რიმა პიპოიანი
რიმა პიპოიანი (სომხ. Ռիմա Պիպոյան, დ. 2 ივნისი, 1988) — სომეხი ქორეოგრაფი, რეჟისორი, მოცეკვავე და ცეკვის მასწავლებელი. ის სომხეთში თანამედროვე ბალეტისა და თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთი პიონერია.[1] 2017 წელს რიმამ შექმნა კულტურული და საგანმანათლებლო ფონდი „ქორეოგრაფიის განვითარება“, რომლის მიზანია სომხეთში თანამედროვე ცეკვისა და თანამედროვე ბალეტის განვითარების ხელშეწყობა.[2] პროფესიული კარიერის განმავლობაში მან მიიღო მრავალი ჯილდო და სერთიფიკატი როგორც სომხეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.[3] რიმა პიპოიანმა თავისი ქორეოგრაფიული ნამუშევრები წარადგინა იტალიაში, ესპანეთში, სერბეთში, ხორვატიაში, რუსეთში, ბელორუსიაში, გერმანიაში, პოლონეთში, მოლდოვაში, საქართველოში, ბელგიაში, პორტუგალიაში და ა.შ.
ბიოგრაფია
რედაქტირებარიმა პიპოიანი დაიბადა 1988 წელს ერევანში, სომხეთში. რიმა პიპოიანის მამა, სამველ პიპოიანი (დ. 23 აპრილი, 1962)— ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, სომხეთის სახელმწიფო ხ.აბოვიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორი. დედა, ლარისა კირაკოსიანი (დ. 7 ნოემბერი, 1962) — ბიოფიზიკოსი, არასამთავრობო საზოგადოებრივი ორგანიზაციის „პროფესიული განათლების რეფორმების“ თავმჯდომარე, დაწყებითი და საშუალო პროფესიული განათლების ექსპერტი, ასწავლის პლასტიკურ ანატომიას პ.ტერმელეზიანის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო კოლეჯში.[4]
განათლება
რედაქტირება1995 წლიდან 1997 წლამდე რიმა სწავლობდა ერევნის ს.კიროვის სახელობის №12 საშუალო სკოლაში (ამჟამინდელი ერევნის ვ. ამბარცუმიანის სახელობის №12 საბაზო სკოლა).
რიმამ სამსახიობო კარიერა დაიწყო, როგორც ბალერინამ. 1997 წელს ჩაირიცხა ერევნის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სკოლაში კლასიკური ცეკვის განყოფილებაში და 2006 წელს წარჩინებით დაამთავრა სკოლა ცეკვის მასწავლებლის ხარისხით. რომის ქორეოგრაფიულ სკოლაში სწავლის წლებში რიმას ჰქონდა პატივი ემუშავა ქორეოგრაფთან და რსფსრ სახალხო არტისტთან მაქსიმ მარტიროსიანთან. ის მონაწილეობდა მაქსიმ სააკოვიჩის სპექტაკლებში, როგორც მოცეკვავე და ამასთან ერთად, როგორც ქორეოგრაფმა, მისგან ბევრი რამ ისწავლა.
რიმამ პროფესიული გზა, როგორც ქორეოგრაფმა ადრეულ ასაკში დაიწყო. 2005 წელს ჩაირიცხა ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, „ცეკვის რეჟისურის“ სპეციალობაზე სომეხი ბალეტის მოცეკვავე, ქორეოგრაფი და რსფსრ სახალხო არტისტის ვილენ გალსტიანის ხელმძღვანელობით. სწავლის პერიოდში (2005-2010 წწ.) იწყებს თანამშრომლობას კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, წერს საკუთარ პიესებს, რომლებიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა საერთაშორისო ფესტივალების დიდ სცენებზე. ამ დროს მას, როგორც ქორეოგრაფს, უკვე ჰქონდა შეთავაზება სომხეთის რამდენიმე თეატრიდან. დღემდე მან წარმატებით დადგა მრავალი ქორეოგრაფიული ნამუშევარი, მათ შორის სპექტაკლები "By Falling We Rise" და "Pictures of Middle".[5] თანამედროვე საბალეტო სპექტაკლი "შუა საუკუნეების სურათები" რიმა პიპოიანის სადისერტაციო ნაშრომია, რომელშიც წარმოდგენილია შუა საუკუნეების სომხეთის სხვადასხვა თემები კომიტასის, ავეტ ტერტერიანის მუსიკით და სომხური შუა საუკუნეების საკრალური შარაქანის სიმღერებით. სპექტაკლი დადებითად შეაფასეს კრიტიკოსებმა და ცეკვის ექსპერტებმა, როგორებიც არიან ვილენ გალსტიანი, ელვირა მნაცაკანიანი, ნაზენიკ სარქისიანი, რუდოლფ ხარატიანი და სხვები. წარმოდგენის ქორეოგრაფიული ენა იყო მრავალმხრივი: კლასიკური ბალეტის, თანამედროვე ცეკვის, საბრძოლო ხელოვნებისა და სომხური შუა საუკუნეების სიმბოლოებისა და ჟესტების ნაზავი, რომელიც აღებული იყო რიმას მიერ ძველი სომხური წიგნებიდან.[6] 2010 წელს რიმამ წარჩინებით დაამთავრა ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი საცეკვაო რეჟისურის სპეციალობით და მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი.
2010 წელს ჩაირიცხა ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამაზე, 2012 წელს წარჩინებით დაამთავრა და მიიღო მაგისტრის ხარისხი საცეკვაო რეჟისურაში. მისი სამაგისტრო ნაშრომი ეძღვნებოდა თანამედროვე ცეკვას: მის წარმოშობას, მის დამფუძნებლებს, თავისებურებებს და თანამედროვე ცეკვის შესწავლის მნიშვნელობას.
სწავლის პერიოდში და შემდგომი საქმიანობის დროს, რიმა პიპოიანი ამდიდრებს თავის ცოდნას და საცეკვაო უნარებს. როგორც ქორეოგრაფი და მოცეკვავე, ესწრება მასტერკლასებს ისეთი ცნობილი ქორეოგრაფებისგან, მოცეკვავეებისა და საცეკვაო ჯგუფებისგან, როგორიცაა აკრამ ხანი, იოან ეკმანი, რიმან ქოიანი, კომპანია „The LaborGras“ ა.შ.
სამუშაო გამოცდილება
რედაქტირება2007 წლიდან 2009 წლამდე რიმა პიპოიანი მუშაობდა ანანია შირაკაცის სახელობის ლიცეუმში კლასიკური ცეკვის მასწავლებლად.
2008 წლიდან მუშაობს ერევნის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ კოლეჯში კლასიკური, სახასიათო და ისტორიული ცეკვის მასწავლებლად, 2016 წლიდან კი — ქორეოგრაფიის.
2010-2013 წლებში, როგორც ჟიურის წევრი და ქორეოგრაფი, თანამშრომლობდა ტელეკომპანია „შანტთან“ და საცეკვაო პროგრამის „იცეკვე თუ შეგიძლია“[7] სამი სეზონის განმავლობაში 30-ზე მეტი საცეკვაო ნომრის ქორეოგრაფია დადგა.
2011 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა ერევნის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ თეატრში ქორეოგრაფად და სოლისტად.
2012 წლიდან 2013 წლამდე ის ასწავლიდა ცეკვას სამსახიობო და სარეჟისორო კურსებზე და ხელმძღვანელობდა ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში „ცეკვის რეჟისურის“ კურსს.
2017 წელს მან შექმნა კულტურული და საგანმანათლებლო ფონდი "ქორეოგრაფიის განვითარებისთვის", რომლის მთავარი მიზანია სომხეთში თანამედროვე ცეკვისა და თანამედროვე ბალეტის ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, ასევე დამწყები ქორეოგრაფების, რეჟისორების, მოცეკვავეების და ცეკვის მასწავლებლების პოპულარიზაციას,რათა მათ განავითარონ საკუთარი შემოქმედებითი, საგანმანათლებლო და კულტურული პროექტები სომხეთის რესპუბლიკაში.[8]
2018 წლიდან რიმა მუშაობს სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში თანამედროვე ცეკვის მასწავლებლად.[9][10]
შემოქმედებითი საქმიანობა
რედაქტირებარიმა პიპოიანი ერთ-ერთი პირველი სომეხი ქორეოგრაფია, რომელმაც თავისი ქორეოგრაფიული ნამუშევრებით თავისი სამშობლო ,სომხეთი გააცნო ბევრ ქვეყანას საზღვარგარეთ.[11]
2013 წელს რიმამ მიიღო მოწვევა თბილისში, სამხრეთ კავკასიის თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალზე საცეკვაო სპექტაკლის დასადგმელად. იგი ქმნის პიესას „La Vita Nuova“ დანტე ალიგიერის ამავე სახელწოდების ნაწარმოებისა და ფილიპ გლასის მუსიკის მიხედვით.[12] სპექტაკლის მსოფლიო პრემიერა შედგა 2020 წლის 3 აგვისტოს სამეფო უბნის თეატრში, თბილისში Wayback Machine-ზე. 2015 წელს, სამხრეთ კავკასიის თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალის ფინანსური მხარდაჭერით და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს თანადგომით, რიმა პიპოიანმა სომხეთის ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრის [13][14][15] სცენაზე დადგა თანამედროვე საბალეტო სპექტაკლი „ცოდვილი ვნებები“. სპექტაკლი დაიდგა თავადის ქალის ტარაკანოვას ცხოვრების ფაქტებზე და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სიმფონიებზე დაყრდნობით. ბალეტის ლიბრეტო თავად პიპოიანმა დაწერა, ხოლო თავადის ქალ ტარაკანოვას პერსონაჟს სომხეთის დამსახურებული არტისტი და სომხეთის ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრის პრიმა ბალერინა მარია დივანიანმა განასახიერა.
2013 წლიდან რიმა პიპოიანის ქორეოგრაფიული ნამუშევრების მიწვევა იწყება საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში: იგი მონაწილეობს სხვადასხვა საცეკვაო ფესტივალებში, კონკურსებში და იღებს თანამშრომლობის ბევრ შეთავაზებას. 2016 წელს მან მიიღო სტიპენდია, როგორც ბერლინის სამხატვრო აკადემიის ქორეოგრაფმა (Akademie der Künste).[16] ბერლინში ყოფნის ერთი წლის განმავლობაში რიმა თანამშრომლობდა ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან მხატვრებთან, არქიტექტორებთან, კომპოზიტორებთან, დიზაინერებთან და ა.შ. ისინი აკადემიაში ერთობლივად აწყობენ ვიზიტებს, „ღია კარის“ პრეზენტაციის დღეებს, სადაც რიმა მონაწილეობს როგორც მოცეკვავე და ქორეოგრაფი.[17] 2017 წელს, ბერლინის სამხატვრო აკადემიის სცენაზე, რიმამ აჩვენა თავისი ახალი პიესა "Hello, Kitty!",რომელიც ეფუძნება ანა ფრანკის დღიურებს.[4][18][19][20][21][22] მონო სპექტაკლის "Hello, Kitty!" წარმატებული პრემიერის შემდეგ, რიმამ მიიღო მრავალი შეთავაზება ეს სპექტაკლი გაეტანა ევროპის ქვეყნების სხვადასხვა სცენაზე.[23][24][25][26][27][28][29][30][31]
2018 წელს რიმამ შექმნა სოლო საცეკვაო ნომერი "ქალი გადაწყვეტილების მიღებამდე" და გასტროლებით მოიარა მთელ ევროპაში. აღნიშნული საცეკვაო ნომერი წარმოდგენილი იყო ევროპის 10-ზე მეტი ქვეყნის 30-ზე მეტ ქალაქში და მონაწილეობა მიიღო ძალიან ბევრ ცნობილ ფესტივალებსა და კონკურსებში, სადაც მიიღო სხვადასხვა ჯილდოები და პროზები. თავად რიმა პიპოიანის მიერ შესრულებულმა როლმა სპექტაკლში „ქალი გადაწყვეტილების მიღებამდე“, დიდი მოწონება დაიმსახურა პროფესიონალ და არაპროფესიონალ მაყურებელთა შორის. ჟიურის წევრები სხვადასხვა ქვეყანიდან, ქორეოგრაფები და მოცეკვავეები, განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ ქორეოგრაფიული სტილის სიახლეს და ორიგინალურობას, ისევე როგორც რიმას ხასიათის სიძლიერეს სცენაზე.
2019 წელს რიმა პიპოიანი მიიწვიეს ვენეციის ბიენალეზე, როგორც ახალგაზრდა პერსპექტიული ქორეოგრაფი, რათა დაედგა საცეკვაო სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა 7 პროფესიონალი მოცეკვავე მთელი მსოფლიოდან. „ბიენალე-ქორეოგრაფთა კოლეჯის“ პროექტის ფარგლებში, რიმამ დადგა სპექტაკლი „What If“, რომლის მსოფლიო პრემიერა შედგა ვენეციის Teatro Piccolo Arsenale-ში.[32]
2020 წელს, ის ხდება ერთ-ერთი გამარჯვებული „East-West Residents“, როგორც ქორეოგრაფი და მოცეკვავე.[33] იმავე წელს რიმამ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი საცეკვაო ფილმი „EL“, რომელმაც მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო სხვადასხვა კინოფესტივალზე.
2020 წელს, რიმა პიპოიანის ხელმძღვანელობით, ერევნის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ კოლეჯში იხსნება „თანამედროვე ცეკვის“ განყოფილება.
2021 წელს, რიმა პიპოიანის ინიციატივით, სომხეთსა და უკრაინას შორის დაიწყო საცეკვაო თანამშრომლობის ახალი პროექტი. პროექტის მთავარი იდეაა სომხეთსა და უკრაინას შორის ხანგრძლივი და საიმედო კულტურული პარტნიორობის შექმნა. პროექტის განხორციელებისას კლასიკური ცეკვის, ასევე ერევნის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის სომხური ფოლკლორის განყოფილების სტუდენტებისთვის მოეწყო მასტერკლასები, უკრაინული ცეკვის გაკვეთილებს ასწავლიდა კიევის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის ბალეტის სოლისტი ვლადისლავ ბონდარი. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო რიმა პიპოიანის საცეკვაო სპექტაკლის „მე, ჩემი არა მე და ისევ მე“-ს შექმნა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ОСНОВНЫЕ ТЕНДЕНЦИИ БАЛЕТНОГО ИСКУССТВА АРМЕНИИ დაარქივებული 2018-12-23 საიტზე Wayback Machine. 10 May 2018 стр. 178—180
- ↑ Пресс-конференция, посвященная презентации образовательного и культурного фонда "Развитие хореографии" 08.03.2017.[მკვდარი ბმული]
- ↑ Призы и Сертификаты დაარქივებული 2020-04-10 საიტზე Wayback Machine. April 9, 2020/
- ↑ 4.0 4.1 Быть Анной Франк: прожить жизнь со смыслом. ციტირების თარიღი: 2020-04-20.
- ↑ Arts and Culture in South Caucasus. www.eda.admin.ch. ციტირების თარიღი: 2020-04-14.
- ↑ РАЗНОВИДНОСТИ ТВОРЧЕСКОГО ВОПРИЯТИЯ ПРОШЛОГО АРМЯНСКИМИ БАЛЕТМЕЙСТЕРАМИ XX — НАЧАЛА XXI ВЕКОВ დაარქივებული 2020-04-11 საიტზე Wayback Machine. 06 Sep 2016 10:35 стр 5
- ↑ ՊԱՐԻ՜Ր, ԹԵ ԿԱՐՈՂ ԵՍ. www.shanttv.com. ციტირების თარიღი: 2020-04-14.
- ↑ «Классический танец через призму модерна» - RadioVan.fm. radiovan.fm. ციტირების თარიღი: 2020-04-18.
- ↑ Rima Samvel Pipoyan. aspu.am. ციტირების თარიღი: 2020-04-14.
- ↑ Հաջողության բանաձև - Ժամանակակից պար 2. tweb. ციტირების თარიღი: 2020-04-14.[მკვდარი ბმული]
- ↑ Рима Пипоян «открыла» путь для хореографов. ციტირების თარიღი: 2020-04-15
- ↑ НОВАЯ СТЕЗЯ. www.golosarmenii.am. ციტირების თარიღი: 2020-04-14.
- ↑ КНЯЖНА ТАРАКАНОВА НА БАЛЕТНОЙ СЦЕНЕ. golosarmenii.am. ციტირების თარიღი: 2020-04-14.
- ↑ Современный спектакль-балет в Армении. ციტირების თარიღი: 2020-04-15
- ↑ «Մեղապարտ կրքեր». նոր բալետային ներկայացում՝ ամենաառեղծվածային դեմքերից մեկի մասին. Armtimes.com. ციტირების თარიღი: 2020-04-14.
- ↑ Rima Pipoyan. www.adk.de. ციტირების თარიღი: 2020-04-14.
- ↑ JUNGE AKADEMIE. AGORA ARTES / Interplay of the Arts - Exhibition at Akademie der Künste | Hanseatenweg in Berlin. ArtRabbit. ციტირების თარიღი: 2020-04-14.
- ↑ Премьера в Берлине: балет-моноспектакль об Анне Франк. ციტირების თარიღი: 2020-04-18
- ↑ The Akademie der Künste Introduces Its Fellows. www.adk.de. ციტირების თარიღი: 2020-04-14.
- ↑ Junge Akademie: AGORA ARTES. Programm-Nacht. ASK HELMUT – Besser ausgehen in Berlin.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-10. ციტირების თარიღი: 2020-04-14.
- ↑ Армянский хореограф расскажет о трагической жизни еврейской девочки. Sputnik Армения. ციტირების თარიღი: 2020-04-14.
- ↑ Возрождение Анны Франк в Германии. ციტირების თარიღი: 2020-04-20.
- ↑ Richard Pettifer. (2018-05-26) theaterstück: Faki Kronik Day 4 - Diaries, Shoes, and Playful Light. theaterstück. ციტირების თარიღი: 2020-04-14.
- ↑ Rima Pipoyan. Enrico Pastore. ციტირების თარიღი: 2020-04-14.
- ↑ 21st International Festival of Alternative Theatrical Expression – FAKI, May 22nd - May 27th 2018, AKC Medika. attack.hr. ციტირების თარიღი: 2020-04-14.
- ↑ 21. FAKI, ZG | SEEcult.org. www.seecult.org. ციტირების თარიღი: 2020-04-14.
- ↑ Festival alternativnog kazališnog izričaja FAKi u svom 21. izdanju. metro-portal.hr. ციტირების თარიღი: 2020-04-14.
- ↑ Posts tagged as #молдфест | Picbabun. picbabun.com. ციტირების თარიღი: 2020-04-14.
- ↑ Stagione2019 | Officine CAOS. ციტირების თარიღი: 2020-04-14.
- ↑ Rita Borga. (2018-09-13) Opera Prima: voce alle nuove Generazioni | Partnership. Krapp's Last Post. ციტირების თარიღი: 2020-04-14.
- ↑ "Здравствуй, Китти" в Италии, фестиваль Opera Prima. ციტირების თარიღი: 2020-04-17
- ↑ Teatro Piccolo Arsenale SESTIERE CASTELLOCAMPO DELLA TANA. (2019-02-25) Biennale Danza 2019 | Biennale College Choreographers - Three new creations. La Biennale di Venezia. ციტირების თარიღი: 2020-04-14.
- ↑ Residency. Creative Armenia. ციტირების თარიღი: 2020-04-14.