პორვოო (ფინ. Porvoo; შვედ. Borgå) — ფინეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. პორვოო მდებარეობს ქვეყნის სამხრეთით, უუსიმაას რეგიონში, ჰელსინკიდან 50 კილომეტრის დაშორებით. პორვოო ფინეთის სიდიდით 21-ე ქალაქია და მისი მოსახლეობა 50 083-ს ადამიანს შეადგენს.[2] ქალაქი გამოირჩევა შვედურენოვანი მოსახლეობის სიმრავლით. 2016 წლის მონაცემებით პორვოოს მოსახლეობის 29,6%-სთვის შვედური მშობლიური ენაა.[3]

ქალაქი
პორვოო
ფინ. Porvoo; შვედ. Borgå

პორვოოს ისტორიული ნაწილი, ივლისი 2010
გერბი

ქვეყანა ფინეთის დროშა ფინეთი
რეგიონი უუსიმაა
მუნიციპალიტეტი პორვოოს რაიონი
კოორდინატები fi 60°23′40″ ჩ. გ. 025°39′50″ ა. გ. / 60.39444° ჩ. გ. 25.66389° ა. გ. / 60.39444; 25.66389
ქალაქის მმართველი იუკკა-პეკკა უიულა [1]
დაარსდა 1346
ფართობი 654,42 კმ²
ოფიციალური ენა ფინური
მოსახლეობა 50 083 [2] კაცი (2017)
სიმჭიდროვე 76,57 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2
საფოსტო ინდექსი 06100
ოფიციალური საიტი porvoo.fi
პორვოო — ფინეთი
პორვოო

პორვოოში ასევე განლაგებულია ფინეთის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის შვედურენოვანი ეპარქია.

ისტორიულ წყაროებში პორვოო პირველად XIV საუკუნეში მოიხსენიება. რეგიონში პირველი დასახლებები XIII საუკუნეში ჩნდება. პორვოოსთვის ქალაქის სტატუსი შვედეთის მონარქმა, მაგნუს ერიკსონმა 1346 წელს მიანიჭა.[4] ქალაქის სახელი შვედური Borgå-დან მომდინარეობს რაც ქართულად „ციხის მდინარეს“ ნიშნავს.[4][5]

XIX საუკუნის დასაწყისში შვედეთის სამეფომ, ფინეთი, რუსეთის იმპერიას დაუთმო. 1809 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მოიწვია პორვოოს კრება. პორვოოს კრება მიიჩნევა ფინეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ქვაკუთხედად. ამ კრებაზე ფინეთს დაუმტკიცდა საკუთარი ენის, სარწმუნეობის და კონსტიტუციის ქონის უფლება.[4]

ნიკოლოზ I-ის მმართველობის პერიოდში დაიგეგმა პორვოოს გაფართოება, რის შედეგადაც აშენდა ქალაქის იმპერიული ნაწილი. პორვოოს იმპერიული ნაწილის მთავარი არქიტექტორი იყო კარლ ლუდვიგ ენგელი, რომელმაც ასევე დაგეგმა ჰელსინკის ცენტრალური ნაწილი.[4] პორვოოს ისტორიული ნაწილი (როგორც იმპერიული, ასევე შვედეთის მმართველობის პერიოდის) დღესდღეობით ითვლება ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად.

დემოგრაფია

რედაქტირება

2017 წლის მაისის მონაცემებით პორვოოს მოსახლეობა 50 083-ს ადამიანს შეადგენს.[2] 1980 წლიდან ქალაქის მოსახლეობა სტაბილურად იზრდება, რაც განპირობებულია ქალაქის უსაფრთხო გარემოთი, კომერციული და საჯარო მომსახურეობის ხელმისაწვდომობით, და სამუშაო ადგილების სიმრავლით.[6] მოსახლეობის 64,2% ფინურენოვანია, 29,6% კი შვედურენოვანი.[3] თუმცა შვედურენოვანი მოსახლეობის რაოდენობა თანდათანობით კლებულობს, შედარებისთვის 1960 წელს პორვოოს შვედურენოვანი მოსახლეობა ქალაქის 54,7% მოიცავდა.[7]

პორვოოს მოსახლეობა 1980–2016 წლებში
Year Population
1980
  
38 296
1985
  
39 833
1990
  
41 930
1995
  
43 315
2000
  
44 969
2005
  
46 982
2010
  
48 768
2016
  
50 131
წყარო: Tilastokeskus [8].

მმართველობა

რედაქტირება

ქალაქის მმართველი არის იუკკა-პეკკა უიულა. პორვოოს საკრებულოს ჰყავს 51 დეპუტატი. პორვოოში შვედურენოვანი მოსახლეობის სიმრავლის გამო, საკრებულოს არჩევნებს ხშირად ფინეთის შვედ მოქლაქეთა პარტია იგებს. 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად, საკრებულოს შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:[9]

პოლიტიკური პარტია ხმათა % წარმომადგენელი
ფინეთის შვედ მოქლაქეთა პარტია 29,7 16
სოციალ-დემოკრატიული პარტია 22,5 12
მწვანეთა პარტია 15,2 8
ნაციონალური კოალიცია 13,8 7
ცენტრისტული პარტია 7,6 4
ჭეშმარიტ ფინელთა პარტია 4,4 2
მემარცხენე ალიანსი 3,3 1
ქრისტიან-დემოკრატიული პარტია 2,4 1

განათლება

რედაქტირება

პორვოოში არის რამდენიმე სკოლა და ლიცეუმი, აგრეთვე მუსიკალური, სამხატვრო და პროფესიული სასწავლებლები.[10][11] პორვოოში განლაგებულია ორი უმაღლესი სასწავლებლის კამპუსი:[11][12][13]

გამოჩენილი ადამიანები

რედაქტირება

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

პორვოოს დაძმობილებული ქალაქები:[14]

  1. Kaupunginjohtaja, Porvoon kaupunki, https://www.porvoo.fi/kaupunginjohtaja. წაკითხვის თარიღი: 2017-05-13[მკვდარი ბმული]
  2. 2.0 2.1 2.2 Ennakkoväkiluku muuttujina Alue, Sukupuoli ja Kuukausi, Tilastokeskus, http://pxnet2.stat.fi/PXWeb/pxweb/fi/StatFin/StatFin__vrm__vamuu/005_vamuu_tau_101.px/?rxid=82ce39f0-3202-4b33-bfcd-3ece427997ad. წაკითხვის თარიღი: 2017-05-13 დაარქივებული 2017-06-16 საიტზე Wayback Machine.
  3. 3.0 3.1 Väestö iän (1-v.), sukupuolen, siviilisäädyn ja kielen mukaan alueittain 1990 - 2016. Tilastokeskus (2017). ციტირების თარიღი: 2017-05-14.[მკვდარი ბმული]
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 History of Porvoo. Visit Porvoo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-25. ციტირების თარიღი: 2017-05-14.
  5. Porvoo (Borgå). Archipelagoes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-11. ციტირების თარიღი: 2017-05-14.
  6. Porvoon kaupungin elinkeino- ja kilpailukykyohjelma 2014-2017. Porvoon Kaupunki (2014). ციტირების თარიღი: 2017-05-13.[მკვდარი ბმული]
  7. (1964) Avain omaan maahan - tietoja Suomen kaupungeista, kauppaloista ja maalaiskunnista,. Helsinki: Sanoma Osakeyhtiö, გვ. 15. 
  8. Väestö kielen mukaan sekä ulkomaan kansalaisten määrä ja maa-pinta-ala alueittain 1980–2012 Finnish. Tilastokeskus (2013-04-22). ციტირების თარიღი: 2013-04-01[მკვდარი ბმული]
  9. Tulokset: Porvoo. Oikeusministeriö - Tulospalvelu (2017). ციტირების თარიღი: 2017-05-13.
  10. Päivähoito & koulutus. Porvoon Kaupunki. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-14. ციტირების თარიღი: 2017-05-13.
  11. 11.0 11.1 Ammatillinen ja aikuiskoulutus. Porvoon Kaupunki. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-17. ციტირების თარიღი: 2017-05-13.
  12. Porvoo. Haaga-Helia Ammattikorkeakoulu. ციტირების თარიღი: 2017-05-13.[მკვდარი ბმული]
  13. Porvoo Campus. Laurea Ammattikorkeakoulu. ციტირების თარიღი: 2017-05-13.
  14. Porvoon Kaupunki. Suomen Kaupunkiopas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-02. ციტირების თარიღი: 2017-05-13.