როკ მარკ კრისტიან კაბორე

ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი,ეროვნული თავდაცვის მინისტრი;

როკ მარკ კრისტიან კაბორე (ფრანგ. Roch Marc Christian Kaboré, დ. 25 აპრილი, 1957, უაგადუგუ, კადიოგო, ცენტრალური რეგიონი, ზემო ვოლტა) — ბურკინა-ფასოელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.

როკ მარკ კრისტიან კაბორე
ფრანგ. Roch Marc Christian Kaboré
დაბადების თარიღი 25 აპრილი, 1957(1957-04-25)[1] [2] (67 წლის)
დაბადების ადგილი უაგადუგუ[2]
მოქალაქეობა  ბურკინა-ფასო
განათლება ბურგუნდიის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მაგისტრი
მეუღლე/ები Sika Bella Kaboré
ჯილდოები Grand Cross of the Order of La Pléiade, National Order of Burkina Faso და Q117250955?[3]

ბურკინა-ფასოს პრემიერ-მინისტრი 1994 წლის 20 მარტიდან 1996 წლის 6 თებერვლამდე, ბურკინა-ფასოს ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი 2002 წლის 5 ივნისიდან 2012 წლის 28 დეკემბრამდე, ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი 2015 წლის 29 დეკემბრიდან 2022 წლის 24 იანვრამდე და ეროვნული თავდაცვის მინისტრი 2016 წლის 13 იანვრიდან 2017 წლის 20 თებერვლამდე. თანამდებობიდან გაათავისუფლეს შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ახალგაზრდობა, ოჯახი და განათლება

რედაქტირება

როკი მარკ კრისტიან კაბორე დაიბადა 1957 წლის 25 აპრილს ზემო ვოლტას დედაქალაქ — უაგადუგუში, კადიოგოში, ცენტრალური რეგიონი.[4]ის წარმოშობით კეთილშობილური კათოლიკური ოჯახიდანაა, როგორც მოსის[5][6] ხალხის უმრავლესობა, და როგორც ამბობენ, ის "დაბადებული იყო ვერცხლის კოვზით პირში". მისი მამა, ჩარლზ ბილა კაბორე, პროფესიით ბანკირი, იყო შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრის მრჩეველი (1961), ზემო ვოლტას ხაზინის უფროსი და ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრი, ფინანსთა მინისტრი (1963-1965) და ჯანდაცვის მინისტრი (1966 წლამდე), მორის იამეოგოს პრეზიდენტობის დროს, ფინანსური მრჩეველი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გენერალური მდივანი (1975 წლამდე), დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოადგილე (1982 წლამდე), პრეზიდენტის ადმინისტრაციის ტექნიკური მრჩეველი და გენერალური მდივანი (1985 წლამდე).[5][6]

1962 წლიდან 1968 წლამდე როკ კაბორე სწავლობდა უაგადუგუს საჯარო სკოლაში, დაამთავრა დაწყებითი განათლების სერთიფიკატით და ერთდროულად ექვს კოლეჯსა და უნივერსიტეტში შეიტანა საბუთები.[4][4]1968 წლიდან 1975 წლამდე სწავლობდა სენ-ჟან-ბატისტ დე ლა სალის კოლეჯში, მიიღო ზოგადი განათლების დიპლომი (1972) და ბაკალავრის ხარისხი (1975).სწავლის პერიოდში კაბორე აქტიურად იყო დაკავებული სპორტით, კერძოდ კალათბურთით.[6] 1975 წელს ჩაირიცხა საფრანგეთის დიჟონის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1979 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, ხოლო 1980 წელს — ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის დიპლომი.[6] სწავლის პერიოდში გახდა საფრანგეთის,ვოლტას სტუდენტთა გენერალური კავშირის ფილიალში, ასოციაციის წევრი, გაეცნო საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის[4] პოლიტიკურ ცხოვრებას, დაბრუნდა სამშობლოში, კაბორეში და გახდა 1983 წლის გადატრიალების შემდეგ შექმნილი რადიკალური ორგანიზაციის „კომუნისტური ბრძოლის კავშირი — აღდგენილი“ პოლიტბიუროს წევრი, რომელმაც მარქსისტი თომას სანკარა მოიყვანა ხელისუფლებაში.[5][6][7]

საბანკო სექტორი

რედაქტირება

მამის კვალდაკვალ, კაბორე გახდა ბანკირი [5] და შეუერთდა ვოლტას საერთაშორისო ბანკს (მოგვიანებით ბურკინას საერთაშორისო ბანკი, IBB).[6]1984 წელს, სანკარას პრეზიდენტობის დროს, 27 წლის კაბორე დაინიშნა IBB-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე,რომელსაც ხუთი წლის განმავლობაში 1989 წლამდე და პოლიტიკაში შესვლამდე იკავებდა.[5][6][8] 1987 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ,სანკარას მკვლელობის შემდეგ, კაბორემ მოიპოვა ბლეზ კომპაორეს ნდობა, რომელმაც ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და, ფაქტობრივად, გახდა მისი მარჯვენა ხელი, შეჰფიცა ერთგულება ახალ ლიდერს, რომელიც შეუდგა გზას, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, „რევოლუციის კორექტირებისკენ“ [5][6][9] 1987 წელს კაბორე შეუერთდა საპრეზიდენტო „სახალხო ფრონტს“, რომელიც გახდა საფუძველი პარტიის "სახალხო დემოკრატიის ორგანიზაცია — მუშათა მოძრაობა“ (COND-RD).

თანამდებობები

რედაქტირება

1989 წლის 21 სექტემბერს კაბორე დაინიშნა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრად.[4][8] მეოთხე რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებისა და ახალი მთავრობის ფორმირების რეფერენდუმის შემდეგ, 1991 წლის 16 ივნისს, კაბორე დაინიშნა სამთავრობო მოქმედებების კოორდინაციის მინისტრის თანამდებობაზე, რომელზეც იმყოფებოდა 1992 წლის 16 თებერვლამდე, როდესაც სამთავრობო ცვლილებების დროს მინისტრის თანამდებობა პორტფელის გარეშე მიიღო.1992 წლის 24 მაისს იგი აირჩიეს ეროვნულ ასამბლეაში კადიოგოდან, როგორც COND-RD პარტიის წევრი. 1992 წლის 19 ივნისიდან 1993 წლის 3 სექტემბრამდე კაბორე იყო ფინანსთა და დაგეგმვის მინისტრი, ხოლო 1993 წლის 3 სექტემბრიდან 1994 წლის 20 მარტამდე — ინსტიტუციური ურთიერთობების მინისტრი.[4]

ბურკინა ფასოს პრემიერ-მინისტრი

რედაქტირება

იუსუფ უედრაოგოს მთავრობის დაშლის შემდეგ,[10] 1994 წლის 20 მარტს, კაბორე დაინიშნა ბურკინა-ფასოს პრემიერ მინისტრად.[4] ამ თანამდებობაზე მან განაგრძო 1991 წელს დაწყებული, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამის განხორციელება, წარადგინა პროდუქტიულობის გაზრდის სტრატეგია ფისკალური მხარდაჭერით, რამაც შესაძლებელი გახადა ძირითადი სამთავრობო პროგრამებისა და რეფორმების დაფინანსება და ასევე მოახერხა დასავლეთ აფრიკის CFA ფრანკის დევალვაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას და ზრდას. [7][11][12] 1996 წლის 6 თებერვალს კაბორე გადადგა და პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი გახდა (1996 წლის თებერვალი — 1997 წლის ივნისი).[4][11] პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე იგი შეცვალა კადრი დეზირე ოუედრაოგომ.[13]

პარტიასა და პარლამენტში მუშაობა

რედაქტირება

1997 წლის 11 მაისს კაბორე ხელახლა აირჩიეს კონგრესის „დემოკრატიისა და პროგრესისთვის (CDP) პარტიიდან, ეროვნული ასამბლეის წევრად და დაიკავა პარლამენტის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა რომელიც ეკავა 2002 წლის 5 ივლისამდე.[4][11] 1999 წლის აგვისტოში კაბორე გახდა CDP-ის ეროვნული მდივანი.[4] 2002 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 5 ივნისს, კაბორე აირჩიეს ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტად, მან შეცვალა მელეგ მორის ტრაორე, ხოლო 2003 წლის აგვისტოში დაინიშნა CDP-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე.[4][10] 2007 წლის 6 მაისს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კაბორე ხელახლა აირჩიეს ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტად, მან არჩევნებში 4 ივნისს დაამარცხა ნორბერტ ტიენდრიბეოგო .[4][14][15] 2011 წლის 8 ივლისს კაბორე აირჩიეს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად.[4] მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა არ მიეღო მონაწილეობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში [16], კაბორემ დაკარგა კომპაორეს კეთილგანწყობა და მოხსნეს პარტიის ხელმძღვანელობიდან, რის გამოც 19 მარტს დატოვა CDP-ის თავმჯდომარის თანამდებობა.[17] იმავე წლის 28 დეკემბერს ეროვნული ასამბლეის ახალი პრეზიდენტი გახდა სუნგალო ოუატარა.[18][19]

ოპოზიციაში წასვლა და საარჩევნო კამპანია

რედაქტირება

2014 წლის 6 იანვარს კაბორემ, სხვა ცნობილ პოლიტიკოსებთან ერთად, გამოაცხადა CDP-დან გადადგომის შესახებ, გამოხატა უთანხმოება პარტიის ხელმძღვანელობის მეთოდებთან და ქვეყნის კონსტიტუციის 37-ე მუხლის შეცვლის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა ორი ვადის ლიმიტის გაუქმებას. პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად, რაც განიხილებოდა, როგორც მზადება კომპაორეს კანდიდატურის არჩევის მესამე ხუთწლიანი ვადით.[9][20][21] იმავე დღეს, 70-ზე მეტმა პარტიის წევრმა დატოვა CDP-ის ყრილობა, რაც ჟურნალისტებმა შეაფასეს, როგორც კომპაორეს რეჟიმის დაშლის წინაპირობად.[22][23]

2014 წლის 25 იანვარს კაბორემ დააარსა ახალი პარტია „სახალხო მოძრაობა პროგრესისთვის„ (PDP), რომელშიც გაწევრიანდნენ საპრეზიდენტო რეჟიმის ისეთ წარმომადგენლებს, როგორებიც იყვნენ სალიფ დიალო და სიმონ კომპაორე.[5][8]ამრიგად, კაბორე შეუერთდა ოპოზიციას თავისი პოლიტიკური აქტივობის პიკზე, კომპაორეს დამხობამდე 10 თვით ადრე, რომელიც 1987 წლიდან ხელისუფლებაში იყო 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ორი შვიდწლიანი და ორი ხუთწლიანი ვადით. PDP-ის ყრილობაზე, რომელიც გაიმართა უაგადუგუს სპორტის სასახლეში 2015 წლის 4-დან 5 ივლისამდე, კაბორე ოფიციალურად გამოცხადდა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიის კანდიდატად და გამოაცხადა ,რომ მზადაა ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან.[11][24] ამის შემდეგ, ფაქტობრივად, გარდამავალ პერიოდში კრიზისის მოგვარების კონტექსტში ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი გახდა. კაბორემ ახალ კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში,არაერთი შეხვედრა გამართა აფრიკის კავშირის, დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკურ თანამეგობრობის და გაეროს ელჩებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.[25]

არჩევნები თავდაპირველად 11 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ გადაიდო 17 სექტემბერს, წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომპაორეს მოკავშირე გენერალი ჟილბერტ დიენდრირე .[26][27] საარჩევნო კამპანიის დროს კაბორე თავს სოციალ-დემოკრატად ავლენდა, მხარს უჭერდა სოციალისტურ პარტიებთან თანამშრომლობას, ქვეყნის უკეთეს მართვას, ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობების შექმნას, ახალგაზრდების უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას, სიღარიბის შემცირებას, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების მოდერნიზებას.[28] მან აღნიშნა, რომ „ჩვენ გვაქვს ძველი სისტემის გამოცდილება და ვიცით, როგორ მოვიქცეთ უკეთესად, რაც უზრუნველყოფს ძველ სისტემასთან სრულ გაწყვეტას“, რასაც სკეპტიციზმით შეხვდა ბურკინა-ფასოს მშრომელთა გენერალური კონფედერაციის გენერალური მდივანი ბასოლმა ბაისი,მან განაცხადა:„როკს კომპაორის დროს ლიდერის თანამდებობები ეკავა. ვერ ვიტყვი, რომ მან არ შექმნა ეს რეჟიმი. კომპაორე ატარებდა სოციალ-დემოკრატიულ ხაზს პოლიტიკაში, როკი კი იმავე ლოგიკას მიჰყვება და ამ თვალსაზრისით ცვლილებებს არ ველით“. [29]

ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი

რედაქტირება

2015 წლის 29 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, რომელიც გამოცხადდა 30 ნოემბრის ღამეს, 1 დეკემბრის ღამეს, კაბორემ გაიმარჯვა პირველ ტურში 53,5% -ით და უსწრებდა ზეფირინ დიაბრის 29,7%-ით და გამოცხადდა ბურკინა-ფასოს ახალ პრეზიდენტად.[6][30][31][32] იმავდროულად, პარალელურ საპარლამენტო არჩევნებზე კაბორეს პარტიამ, „სახალხო მოძრაობა პროგრესისთვის“, მოიპოვა 127 ადგილიდან 55, რითიც ჩამორჩა აბსოლუტურ უმრავლესობას, რის გამოც ზოგიერთი დამკვირვებელი საუბრობდა დიაბრის კავშირზე „პროგრესისა და რეფორმის“ პარტიასთან კოალიციაზე, რომელმაც მოიპოვა 33 ადგილით.[5][30][33] შედეგების შეჯამების შემდეგ, მისი პარტიის შტაბ-ბინის წინ შეკრებილი რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე, კაბორემ აღნიშნა, რომ

 
„სამუშაოს სასწრაფოდ უნდა მივუდგეთ. ჩვენ ერთად უნდა ვემსახუროთ ქვეყანას ახალგაზრდობი, ქალები და მოხუცები.[7]

დიაბრმა მაშინვე აღიარა არჩევნების შედეგი და პირადად მიულოცა კაბორეს გამარჯვება და აღნიშნა, რომ „ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ის იქნება ბურკინა-ფასოს ახალი პრეზიდენტი“. ბურკინა-ფასოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, მიშელ კაფანდომ, კაბორეს არჩევნებს უწოდა „ბურკინას გამარჯვება, აფრიკის გამარჯვება“, რადგან „იმედი გვაქვს, რომ სხვა ქვეყნები მიჰყვებიან ბურკინას მაგალითს, შთაგონებული ნდობით, გამჭვირვალობითა და შერიგებით“. ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ კაბორემ გაიმარჯვა სოფლის მაცხოვრებლებში პოპულარობის გამო, რომლებიც მიჩვეულები იყვნენ ხმის მიცემას მათთვის, ვისაც ყველაზე კარგად იცნობდნენ კომპაორეს დროს, ან მათ, ვინც გაითავისებდა მათ სოციალურ ჩვევებს.[34] ამავდროულად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მოელოდნენ, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი მიიღებს ახალ კონსტიტუციას, დაიწყებს ეროვნული შერიგების პროცესს და კომპაორეს რეჟიმის მსხვერპლთა რეაბილიტაციის კომისიის შექმნას.[35]

2015 წლის 29 დეკემბერს კაბორემ ფიცი დადო და დაიკავა ბურკინა-ფასოს პრეზიდენტის თანამდებობა უაგადუგუს სპორტულ ცენტრში გამართულ ცერემონიაზე ხუთი ათასი ადამიანის და სახელმწიფო ლიდერების თანდასწრებით [36][37], მათ შორის იყვნენ განას პრეზიდენტი ჯონი დრამანი მაჰამა[38], ნიგერიის ვიცე პრეზიდენტი იემი ოსინბაჯო[39], ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვუ ძინ-ძინი.[40][41] ინაუგურაციას ესწრებოდა აშშ-ის დელეგაცია, რომელიც შედგებოდა აფრიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის [42] ლინდა თომას-გრინფილდის, აშშ-ს აფრიკის სარდლობის მეთაურის [43] დევიდ როდრიგესის[44] და აშშ-ს ელჩი ბურკინა-ფასოში [45] ტულინაბო მუჩინგისგან. [46][47] გაეროს გენერალურმა მდივანმა პან კი-მუნმა მილოცვა გაუგზავნა კაბორას. [48][49]1960 წელს საფრანგეთისგან ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 50 წლის შემდეგ,[31] კაბორე გახდა ბურკინა-ფასოს პირველი სამოქალაქო პრეზიდენტი [5] და 1978 წლის შემდეგ — პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი.[5] კაბორეს არჩევით ბურკინა-ფასოში დასრულდა პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდი, ჯერ კიდევ ღარიბ,მაგრამ ოქროსა და ბამბის მწარმოებელ ქვეყანაში,რომელსაც არ ჰქონდა ზღვაზე გასასვლელი.[30][31][50]

2016 წლის 7 იანვარს კაბორემ პრემიერ- მინისტრად დანიშნა ცნობილი ეკონომისტი პოლ კაბუ ტიბოუ, რომელსაც არ ჰქონდა პოლიტიკაში გამოცდილება.[51] 13 იანვარს, დამტკიცდა ახალი მთავრობა, სადაც კაბორემ დაიკავა ეროვნული თავდაცვისა და ვეტერანთა საქმის მინისტრის თანამდებობები, ისევე როგორც მისმა წინამორბედმა კომპაორემ.[52][53]

2020 წლის ნოემბერში კაბორე ხელახლა აირჩიეს მეორე ვადით.[54]

2022 წლის 24 იანვარს ბურკინა-ფასოში მოხდა სამხედრო გადატრიალება, რომლის დროსაც როკე მარკ კრისტიან კაბორე დააკავეს, მთავრობა დაიშალა და კონსტიტუცია შეჩერდა. მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს და მხოლოდ 2022 წლის 6 აპრილს გაათავისუფლეს.[55]

ჯილდოები

რედაქტირება

ბურკინა-ფასოს ეროვნული ორდენის სარდალი და დიდი ოფიცერი, პლეადების ორდენის დიდი ჯვრის რაინდი.[56][4][57][58]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

დაოჯახებული, ჰყავს სამი შვილი.[6] უყვარს მუსიკის მოსმენა და წიგნების კითხვა, დაკავებულია მიწათმოქმედებით.[4] ის არის პირველი დივიზიონის საფეხბურთო კლუბის Rail Club du Kadiogo-ს მფარველი, რომელმაც 2005 წელს მოიგო ბურკინა-ფასოს საფეხბურთო ჩემპიონატი.[4][6]

იგი ფეხბურთელ ჩარლზ კაბორეს ბიძაა.

  1. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  2. 2.0 2.1 Munzinger Personen
  3. Université de Bourgogne : le président burkinabè Roch Marc Christian Kabore est nommé docteur honoris causa — 2018.
  4. 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 4.11 4.12 4.13 4.14 4.15 BURKINA FASO: Roch Marc Christian Kabore Biography And Profile. Politico Scope (1 დეკემბერი 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-08. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი 2015.
  5. 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 Burkina Faso: The "People's Victory" - President-Elect Kaboré and the Democratic Road Ahead for Burkina Faso. თარგი:Нп5 (4 декабря 2015). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  6. 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 Burkina : ce qu’il faut savoir sur Roch Marc Christian Kaboré. Jeune Afrique (1 декабря 2015). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  7. 7.0 7.1 7.2 Burkina Faso : Roch Marc Kaboré, nouveau président élu dès le premier tour. Le Monde (1 декабря 2015). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  8. 8.0 8.1 8.2 Roch Marc Christian Kaboré à la tête d’un nouveau parti d’opposition. Jeune Afrique (26 января 2014). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  9. 9.0 9.1 Burkina: vague de démissions au sein du parti de Compaoré. თარგი:Нп5 (6 января 2014). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  10. 10.0 10.1 RAPPORT DE LA MISSION D’OBSERVATION DE L’ÉLECTION PRÉSIDENTIELLE. Франкофония (13 ноября 2005). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Burkina Faso: Roch Marc Christian Kaboré, MPP's presidential candidate for 2015 elections. თარგი:Нп5 (8 июля 2015). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  12. La dévaluation du CFA en 1994, une décision difficile. Radio France Internationale (11 января 2004). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  13. CEDEAO : Kadré Désiré Ouédraogo président de la Commission ?. LeFaso.net (25 июня 2010). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  14. Burkina Faso: Présidence de l'Assemblée Nationale-Roch Marc Christian Kaboré élu face à Norbert Michel Tiendrébéogo. AllAfrica.com (5 июня 2007). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  15. Election du président de l’Assemblée nationale : Roch Marc Christian Kaboré écrase Norbert Tiendrébéogo. LeFaso.net (5 июня 2007). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  16. Roch Marc Christian Kaboré : «Une seule personne ne peut pas penser définitivement un pays». Radio France internationale (8 января 2014). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  17. Soungalo Ouattara a été élu président de l’Assemblée nationale burkinabè. Jeune Afrique (18 декабря 2012). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  18. Soungalo Ouattara a été élu président de l’Assemblée nationale burkinabè. Jeune Afrique (18 декабря 2012). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  19. Burkina Faso: Soungalo Apollinaire Ouattara élu nouveau président de l'Assemblée nationale. Radio France internationale (29 декабря 2012). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  20. Vague de démissions au sein du parti au pouvoir au Burkina Faso. Radio France internationale (6 января 2014). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  21. Burkina: démission au sein du parti de Compaoré, un "non événement". Agence France-Presse (7 января 2014). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  22. Blaise Compaoré confronté à une vague de démissions. Deutsche Welle (6 января). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  23. L'inévitable alternance burkinabè. Slate Afrique (9 января 2014). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  24. Burkina: R.M. Christian Kaboré investi candidat pour la présidentielle. Radio France internationale (6 июля 2015). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  25. Burkina Faso: R.M. Christian Kaboré «n'en veut pas à Hollande». Radio France internationale (11 августа 2015). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  26. Les Burkinabès votent pour mettre fin à la Transition. Deutsche Welle (29 декабря 2015). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  27. Roch Marc Christian Kaboré élu président du Burkina Faso. The Huffington Post (1 декабря 2015). ციტირების თარიღი: 18 января 2016.
  28. Roch Marc Christian Kaboré: nous voulons «l’essor économique du pays». Radio France internationale (31 августа 2015). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  29. Burkina : Roch Marc Christian Kaboré investi candidat du MPP pour la présidentielle. Jeune Afrique (6 июля 2015). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  30. 30.0 30.1 30.2 Kabore wins Burkina Faso presidential election. Reuters (30 ноября 2015). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  31. 31.0 31.1 31.2 Burkina: victoire de Roch Marc Christian Kaboré dès le 1er tour. Deutche Welle (1 декабря 2015). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  32. Президентские выборы в Буркина-Фасо выиграл Рок Марк Каборе. BBC Russian (30 ноября 2015). ციტირების თარიღი: 1 декабря 2015.
  33. Le MPP gagne les legislatives aussi.... Deutsche Welle (3 декабря 2015). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  34. Burkina Faso: les raisons de la victoire de Roch Kaboré. Radio France internationale (1 декабря 2015). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  35. Burkina Faso: après l'élection, des chantiers et des attentes. Radio France internationale (1 декабря 2015). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  36. Burkina Faso: après l'élection, des chantiers et des attentes. Radio France internationale (1 декабря 2015). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  37. Burkina Faso's Roch Marc Christian Kabore sworn in as president. BBC News (29 декабря 2015). ციტირების თარიღი: 18 января 2016.
  38. Mahama attends inauguration of Kabore. GhanaWeb (29 декабря 2015). ციტირების თარიღი: 18 января 2016.
  39. Osinbajo arrives Ouagadougou for Kabore’s inauguration. The News Nigeria (29 декабря 2015). ციტირების თარიღი: 18 января 2016.
  40. Wu Jin-lin
  41. Examination Yuan President Wu travels to Burkina Faso for the inauguration ceremony of President-elect Kaboré. თარგი:Нп5 (25 декабря 2015). ციტირების თარიღი: 18 января 2016.
  42. Assistant Secretary of State for African Affairs
  43. United States Africa Command
  44. David M. Rodriguez
  45. List of ambassadors of the United States to Burkina Faso
  46. Tulinabo S. Mushingi
  47. President Obama Announces Presidential Delegation to Burkina Faso to Attend the Inauguration of His Excellency Roch Marc Christian Kaboré, President-elect of Burkina Faso. Белый дом (24 декабря 2015). ციტირების თარიღი: 18 января 2016.
  48. Secretary-General, Applauding New Burkina Faso President on Inauguration, Also Hails ‘Statesmanship’ Displayed by Transitional Authorities. ООН (29 декабря 2015). ციტირების თარიღი: 18 января 2016.
  49. UN chief hails Burkina Faso president inauguration as historic moment. Синьхуа (30 декабря 2-15). ციტირების თარიღი: 18 января 2016.
  50. Новый президент Буркина-Фасо вступил в должность. Euronews (30 декабря 2015). ციტირების თარიღი: 18 января 2016.
  51. Paul Kaba Thieba, nouveau Premier ministre du Burkina Faso. Правительство Буркина-Фасо (7 января 2016). ციტირების თარიღი: 18 января 2016.
  52. Liste des membres du gouvernement Paul Kaba Thiéba. Правительство Буркина-Фасо (13 января 2016). ციტირების თარიღი: 18 января 2016.
  53. Burkina Faso president takes defence portfolio in new cabinet. Agence France-Presse (13 января 2015). ციტირების თარიღი: 18 января 2016.
  54. Presse, AFP-Agence France. (28 December 2020) Burkina President Vows Push For Security At Inauguration en-US. ციტირების თარიღი: 6 January 2021
  55. Кусов В.Г.. Рок Каборе, президент Буркина-Фасо: биография и правление. ციტირების თარიღი: 2022-04-14
  56. Order of La Pléiade
  57. A la découverte des candidats : Roch Marc Christian Kaboré. Burkina 24 (13 ноября 2015). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.
  58. Burkina Faso présidentielle : portrait de Roch Marc Christian Kabré. Синьхуа (1 декабря 2015). ციტირების თარიღი: 5 декабря 2015.