ინგლისის თასის ფინალი 1986
ინგლისის თასის ფინალი 1986 — 1986 წლის 10 მაისს უემბლის სტადიონზე გამართული ინგლისის ასოციაციის თასის რიგით 105-ე ფინალი. ფინალში შედგა მერსისაიდული დერბი ლივერპულსა და ევერტონს შორის. თასის ფინალამდე 7 დღით ადრე ლივერპულმა ლიგის ტიტული მოიგო, ევერტონი კი მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა. ამ დროისთვის ლივერპულური ორი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში წამყვან კლუბებად მიიჩნეოდა.
ლივერპულმა მატჩი 3–1 მოიგო, რითაც მოთამაშე-მწვრთნელმა კენი დალგლიშმა სეზონი ორი ტიტულით დაასრულა. პირველი გოლი ევერტონის შემტევმა გარი ლინეკერმა გაიტანა, მეორე ტაიმში იან რაშის დუბლით და კრეიგ ჯონსტონის გოლებით ლივერპულმა გამარჯვება გაიფორმა. როგორც ინგლისის ჩემპიონი ლივერპული შემდგომ სეზონზე ევროპის თასზე უნდა გასულიყო, ხოლო მეორე ადგილოსანი ევერტონი უეფა-ს თასების მფლობელთა თასზე, მაგრამ ეიზელის კატასტროფის გამო ინგლისურ კლუბებს აეკრძალათ ევროტურნირებზე მონაწილეობა. ლივერპული ფორმალურად განაცხადში იყო შეყვანილი.[1]
ინგლისის თასზე ეს ლივერპულის მესამე გამარჯვებაა 1974 წლის შემდეგ. ევერტონი კი მესამედ გავიდა ფინალში, სადაც ორჯერ დამარცხდა. ბოლოს ევერტონი ერთი წლით ადრე იყო ფინალში, სადაც მანჩესტერ იუნაიტედმა გაიმარჯვა.
ოცი წლის შემდეგ, 2006 წლის აპრილს, ენფილდზე საქველმოქმედო მატჩით გაიხსენეს ეს თამაში, სადაც ლივერპულმა გაიმარჯვა 1-0, გოლის ავტორი იყო ჯონ დურნირი.[2]
დეტალები
რედაქტირება10 მაისი 1986 15:00 BST |
ლივერპული | 3–1 | ევერტონი | უემბლი, ლონდონი მაყურებელი: 98,000 მსაჯი: ალან რობინსონი (ჰემფშირი) |
---|---|---|---|---|
რაში 56', 83' ჯონსტონი 62' |
Report | ლეინეკერი 27' |
|
|
ბმულები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Liverpool v Everton 1986 FA Cup Final: as it happened. Guardian (9 May 2020). ციტირების თარიღი: 14 May 2020.
- ↑ Rogers, Paul. (1 May 2006) Reds leave it late to win Replay 86. Liverpool FC. ციტირების თარიღი: 15 September 2017.