სამი ტუომას ჰიუპია[1] (ფინ. Sami Tuomas Hyypiä [ˈsɑmi ˈhyːpiæ]; დ. 7 ოქტომბერი, 1973, პორვოო, ფინეთი) — ფინელი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი, პოზიციით ცენტრალური მცველი.

სამი ჰიუპია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სამი ტუომას ჰიუპია
დაბადების
თარიღი
7 ოქტომბერი, 1973 (1973-10-07) (51 წლის)
დაბადების
ადგილი
პორვოო, ფინეთის დროშა ფინეთი
სიმაღლე 193 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1977-1988 კუმუ
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1988-1991 კუმუ 19 (0)
1991-1995 მიუპა 96 (8)
1995-1999 ვილემ II 100 (3)
1999-2009 ლივერპული 318 (22)
2009-2011 ბაიერ 04 ლევერკუზენი 53 (3)
სულ 589 (36)
ეროვნული ნაკრები
1992-2010 ფინეთის ნაკრები 105 (5)
სამწვრთნელო კარიერა
2011-2012 ფინეთის ნაკრები (ასისტენტი)
2012-2014 ბაიერ 04 ლევერკუზენი
2015-2016 ციურიხი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სამი ჰიუპია დაიბადა 1973 წელს ფინეთის ქალაქ პორვოოში. ინგლისური კარიერა 1999 წელს ჟერარ ულიეს ლივერპულში დაიწყო. ათი წელი ითამაშა პრემიერლიგაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე, გაიტანა 35 ბურთი. მას მეორე სართულზე ძლიერად თამაშის გამო, ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორ ჰაერის მეფეს. ჰიუპია 2000-01 სეზონში კაპიტნობდა ლივერპულს, რადგან გუნდის კაპიტანი ჯეიმი რედნაპი სეზონის ბოლომდე დამტვრეული იყო, ხოლო რობი ფაულერი უმეტესწილად შეცვლაზე შემოდიოდა.

სამი ჰიუპიამ ლივერპული 2009 წელს დატოვა და ლევერკუზენის ბაიერში გადავიდა, მისი ბოლო მატჩი ლივერპულის მაისურით შედგა ენფილდზე, ტოტენჰემის წინააღმდეგ.

ფინეთის ნაკრების მაისურით ჩაატარა 105 შეხვედრა. არის ფინეთის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მრავალგზის მფლობელი. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 2012-2014 წლებში, ჰიუპია წვრთნიდა ლევერკუზენის ბაიერს, 2014 წელს ბრიტანულ საფეხბურთო კლუბ ბრაიტონს, 2015 წლიდან დაიკავა შვეიცარიული ციურიხის მთავარი მწვრთნელის პოსტი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. IPA ტრანსკრიფცია ფინური და ესტონური ენებისთვის (ქართულ მასმედიაში ხშირად მოიხსენიებენ დამახინჯებული ფორმით, როგორც სამი ჰიიპია ან სამი ჰიპია)