ერევნის რესპუბლიკური სტადიონი
ერევნის რესპუბლიკური სტადიონი (სომხ. Երևանի հանրապետական մարզադաշտ) აგრეთვე ცნობილი როგორც ვაზგენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკური სტადიონი (სომხ. Վազգեն Սարգսյանի անվան Հանրապետական մարզադաշտ) — მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც მდებარეობს ვარდანცის ქუჩის 65 ნომერში, სომხეთის დედაქალაქ ერევანში. სტადიონი აშენდა 1933-1935 წლებში და 1935 წელს გაიხსნა დინამოს სტადიონის[3] სახელით. პირველად სტადიონი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ 1953 წელს განაახლეს. სომხეთის ეროვნული ნაკრები ამ სტადიონზე მართავს საშინაო შეხვედრებს. სტადიონის ტევადობა 14 403 ადგილია[4].
სრული სახელი | ვაზგენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკური სტადიონი |
---|---|
წინა სახელები | დინამო (1935–1999) |
მდებარეობა | ერევანი, სომხეთი |
კოორდინატები | 40°10′19″ ჩ. გ. 44°31′33″ ა. გ. / 40.17194° ჩ. გ. 44.52583° ა. გ. |
აშენდა | 1933-1935 |
გაიხსნა | 1935 |
აღდგა | 1953,[1][2] 1999, 2008 |
მესაკუთრე | „Vazgen Sargsyan Republican Stadium" CJS Company“ |
ოპერატორი | სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია |
საფარი | ბუნებრივი |
არქიტექტორი | კორიუნ ჰაკობიანი |
ტევადობა | 14 403 |
გუნდები | |
სომხეთის ნაკრები (1999-) ერევნის ულისესი (2014-) |
ისტორია
რედაქტირებასტადიონი 1935 წელს საბჭოთა მმართველობისას გაიხსნა და თავდაპირველად დინამოს სტადიონი ეწოდებოდა, 1999 წელს სრული განახლების შემდეგ რესპუბლიკური სტადიონი ეწოდა, ოდნავ მოგვიანებით კი 1999 წლის 28 დეკემბერს[5] ვაზგენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკური სტადიონი, სომხეთის ყოფილი თავდაცვისა და პრემიერ მინისტრ ვაზგენ სარქისიანის პატივსაცემად, რომელიც 1999 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს პარლამენტში განხორციელებული ტერაქტის დროს.
სტადიონი პირველად 1953 წელს განახლდა, სრული განახლება კი 1995 წელს დაიწყო, ფინანსური პრობლემების გამო სამუშაოები მხოლოდ 1999 წელს დასრულდა, ჯამში დახარჯულმა თანხის ოდენობამ $3 მილიონს მიაღწია. ბოლოს სტადიონი 2008 წელს ებრაულმა კომპანია Green Diversified Ltd-მ განაახლა, შეიცვალა მოედნის საფარი, გარემონტდა VIP ლოჟები და დამონტაჟდა თანამედროვე დაცვის სისტემა. შედეგად სტადიონი აკმაყოფილებს UEFA-ს სტანდარტებს[6], შესრულებული სამუშაოების გამი სტადიონის ტევადობა 14 968-დან 14 403-მდე შემცირდა.
ამჟამად რესპუბლიკური სტადიონის გამოყენების უფლება სომხურ კლუბ „ულისესს“ აქვს, აქვე თამაშობს სომხეთის ეროვნული ნაკრები საშინაო მატჩებს.
სარეკორდო დასწრებები
რედაქტირება- 11 ოქტომბერი 2003, ევრო 2004 კვალიფიკაცია: სომხეთის ნაკრები 0-4 ესპანეთის ნაკრები, att. 16 000.
- 22 აგვისტო 2007, ევრო 2008 კვალიფიკაცია: სომხეთის ნაკრები 1-1 პორტუგალიის ნაკრები, att. 15 550.
- 13 ივნისი 2015, ევრო 2016 კვალიფიკაცია: სომხეთის ნაკრები 2-3 პორტუგალიის ნაკრები, att. 14 527.
- 7 ოქტომბერი 2011, ევრო 2012 კვალიფიკაცია: სომხეთის ნაკრები 4-1 მაკედონიის ნაკრები, att. 14 403.
- 12 ოქტომბერი 2012, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კვალიფიკაცია: სომხეთის ნაკრები 0-3 ჩეხეთის ნაკრები, att. 14 403.
- 26 მარტი 2011, ევრო 2012 კვალიფიკაცია: სომხეთის ნაკრები 0-0 რუსეთის ნაკრები, att. 14 400.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Страница стадионов Армении с описанием на сайте FootballPlus.com (ინგლისური)
- Профиль на worldstadiums.com დაარქივებული 2015-09-06 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Профиль на weltfussballarchiv.com დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Республиканский стадион из космоса (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (სომხური) ՄԱՐԶԱԴԱՇՏ. ՎԱԶԳԵՆ ՍԱՐԳՍՅԱՆԻ ԱՆՎԱՆ ՀԱՆՐԱՊԵՏԱԿԱՆ ՄԱՐԶԱԴԱՇՏԸ დაარქივებული 2018-10-08 საიტზე Wayback Machine.
- ↑ (სომხური) ԵՐԵՎԱՆԻ ՄԱՐԶԱԿԱՆ ԿԱՌՈՒՅՑՆԵՐԸ
- ↑ The beginnings of Armenian football
- ↑ FFA official website
- ↑ „Parliament Shooting Victims Commemorated“. Asbarez. 28 December 1999. ციტირების თარიღი: 6 April 2013.
- ↑ Israeli company to repair the Republican STadium