Ian Rush on his proposed move to Napoli. LFC History. ციტირების თარიღი: 16 July 2016.
- ↑ Goalscorers for the 1986–1987 season. LFC History. ციტირების თარიღი: 22 August 2012.
- ↑ Liversedge 1991, p. 219.
- ↑ Barden, Matt (21 February 2012). „LFC in the League Cup final: 1987 – Arsenal fightback ends Ian Rush's astonishing scoring run“. Liverpool Echo. ციტირების თარიღი: 22 August 2012.
- ↑ 8.0 8.1 Liversedge 1991, p. 220.
- ↑ Phillips-Knight, Rob (12 May 2010). „Dave Beasant and the 'Crazy Gang' stun Liverpool“. ESPN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 22 August 2012.
- ↑ Wilson & Murray 2013, p. 257.
- ↑ Liversedge 1991, p. 95.
- ↑ Pithers, Malcolm (22 December 1993). „Hillsborough victim died 'accidentally': Coroner says withdrawal of treatment not to blame“. The Independent. London. ციტირების თარიღი: 23 August 2012.
- ↑ Carter, Jon (12 April 2012). „Rewind to 1989: FA Cup eases Liverpool pain“. ESPN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 23 August 2012.
- ↑ Cowley 2009, p. 13. sfn error: multiple targets (2×): CITEREFCowley2009 (help)
- ↑ Cowley, Jason (29 March 2009). „The night football was reborn“. The Observer. London. ციტირების თარიღი: 23 August 2012.
- ↑ Stevenson, Peter (15 April 1999). „A hard lesson to learn“. BBC News. ციტირების თარიღი: 23 August 2012.
- ↑ Murray, Scott; Ingle, Sean (10 January 2001). „Knowledge Unlimited“. theguardian.com. ციტირების თარიღი: 23 August 2012.
- ↑ Wilson & Murray 2013, p. 265.
- ↑ Liversedge 1991, p. 103.
- ↑ Liverpool 3–4 Crystal Palace. LFC History. ციტირების თარიღი: 23 August 2012.
- ↑ Liversedge 1991, p. 104.
- ↑ Wilson & Murray 2013, pp. 268–269.
- ↑ Taylor, Louise (14 January 2011). „The game that forced Kenny Dalglish to resign as Liverpool manager“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 24 August 2012.
- ↑ Liversedge 1991, pp. 104–105.
- ↑ Liversedge 1991, p. 107.
- ↑ Wilson & Murray 2013, p. 300.
- ↑ Wilson & Murray 2013, p. 301.
- ↑ „Liverpool overpower and overawe in a final of repute“ (PDF). The Guardian. London. 9 May 1992. ციტირების თარიღი: 12 August 2016.
- ↑ Carter, Jon (2 June 2011). „Rewind:The Heysel aftermath“. ESPN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 25 August 2012.
- ↑ Hale & Ponting 1992, p. 206.
- ↑ Carragher 2008, pp. 89–90.
- ↑ Shaw, Phil (1 September 1992). „Football: Wright on the mark“. The Independent. London. ციტირების თარიღი: 26 August 2012.
- ↑ League table for the 1992–1993 season. LFC History. ციტირების თარიღი: 26 August 2012.
- ↑ Games for the 1992–1993 season. LFC History. ციტირების თარიღი: 26 August 2012.
- ↑ Robbie Fowler. Liverpool F.C. ციტირების თარიღი: 27 August 2012.
- ↑ Wilson & Murray 2013, p. 303.
- ↑ „A run-down of Liverpool's post-war managers“. Liverpool Echo. 6 January 2012. ციტირების თარიღი: 27 August 2012.
- ↑ League table for the 1993–94 season. LFC History. ციტირების თარიღი: 27 August 2012.
- ↑ Conn, David (29 April 2005). „Liverpool's respect for values rather than raw commercialism appeals to neutrals“. The Independent. ციტირების თარიღი: 25 July 2016.
- ↑ Pearce, James (23 August 2006). „How Kop tuned into glory days“. Liverpool Echo. ციტირების თარიღი: 29 August 2012.
- ↑ Liverpool 1–2 Tottenham Hotspur. LFC History. ციტირების თარიღი: 29 August 2012.
- ↑ „Fowler on target as Liverpool cruise through“. The Daily Telegraph. London. 9 March 1995.
- ↑ Scully, Mark (22 February 2012). „LFC in the League Cup final: 1995 – McManaman masterclass wins praise from wing wizard Matthews“. Liverpool Echo. ციტირების თარიღი: 29 August 2012.
- ↑ Transfers for the 1994–1995 season. LFC History. ციტირების თარიღი: 29 August 2012.
- ↑ Alexander, Nick (14 August 1999). „Old pal Kennedy drops in at Collymore Cottage“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 30 August 2012.
- ↑ Austin, Simon (31 October 2000). „Collymore's familiar story“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 30 August 2012.
- ↑ „Premier League at 25: the best match – Liverpool 4 - 3 Newcastle, April 1996“. The Guardian. 25 July 2017. ციტირების თარიღი: 3 January 2020.
- ↑ The league table for the 1995–1996 season. LFC History. ციტირების თარიღი: 30 August 2012.
- ↑ Wilkerson, Ian (16 February 2006). „FA Cup flashback“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 30 August 2012.
- ↑ English Premier League 1996–1997: Table. Statto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 August 2012. ციტირების თარიღი: 31 August 2012.
- ↑ Games for the 1996–1997 season. LFC History. ციტირების თარიღი: 31 August 2012.
- ↑ the league table for the 1996–1997 season. LFC History. ციტირების თარიღი: 31 August 2012.
- ↑ Berlin, Peter (12 April 1997). „Liverpool's Bad Case of 'the Yips' Lifts PSG“. The New York Times. ციტირების თარიღი: 31 August 2012.
- ↑ 1996/97: Ronaldo spot on for Barça. Uefa.com. Union of European Football Associations (UEFA). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 May 2010. ციტირების თარიღი: 31 August 2012.
- ↑ Robbie Fowler. LFC History. ციტირების თარიღი: 31 August 2012.
- ↑ Transfers for the 1997–98 season. LFC History. ციტირების თარიღი: 1 September 2012.
- ↑ The league table for the 1997–1998 season. LFC History. ციტირების თარიღი: 31 August 2012.
- ↑ „Evans quits Anfield“. BBC News. 12 November 1998. ციტირების თარიღი: 1 September 2012.
- ↑ Liverpool 1–3 Leeds United. LFC History. ციტირების თარიღი: 1 September 2012.
- ↑ RSSSF. (20 December 1999) England 1998/99. Rec. Sport. Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 1 September 2012.
- ↑ Transfers for the 1999–2000 season. LFC History. ციტირების თარიღი: 22 November 2012.
- ↑ „Heskey shrugs off record fee“. BBC Sport. 10 March 2000. ციტირების თარიღი: 1 September 2012.
- ↑ Games for the 1999–2000 season. LFC History. ციტირების თარიღი: 1 September 2012.
- ↑ „Blues shot down as Liverpool lift cup“. BBC Sport. 25 February 2001. ციტირების თარიღი: 2 September 2012.
- ↑ Lacey, David (14 May 2001). „Five minutes that turned the world upside down“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 2 September 2012.
- ↑ Biggs, Matt (16 May 2001). „Liverpool 5–4 Alavés“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 2 September 2012.
- ↑ „Liverpool party begins at Charlton“. BBC Sport. 19 May 2001. ციტირების თარიღი: 2 September 2012.
- ↑ „Liverpool suffer Euro woe“. BBC Sport. 9 April 2002. ციტირების თარიღი: 2 September 2012.
- ↑ League table: 2001–02 season. Premier League. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 2 September 2012.
- ↑ Games for the 2001–2002 season. LFC History. ციტირების თარიღი: 2 September 2012.
- ↑ Wilson & Murray 2013, pp. 331–332.
- ↑ Wilson & Murray 2013, p. 337.
- ↑ „Owen sinks West Ham“. BBC Sport. 2 November 2002. ციტირების თარიღი: 3 September 2012.
- ↑ „Heskey ends Liverpool torture“. BBC Sport. 18 January 2003. ციტირების თარიღი: 3 September 2012.
- ↑ „Liverpool lift Worthington Cup“. BBC Sport. 2 March 2003. ციტირების თარიღი: 3 September 2012.
- ↑ „Hasselbaink sinks Liverpool“. BBC Sport. 17 August 2003. ციტირების თარიღი: 3 September 2012.
- ↑ English Premier League 2003–2004: Table. Statto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 December 2013. ციტირების თარიღი: 3 September 2012.
- ↑ „Liverpool 1–1 Newcastle“. BBC Sport. 15 May 2004. ციტირების თარიღი: 3 September 2012.
- ↑ „Portsmouth 1–0 Liverpool“. BBC Sport. 22 February 2004. ციტირების თარიღი: 3 September 2012.
- ↑ „Liverpool appoint Benitez“. BBC Sport. 16 June 2004. ციტირების თარიღი: 3 September 2012.
- ↑ League table for the 2004–2005 season. LFC History. ციტირების თარიღი: 3 September 2012.
- ↑ „Burnley 1–0 Liverpool“. BBC Sport. 18 January 2005. ციტირების თარიღი: 3 September 2012.
- ↑ McCarra, Kevin (28 February 2005). „Mourinho the scene stealer claims his first English prize“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 3 September 2012.
- ↑ „AC Milan 3–3 Liverpool (aet)“. BBC Sport. 25 May 2005. ციტირების თარიღი: 3 September 2010.
- ↑ „Liverpool get in Champions League“. BBC Sport. 10 June 2005. ციტირების თარიღი: 3 September 2010.
- ↑ „Liverpool 0–2 Benfica (agg 0–3)“. BBC Sport. 8 March 2006. ციტირების თარიღი: 4 September 2012.
- ↑ „Liverpool 3–3 West Ham (aet)“. BBC Sport. 13 May 2006. ციტირების თარიღი: 4 September 2012.
- ↑ „US pair agree Liverpool takeover“. BBC Sport. 6 February 2007. ციტირების თარიღი: 2 March 2007.
- ↑ Tables. Premier League. ციტირების თარიღი: 5 August 2016.
- ↑ McNulty, Phil (23 May 2007). „AC Milan 2–1 Liverpool“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 4 September 2007.
- ↑ „Liverpool complete Torres signing“. BBC Sport. 4 July 2007. ციტირების თარიღი: 4 September 2012.
- ↑ League table for the 2007–2008 season. LFC History. ციტირების თარიღი: 4 September 2012.
- ↑ Lyon, Sam (30 April 2008). „Chelsea 3–2 Liverpool (4–3)“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 4 September 2012.
- ↑ The Fernando Torres Phenomenon. LFC History. ციტირების თარიღი: 5 August 2016.
- ↑ „City fans make point as Torres equals record and earns three“. Belfast Telegraph. 5 May 2008. ციტირების თარიღი: 5 August 2016.
- ↑ McNulty, Phil (28 December 2008). „Newcastle 1–5 Liverpool“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 6 September 2012.
- ↑ English Premier League 2008–2009: Table. Statto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 January 2013. ციტირების თარიღი: 6 September 2012.
- ↑ Games for the 2008–2009 season. LFC History. ციტირების თარიღი: 6 September 2012.
- ↑ League table for the 2008–2009 season. LFC History. ციტირების თარიღი: 6 September 2012.
- ↑ Murray, Scott (14 April 2009). „Champions League: Chelsea v Liverpool – as it happened“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 6 September 2012.
- ↑ Reekie, Harry (9 May 2010). „Hull 0–0 Liverpool“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 9 September 2012.
- ↑ Hart, Simon (9 December 2009). „Fiorentina spoil Reds' swan song“. Uefa.com. Union of European Football Associations (UEFA). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 January 2013. ციტირების თარიღი: 9 September 2012.
- ↑ McCarra, Kevin (30 April 2010). „Liverpool's hopes of silverware ended by Atlético Madrid's Diego Forlán“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 9 September 2012.
- ↑ Hunter, Andy (1 July 2010). „Roy Hodgson confirmed as new manager of Liverpool“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 9 September 2012.
- ↑ Conn, David (7 May 2010). „Auditors cast doubt on future of Liverpool after losses“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 8 May 2010.
- ↑ „Liverpool takeover completed by US company NESV“. BBC Sport. 15 October 2010. ციტირების თარიღი: 12 August 2011.
- ↑ Vesty, Marc (5 January 2011). „Blackburn 3–1 Liverpool“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 14 September 2012.
- ↑ English Premier League 2010-2011 : Table. Statto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 September 2012. ციტირების თარიღი: 14 September 2012.
- ↑ „Roy Hodgson exits Liverpool & Kenny Dalglish takes over“. BBC Sport. 8 January 2011. ციტირების თარიღი: 14 September 2012.
- ↑ League table for the 2010–2011 season. LFC History. ციტირების თარიღი: 14 September 2012.
- ↑ Taylor, Louise (2 April 2012). „Where it all went wrong for Liverpool and Kenny Dalglish“. The Guardian. ციტირების თარიღი: 7 August 2016.
- ↑ Bensch, Bob; Panja, Tariq (17 May 2012). „Liverpool fires Dalglish after worst league finish in 18 years“. Bloomberg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 June 2012. ციტირების თარიღი: 14 September 2012.
- ↑ Bevan, Chris (26 February 2012). „Cardiff 2–2 Liverpool“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 14 September 2012.
- ↑ McNulty, Phil (5 May 2012). „Chelsea 2–1 Liverpool“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 14 September 2012.
- ↑ „Luis Suárez race row with Patrice Evra: timeline“. The Daily Telegraph. 20 October 2011. ციტირების თარიღი: 16 December 2013.
- ↑ „Liverpool striker Luis Suarez handed eight-match FA ban“. BBC Sport. 20 December 2011. ციტირების თარიღი: 20 December 2011.
- ↑ Williams, Richard (21 December 2011). „Liverpool should take heed of the past and accept Luis Suárez verdict“. The Guardian. ციტირების თარიღი: 1 January 2012.
- ↑ „Liverpool manager Brendan Rodgers to 'fight for his life'“. BBC Sport. 1 June 2012. ციტირების თარიღი: 14 September 2012.
- ↑ „Brendan Rodgers confirmed as new Liverpool manager“. The Guardian. 1 June 2012. ციტირების თარიღი: 7 August 2016.
- ↑ English Premier League Table 2012–2013. Statto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 August 2016. ციტირების თარიღი: 7 August 2016.
- ↑ „Premier League 2013–2014: our writers' predictions for new season“. The Guardian. 16 August 2013. ციტირების თარიღი: 7 August 2016.
- ↑ „Liverpool 0–2 Chelsea“. BBC Sport. 27 April 2014. ციტირების თარიღი: 7 August 2016.
- ↑ 123.0 123.1 Meagher, Gerard (24 June 2015). „Steven Gerrard still haunted by slip after leaving Liverpool without winning title“. The Guardian. ციტირების თარიღი: 16 January 2016.
- ↑ „Luis Suarez: Liverpool & Barcelona agree £75m deal for striker“. BBC Sport. 11 July 2014. ციტირების თარიღი: 16 January 2016.
- ↑ „Liverpool announces hiring of manager Jurgen Klopp“. Sports Illustrated. 8 October 2015. ციტირების თარიღი: 16 January 2016.
- ↑ Liverpool FC confirm Jürgen Klopp appointment. Liverpool F.C. (1 June 2019). ციტირების თარიღი: 8 October 2015.
- ↑ Smith, Ben. (8 October 2015) Liverpool: Jurgen Klopp agrees three-year deal as manager. BBC Sport. ციტირების თარიღი: 1 June 2019.
- ↑ Jürgen Klopp, the 'Normal One' takes over as Liverpool manager. The Guardian (9 October 2015). ციტირების თარიღი: 1 June 2019.
- ↑ „Willy Caballero: Man City keeper 'deserved' League Cup final“. BBC Sport. 29 February 2016. ციტირების თარიღი: 31 March 2016.
- ↑ „Liverpool 1–3 Sevilla: Reds collapse as Sevilla win Europa League“. BBC Sport. 19 May 2016. ციტირების თარიღი: 4 July 2016.
- ↑ Liverpool seal Champions League place with victory over Middlesbrough. The Guardian (21 May 2017). ციტირების თარიღი: 1 June 2019.
- ↑ Premier League Table. Premier League. ციტირების თარიღი: 1 June 2019.
- ↑ „Real nightmare for Karius as Madrid retain their title“. Raidió Teilifís Éireann. 26 May 2018. ციტირების თარიღი: 1 June 2019.
- ↑ Liverpool agree deal to sign Virgil van Dijk. Liverpool F.C. (27 December 2017). ციტირების თარიღი: 1 June 2019.
- ↑ Van Dijk deal agreed. Southampton F.C. (27 December 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 1 June 2019.
- ↑ „Virgil van Dijk: Liverpool to sign Southampton defender for world record £75m“. BBC Sport. 27 December 2017. ციტირების თარიღი: 1 June 2019.
- ↑ Naby Keita to complete Liverpool transfer on July 1 (27 June 2018).
- ↑ Reds agree deal to sign Fabinho. Liverpool FC (28 May 2018).
- ↑ Liverpool complete Xherdan Shaqiri transfer. Liverpool FC (13 July 2018).
- ↑ Liverpool complete Alisson Becker transfer. Liverpool FC (19 July 2018).
- ↑ Transfer agreed for Alisson to join Liverpool en. ციტირების თარიღი: 1 June 2019.
- ↑ Liverpool make best start to a season in their 126-year history with 3–0 Premier League win over Southampton. TalkSport (22 September 2018). ციტირების თარიღი: 1 June 2016.
- ↑ Johnston, Neil (26 December 2018). „Liverpool 4–0 Newcastle: Reds six points clear at the top“. bbc.co.uk. BBC Sport. The BBC. ციტირების თარიღი: 1 June 2019.
- ↑ Comparing Liverpool’s stats to the halfway point last season. Planet Football. ციტირების თარიღი: 1 June 2019.
- ↑ Taylor, Daniel (12 May 2019). „Sadio Mané double sinks Wolves but Liverpool’s title wait goes on“. theguardian.com. The Guardian. The Guardian. ციტირების თარიღი: 1 June 2019.
- ↑ O'Neill, Caoimhe (12 May 2019). „Anfield's amazing response to Premier League disappointment as Man City beat Liverpool to title“. liverpoolecho.co.uk. Liverpool Echo. ციტირების თარიღი: 1 June 2019.
- ↑ Doyle, Paul (1 June 2019). „Liverpool win Champions League after beating Spurs 2–0 in final – live!“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 1 June 2019.
- ↑ Begley, Emlyn (4 August 2019). „Community Shield: Liverpool 1–1 Man City (City won 5-4 on penalties)“. BBC. ციტირების თარიღი: 11 October 2019.
- ↑ McNulty, Phil (14 August 2019). „Liverpool beat Chelsea on penalties to win Super Cup“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 24 September 2019.
- ↑ „Firmino winner seals Club World Cup win“. BBC. ციტირების თარიღი: 21 December 2019.
- ↑ Ladson, Matt (22 December 2019). „What does Liverpool's Club World Cup victory mean for the rest of their season?“. fourfourtwo.com. FourFourTwo. ციტირების თარიღი: 22 December 2019.
- ↑ Eriksen, Magnus. Liverpool do something no English club has done before with Club World Cup win. CaughtOffside. ციტირების თარიღი: 22 December 2019.
- ↑ FSG statement on Jürgen Klopp contract extension agreement. Liverpool F.C. (13 December 2019).
- ↑ „Jurgen Klopp says Liverpool's record-breaking run isn't special - but it is“. bbc.co.uk. BBC Sport. BBC. 11 January 2020. ციტირების თარიღი: 19 January 2020.
- ↑ „Premier League Table 25 March 2020“. BBC Sport. 25 March 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 March 2020. ციტირების თარიღი: 25 March 2020.
- ↑ Premier League Table March 2020.
- ↑ „Premier League, FA, EFL and WSL unite to postpone fixtures“. Premier League. 13 March 2020. ციტირების თარიღი: 25 March 2020.
- ↑ „Coronavirus: English football suspension extended until at least 30 April“. BBC News. 19 March 2020. ციტირების თარიღი: 25 March 2020.
- ↑ https://www.skysports.com/football/everton-vs-liverpool/408274