რაზდანის სტადიონი
რაზდანის სტადიონი (სომხ. Հրազդան մարզադաշտ) — მრავალფუნქციური სტადიონი ერევანში, სომხეთი. გაიხსნა 1970 წელს. უმეტესწილად მასპინძლობს საფეხბურთო მატჩებს, არის სომხეთის ნაკრების საშინაო არენა. რაზდანის სტადიონს შეუძლია დაიტიოს 54 208[2] მაყურებელი და არის სომხეთის უდუდესი სპორტული ნაგებობა. 2008 წლის რეკონსტრუქციამდე სტადიონის ტევადობა 70 000 იყო და შედიოდა საბჭოთა კავშირის საუკეთესო 4 სტადიონს შორის ტევადობის მიხედვით. საბჭოთა ნაკრებმა ორი მატჩი გამართა რაზდანზე ფინეთისა და საბერძნეთის წინააღმდეგ. სტადიონი ასევე მასპინძლობს სომხეთის თასის ფინალებს.
მდებარეობა | ერევანი, სომხეთი |
---|---|
კოორდინატები | 40°10′49″ ჩ. გ. 44°29′41″ ა. გ. / 40.1804028° ჩ. გ. 44.4949667° ა. გ. |
აშენდა | 1969-1970 |
გაიხსნა | 29 ნოემბერი, 1970 |
აღდგა | 2008, 2012 |
მესაკუთრე | „Hrazdan Leasehold Venture CJSC“ |
ოპერატორი | სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია |
საფარი | ბუნებრივი |
არქიტექტორი | კორიუნ ჰაკობიანი, გურგენ მუშეგიანი |
ტევადობა | 54 208[1] |
გუნდები | |
ერევნის არარატი (1971-) |
ისტორია
რედაქტირებაპირველი იდეა მდინარე რაზდანის ნაპირზე სტადიონის აშენებისა ეკუთვნის საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველ მოადგილე ანასტას მიკოიანს. 1950-იან წლებში მისი სტუმრობისას ერევანში მან შენიშნა შესაფერისი ადგილი რაზდანის ხეობაში სტადიონის ასაშენებლად, რომელიც 30 000-მდე ადამიანს დაიტევდა, თუმცა ამ იდეის რეალიზება მან ვერ მოახერხა.
1967 წელს საბჭოთა სომხეთმა დაიწყო მუშაობა სომხეთის გასაბჭოების 50 წლის თავის აღსანიშნავად 1970 წლისათვის. არქიტექტორთა ჯგუფმა კორიუნ ჰაკობიანისა და გურგენ მუშეგიანის ხელმძღვანელობით დაგეგმა რაზდანის ხეობაში სტადიონის აშენება, 75 000 ტევადობით. პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონ რუბლს შეადგენდა, სტადიონის მშენებლობა რეკორდულად მოკლე პერიოდში, 18 თვეში, 1969 წლის მეორე ნახევარში დამთავრდა[3]. ეს იყო პირველი სტადიონი რომელიც მაღალმთიან ლანდჩაპტში. არქიტექტორებმა კი 1971 წელს საბჭოთა კავშირის საუკეთესო კონსტრუქტორების პრიზი მიიღეს[4]. საბოლოოდ არენა მზად 1970 წლის ნოემბერში იყო და ოფიციალურად გახსნა 29 ნოემბრისთვის დაიგეგმა, გახსნას ლეონიდ ბრეჟნევი უნდა დასწრებოდა თუმცა ძლიერი თოვლის გამო ცერემონიალი გადაიდო.
პირველ ოფიციალ საფეხბურთო მატჩს რაზდანის სტადიონმა 1971 წლის 19 მაისს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა ერევნის „არარატმა“ და ალმათის „კაირათმა“ მიიღეს[5].
რაზდანის სტადიონმა სომხეთის ფეხბურთისთვის რამდენიმე დასამახსოვრებელ მატჩს უმასპინძლა. 1973 წელს ერევნის „არარატმა“ საბჭოთა თასის მოგების შემდეგ, ევროპის თასზე თამაში უფლება მოიპოვა და მეოთხედფინალში მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდა, პირველი შეხვედრა გერმანიაში მომავალი ჩემპიონების გამარჯვებით 2-0 დასრულდა, ერევანში კი 70 000 მაყურებლის წინაშე „არარატმა“ 1-0 იმარჯვა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რაზდანის სტადიონი სომხეთის ნაკრების საშინაო თამაშებს მასპინძლობდა 1999 წლამდე, სანამ ერევნის რესპუბლიკური სტადიონი გახდებოდა საშინაო არენა.
განახლება
რედაქტირება2004 წელს სტადიონი გაიყიდა და კერძო მესაკუთრე Hrazdan Holding CJSC-ს მფლობელობის ქვეშ მოექცა. მათ 2005 წელს სტადიონის განახლება დაიწყეს და 2008 წელს არენა სრულად აკმაყოფილებდა UEFA-ს სტანდარტებს. განახლების შემდეგ სტადიონს UEFA-მ სამი ვარსკვლავით შეაფასა.
განახლების შემდეგ 2008 წლის 6 სექტემბერს რაზდანის სტადიონმა უმასპინძლა შეხვედრას სომხეთის ნაკრებსა და თურქეთის ნაკრებს შორის. უმნიშვნელივანეს მატჩს პრეზიდენტები სერჟ სარქისიანი და აბდულა გიული ესწრებოდნენ, 30 000 მაყურებელთან ერთად.
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით ახლო მომავალში დაგეგმილი განახლების[6] შემდგომ, რომლის ფარგლებშიც 6 მილიონი ევრო დაიხარჯება ინფრასტრუქტურის, საფარის, სარბენი ბილიკის და გადახურვის გაუნჯობესებაზე, სტადიონს შეეძლება უმასპინძლოს UEFA-ს საკლუბო ჩემპიონატის ფინალებს[7]. რეკონსტრუქციის პროექტის ბიუჯეტი $10-15 მილიონს შეადგენს[8].
სარეკორდი დასწრებები
რედაქტირებაკონცერტები
რედაქტირება1989 წელს, ერთი წლის შემდეგ სპიტაკის მიწისძვრიდან, რომელმაც 25 000 ადამიანი იმსხვერპლა და 500 000-ზე მეტი უსახლკაროდ დატოვა, ამას დაემატა ყარაბაღის ომი, ამ მოვლენებმა გააღვივა ქვეყანაში ნაციონალისტური განწყობა. რაზდანის სტადიონზე მოეწყო ცნობილი სომეხი მომღერლის ჰარუთ ფამფუკიანის კონცერტი, 110 000 სომეხი შეიკრიბა აქ პატრიოტული სიმღერების მოსასმენად. შემდგომში სომხეთის კულტურის მინისტრმა იური მელიქ-ოჰანიანმა განაცხადა, რომ ამ კონცერტს სომხეთის ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანი დაესწრო.
ერევნის „არარატი“
რედაქტირება10 სარეკორდო დასწრება რაზდანის სტადიონზე ერევნის „არარატის“ თამაშებზე საბჭოთა კავშირის პერიოდში[9][10][11][12][13].
- 19 მაისი 1971, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი: ერევნის „არარატი“ 3-0 კაირათი, att. 78 000.
- 19 მარტი 1975, ევროპის თასი: ერევნის „არარატი“ 1-0 ბაიერნი, att. 70 000.
- 28 ოქტომბერი 1973, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი: ერევნის „არარატი“ 3-2 ლენინგრადის „ზენიტი“, att. 70 000.
- 13 ოქტომბერი 1974, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი: ერევნის „არარატი“ 2-2 თბილისის დინამო, att. 70 000.
- 22 ივლისი 1973, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი: ერევნის „არარატი“ 3-0 დინამო მინსკი, att. 70 000.
- 14 აპრილი 1973, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი: ერევნის „არარატი“ 1-1 (პენ. 4-3) ზარია, att. 70 000.
- 14 სექტემბერი 1971, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი: ერევნის „არარატი“ 0-1 თბილისის დინამო, att. 70 000.
- 20 ივნისი 1971, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი: ერევნის „არარატი“ 1-0 დონეცკის შახტარი, att. 70 000.
- 16 ივლისი 1975, საბჭოთა კავშირის თასი: ერევნის არარატი 3-1 თბილისის დინამო, att. 68 600.
- 8 ივლისი 1973, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი: ერევნის „არარატი“ 1-0 CSKA მოსკოვი, att. 66 000.
- 9 ოქტომბერი 1996, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კვალიფიკაცია: სომხეთი 1–5 გერმანია, att. 42,000.[14]
- 20 სექტემბერი 1978, ევრო 1980 კვალიფიკაცია: საბჭოთა კავშირი 2-0 საბერძნეთი, att. 40,000.[15]
- 26 აპრილი 1995, ევრო 1996 კვალიფიკაცია: სომხეთი 0–2 ესპანეთი, att. 35,000.[16]
- 12 ოქტომბერი 2012, 2014 წლი მსოფლიო ჩემპიონატი კვალიფიკაცია: სომხეთი 1-3 იტალია, att. 32,000.[17]
- 6 სექტემბერი 2008, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კვალიფიკაცია: სომხეთი 0–2 თურქეთი, att. 30,000.[18]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Профиль на worldstadiums.com დაარქივებული 2020-09-19 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- «Раздан» из космоса (ინგლისური)
- Профиль на weltfussballarchiv.com დაარქივებული 2012-10-19 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ About us Football Federation of Armenia official site
- ↑ Hrazdan Holding:Sports Complex. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-18. ციტირების თარიღი: 2015-08-22.
- ↑ Football diplomacy, Armenia-Turkey: From Ararat’s victory to Jorkaeff’s goal. Armeninow.com.
- ↑ Soviet Armenian Encyclopedia vol.7-1981, article:Stadium (Marzadasht in Armenian)
- ↑ Soviet top league 1971
- ↑ Renovation of "Hrazdan" stadium
- ↑ EUR 6 million for reconstruction of Hrazdan stadium in Armenia's capital
- ↑ (სომხური) Ռուբեն Հայրապետյանը Աշոտ Աղաբաբյանի ուղեկցությամբ ծանոթացավ «Հրազդանի» շինաշխատանքներին (լուսանկարներ, տեսանյութ) დაარქივებული 2012-04-10 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Soviet Union 1971
- ↑ Soviet Union 1973
- ↑ Soviet Union 1974
- ↑ Soviet Union 1975
- ↑ FootballDatabase.eu
- ↑ ARMENIA VS GERMANY 1:5 (0:3)
- ↑ EU-Football
- ↑ EU-Football
- ↑ Armenia-Italy match report
- ↑ FIFA.com Armenia-Turkey Match Report დაარქივებული 2013-10-20 საიტზე Wayback Machine.